Skip to content

ამ ქვეყანას   შემოდგომის ერთ სუსხიან დღეს მოვევლინე. როგორც დედა მიყვება, მშვიდი ბავშვი ვყოფილვარ, შეუმჩნეველად გავიზარდე. სკოლაში ყოველთვის კარგად ვსწავლობდი და სანიმუშო ყოფაქცევით გამოვირჩეოდი, დაწყებით კლასებში  ეს ერთადერთი მიზეზი იყო რითაც ხალხი მიცნობდა. თავიდან  არავისთან ვკონტაქტობდი, რაც გაუბედაობის და კომპლექსების გავლენა იყო. მაშინ ალბათ არავინ იფიქრებდა ჩემზე, დიდი  მიზნები აქვსო, მაგრამ რატომღაც ყველა კარგ მომავალს მიწინასწარმეტყველებდა. არ ვიცი ეს წინასწარმეტყველება რამდენად მართლდება, მაგრამ ერთ რამეს ისე ვაღიარებ, რომ არ მრცხვენია: მე კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით, ოჯახით და საკუთარი თავით.

ჩემი ცხოვრება 13 წლის განმავლობაში 3 ეტაპად შემიძლია დავყო.თითოეული წინასგან რადიკალურად განსხვავდება. პირველი ესაა ერთგვარად  სიჩუმეში ცხოვრება,ზომიერი კონტაქტები და ურთიერთობები. მეორე აქტიური ხანაა, ამ დროს საზოგადოებას ვეცნობი, როგორც პრინციპული და მიზანდასახსული  პიროვნება. ეს იყო ეტაპი, რომელმაც გამაცნო სამყარო, მასწავლა ბრძოლა, ჩამომხსნა ვარდისფრერი სათვალეები და დამანახა “მწარე” რეალობა, რომელიც, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სულაც არ “მემწარა”. მივხვდი, რომ ცხოვრება რთულია, მაგრამ არ შემშინებია. მგონია, რომ მთავარია, შეგეძლოს ყველაფრის მარტივად აღქმა და ნებისმიერი სიძნელე, უბრალოდ, რწმენით გადალახო.. არ ვიცი ეს სხვებისთვისაც ასეა თუ არა, მაგრამ მე, გამოუსწორებელ ოპტიმისტს, მგონია, რომ ცხოვრების ხიბლი წინააღმდეგობებშია. მე ვიზრდებოდი უდარდელ და ბედნიერ ბავშვად, თუმცა რეალობას როცა შევხედე მივხვდი რომ ცხოვრება ისეთი არ იყო როგორიც მე წარმომედინა. მესამე და უახლესი ფაზა, რომელშიც ამ წუთას ვცხოვრობ, საკმაოდ დატვირთული, მღელვარე, ცოტა სევდიანიც, მაგრამ ულამაზესი ეტაპია ჩემი არსებობის მანძილზე. იმდნად სანუკვარი, რომ წარსულის გახსენების სურვილსაც მიკარგავს, წარსულის, რომელიც არც ცუდი იყო და არც კარგი, არც კეთილი და არც ბოროტი, წარსულმა მასწავლა ის, თუ როგორ მეცხოვრა დღეს, მან საფუძველი ჩაუყარა ჩემს პიროვნებად ჩამოყალიბებას, აწმყო კი მომავლის გეგმებს მიყალიბებს.დიახ! მე შემიძლია მტკინვეული წარსულის დადებითი მხარეები გავიაზრო, ეს ნიჭია!!! დიახ, მე ნიჭიერი ვარ.

მიზანი- ესაა ოცნებისა და რეალობის სინთეზი, “როცა მიზანს ხედავ, წინააღმდეგობას ყურადღებას არ აქცევ და  გავიწყდება”. იმისათვის, რომ დასახულ მიზანს მიაღწიო, აუცილებელია დაგეგმო თითოეული ნაბიჯი, გათვალო შედეგები, “იჩქარო ნელა”. წარმატების მწვერვალზე ისე ვერ ახვალ, თუ საფეხურები არ აიარე.

მე არ დავბადებულვარ ლიდერად, რადგან  არ შემიძლია ვმართო ისე, რომ დავაკმაყოფილო გუნდის წევრების სურვილები.ლიდერი მაშინ ხარ, როცა სხვებიც ასე გთვლიან, მხოლოდ თვითაღიარება არაა საკმარისი.აუცილებელია იმუშაო სხვებთან და სხვებზე, და ნაკლებად მართო.. დაეხმარო მათ, გიყვარდეს და ენდობოდე. ჩემი მთავარი პრინციპებია სამართლიანობა, რწმენა, სიცილი და სიყვარული. ყველაზე მეტად მაშინ ვარ ბედნიერი, როცა ვგრძნობ, რომ ვიღაცას ვუყვარვარ,ვიღაცას ვეხმარები და ვგრძნობ რომ, ვკურნავ,როცა ირგვლივ სიყვარული და ჰარმონიულობაა. ხო…მთვარი!! ყველაზე მეტად მაშინ ვარ ბედნიერი როცა შედეგს ვხედავ,როგორც ჩემსას ისევე სხვისას.მიხარია როცა ადამიანს ვეხმარები,ამას აფასებს და მადლობას შედეგით მიხდის. ეს მაძლიერებს და თვითაღზრდაში მეხმარება, ამ ქვეყნად საკუთარი თავის აღზრდა ყველაზე რთული სამუშაოა და როცა მე ამას წარმატებით ვანხორციელებ, ვხვდები, რომ სუსტი არ  ვარ. ჩემი ,,უპრობლემო და შემაწუხებლად წყნარი” ხასიათი  თავდაჯერებულობას მმატებს და  მეორე “მე”-სთან მაახლოებს. ალბათ ყველა ადამიანის წარმატებას მისი ხასიათი განაპირობებს და ყველა იმ ფაქტორს, რაც მასზე მოქმედებს, უდიდესი ცვლილებების გამოწვევა შეუძლია მეორე “მე”-ში. მე არ მსურს  ვიყო ჭეშმარიტი ლიდერი, მე (მგონი) მივეკუთვნები  ადამიანთა იმ ნაწილს რომელიც, მარცხს საერთოდ არ განიცდის, რადგან ისინი გამარჯვებისთვის არც იბრძვიან. მე ლიდერობას ვუყურებ როგორც  louis vuitton-ის  სამოსს ვიტრინაში, მომწონს მაგრამ უცბად არ ვიყიდი, რადგან ძალიან ძვირია. გავბედავ და მოვიზომებ , მაგრამ არ ვიყიდი  იმიტომ რომ ჯერ სხვა რაღაცეები მაქვს საყიდელი.  სინამდვილეში   მაქვს თვით ,,ლუი”-ს სამოსები, თუმცა არ ვაღიარებ და ყურადღებას არ ვაქცევ. ალბათ ცხოვრებშიც ასეა  ,,ალბათ”ლიდერი ვარ მაგრამ არ ვიმჩნევ და არ ვაღიარებ, ალბათ ლიდერი ვარ რომელიც ,, კულისებიდან დირიჟორობს”, მაგრამ ეს მეორეხარისხოვანია მთავარია რომ ბედნიერი ვარ!!!  რაც შეეხება სტატიის სათაურს…პასუხი ვიპოვე…

ცუდი ტიპი ნაღდად არ ვარ :))

კვლავ…ვინმე უცნობი მეგრელი.