Skip to content

გერმანული ცოდნა, იაპონური მასალა და ქართული იდეა – ჰობიდან დაწყებული სტარტაპი

“სიყვარული აგვამაღლებს” – რუსთაველის ეს სიტყვები იდეალური დასაწყისია bikes.ge-ის წარმატების ისტორიის მოსაყოლად, რადგან ყველაფერი სიყვარულით დაიწყო – საქმის, კონკრეტული საკითხის უზომო სიყვარულით.

bikes.ge-ის დამფუძნებელი ბექა კიკნაველიძე ველოსიპედზე შეყვარებული ადამიანია და ყველაფერი იცის ველოსიპედის შესახებს. მისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი ჯანსაღი ცხოვრებისათვის და გადაადგილების ყველაზე ეკოლოგიურ საშუალებას უკავია.
ერთ ნაკლებად ცნობილ ფილმში, რომელიც გაჯერებულია აღმოსავლური ფილოსოფიის ელემენტებით, მექანიკის ფაკულტეტის ნომერ პირველ სტუნდეტს მაჩანჩალა სტუდენტი ეკითხება: – რატომ ხარ ასეთი წარმატებული, მე კი ნაკლებად შედეგიანი სტუდენტი?
პასუხის ნაცვლად წარმატებულმა სტუდენტმა მოსაუბრის ჩანთა გახსნა და იქიდან ნივთები ამოალაგა. ჩანთა სავსე იყო ფოტოგრაფიის შესახებ წიგნებით და ფოტოაპარატის ნაწილებით.
– პასუხიც ესაა, მიუგო წარმატებულმა: – შენ გიყვარს ფოტოგრაფია და “ცოლად ირთავ” მანქანათმშენებლობას.
გავცელებული ქართული გამოთქმა რომ გავაცოცხლოთ და ბექას “თავში ჩავიხედოთ” იქ ველოსიპედის ნაწილებსა და “მომავლის ველოსიპედის” შექმნის კონსტრუქციებს ვიპოვნით.
ბექა: “ველოსიპედი მოსკოვში ყოფნის დროს “აღმოვაჩინე”. მაშინ 12 წლის ვიყავი. 90-იან წლებში საქართველოში ველოსიპედი უცხო ხილი იყო. იმ პერიოდიდან მოყოლებული დღემდე განუყრელები ვართ მე და ველოსიპედი. პროფესიული წარმატებებიც მქონდა ამ სფეროში, საქართველოს ჩემპიონი ვიყავი სამთო რბოლაში. ერთ-ერთი შეჯიბის დროს გაჩნდა bikes.ge-ის დაფუძნების იდეაც ერთი ტრაგი-კომიკური შემთხვევის წყალობით: უცხოელ მონაწილეს საბურავი დაუზიანდა და აღმოჩნდა, რომ თბილისში არ არსებობდა ადგილი, სადაც შეიძლებოდა მისი შეკეთება“.

მხოლოდ პროდუქტის მიწოდება არ არის საკმარისი პრობლემის გადასაჭრელად. მოთხოვნადია ის, რაც სურვილებს, ემოციებსა და მოთხოვნილებებს ერგება. ამ მხრივ bikes.ge სრულად აკმაყოფილებს ველომოყვარულების ფანტაზიასა და ინტერესებს.
ბექა: “ ჩვენთან შესაძლებელია როგორც მზა ველოსიპედის, ისე ნაწილების, აქსესუარების შეძენა, ასევე დაზიანებების შეკეთებაც. ვმუშაობთ ქართული წარმოების ველოსიპედების შექნის პროექტზეც.”

თუკი ჰობად ქცეული სტარტაპს შესაბამის ბიზნეს განათლებას შეაშველებ, დიდი მიზნის მიღწევაც შესაძლებელი ხდება და არ მარტო ქართულ, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც გიჩნდება კონკურენციის გაწევის პრეტენზია. ბექამ ველოსაქმინობის პარალელურად წარმატებით დაასრულა ESM ბიზნეს სკოლა.
ბექა: “ გვაქვს ამბიცია გავაერთიანოთ იაპონური ტექნოლოგია, გერმანული ცოდნა და მათ აქ საქართველოში მივცეთ ფორმა, დასრულებული სახე. ველოსიპედები, რომელიც ჩვენ ჩამოგვაქვს, გერმანიაში იწყობა იაპონიაში წარმოებული ნაწილებით. ჩვენ გერმანულ მხარეს შევუთახმდით, რომ დაეტრენინგებინა ჩვენი კადრები და აქ საქართველოში ავაწყობთ ველოსიპედებს.”
 ქართული ველოსიპედების იდეა მხოლოდ იდეა როდია. ესაა ბიზნეს მოდელებზე აგებული რეალური გეგმა. საქმისადმი დიდი სიყვარულით დაწყებული აქტივობა, რომელიც კონკურენტუნარიან ქართულ პროდუქტს შექმნის და ქვეყნის აღმშენებლობაში კიდევ ერთ აგურს დადებს.
ბექა: “გავცელებულია სამი ტიპის ველოსიპედი. მათ შორის სხვაობა საბურავის ზომაშია. ეს ზომები კი დამოკიდებულია გზების სპეციფიკაზე, იმაზე თუ სად უნდა ვიაროთ. გერმანიაში ერთ ადამიანზე სამი ველოსიპედი მოდის. იმის მიხედვით, თუ სად მიდის მგზავრი, შესაბამისი ტიპის ველოსიპედს ირჩევს. ჩვენი ქართული წარმოების ველოსიპედზე სამივე ბორბლის დაყენება იქნება შესაძლებელი, ანუ ჩვენ ვქმნით სამი-ერთში ველოსიპედს. ეს მოდელი პროფესიონალებს საგრძნობლად გაუადვილებს საქმეს. ქართული ველოსიპედის დიზაინის არჩევა სპეციალური ვებ-პორტალიდან იქნება შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ მოხმარებელს ექნება საშუალება ყავდეს ექსკლუზიური ველოსიპედი”.
 ქართული ველოსიპედის საწარმოში ადგილობრივი კადრები დასაქმდებიან. იდეის სულისჩამდგმელმა ბექა კიკნაველიძემ ველორბოლებზე გაცნობილი მეგობრები უკვე ჩართო საქმეში: ლუკა ელოშვილი პროფესიით არქიტექტორი, ინჟინერულ მხარეზე მუშაობს, ნიკოლოზ მჭედლიძე კი დიზაინერულ ნაწილზე ზრუნავს.
ბექა: “ველორბოლებში მონაწილეობა და შეჯიბრების ორგანიზება დამეხმარა საკითხით დაინტერესებული პროფესიონალი კადრები მომეზიდა.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია “თიბისი ბანკის” სტარტაპერის როლი ბიზნეს ნეთრვორქინგის საკითხში. ამან საშუალება მოგვცა გავიცნოთ სხვა სტარტაპერები და მათგან მივიღოთ საჭირო უკუკავშირი“.

ქართული ველოსიპედები დღის სინათლეს ექვსი თვის შემდეგ იხილავენ. ამ დროისათვის უკვე მზად იქნება ვებ-პორტალიც, რომლის საშუალებითაც მომხმარბელი შეძლებს ექსკლუზიური დიზაინის პროდუქტის შეკვეთას, ფასები კი გერმანული ანალოგის იდენტური იქნება.

#სტარტაპერი #გვეამაყები

ფოტოების ავტორი: ADvan/ედვენი