Skip to content

altersocks – ქართული კომპანია, რომელიც ასტრიდ ლინდგრენის პეპივით ორიგინალურ და ხალისიან ადამიანად გაქცევთ

ბრენდინგის სპეციალისტები გვასწავლიან, რომ პროდუქტიციის პერსონიფიკაცია მისი არსის გაცნობის ძალიან კარგი საშუალებაა. Altersocks რომ ადამიანი ყოფილიყო, ალბათ ის ასტრიდ ლინდგრენის  მხიარული, ცნობისმოყვარე და ოპტიმისტი პეპი გრძელი წინდა იქნებოდა. Altersocks, აგერ უკვე ორი წელი ხდება, რაც სტაბილურად ავითარებს საკუთარ წარმოებას, ქმნის ორიგინალურ წინდებს, რომელიც ჩვენ რეალობაში გავრცელებული შავი ფერის წინდების ალტერნატივაა. კომპანია საქართველოს მასშტაბით სამ ქალაქში შვიდი ობიექტითაა წარმოდგენილი და დაბალი ფასის მიუხედავად (8.50 ლარი ღირს წყვილი), მაღალი ხარისხის შენარჩუნებასაც ახერხებს.

– ახლა ხომ წვიმს, პეპი, – გაუკვირდა ტომის, – წვიმის დროს ვინ რწყავს ყვავილებს? – მე ვრწყავ – უპასუხა პეპიმ, –-მე იქნებ მთელი ღამე გავათენე იმაზე ოცნებაში, დილას როგორ მოვრწყავდი ყვავილებს და ამ ქეციანი წვიმის გამო ოცნება ვერ უნდა ავისრულო ? –  “პეპი გრძელი წინდა”, ასტრიდ ლინდგრენი.

ნინა მენთეშაშვილი და რეზი ბესელაშვილი მარკეტინგის სფეროში საქმიანობენ. ცოლ-ქმრობისა და საერთო საქმიანობის სფეროს გარდა, მათ ბიზნესის დაწყების დაჟინებული სურვილიც აკავშირებთ. სურვილი, რომელიც ოცნების დონეზე იყო აყვანილი. ბევრი სჯა-ბაასის შემდეგ ნინამ და რეზიმ ქართულ რეალობაში ცარიელი ნიშა აღმოაჩინეს – მუქი ფერის წინდები, რომელსაც ატარებდა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო ბაზრისთვის ალტერნატიული დიზაინის წინდების შესათავაზებლად, რადგან მიუხედავად ადამიანების ინდივიდუალიზმისა ეს წინდების მრავალფეროვნებაში არ ვლინდებოდა.

სისულელეა, – წამოიძახა პეპიმ, – როდესაც გული ცხელია და ძლიერ ძგერს, გაყინვა შეუძლებელია

ქართული კონსერვატიული მენტალობის გარდა, პრობლემას წარმოადგენდა ის საკითხი, რომ წინდები შარვლის ქვეშ იმალება. ნინამ და რეზიმ ამ საკითხს „აკეცილი შარვლით“ უშველეს. ახალი ტრენდის პოპულარიზაციამ მნიშნელოვნად დააჩქარა „ალტერნატიული წინდებზე“ მოთხოვნის ზრდა და თუ თავიდან მხოლოდ ოცი მოდელის წინდა იყო გაყიდვაში, ახლა მომხმარებელს შეუძლია წელიწადის განმავლობაში მინიმუმ სამი ახალი კოლექციიდან სასურველის შეძენა.

დარწმუნებული ვარ, რომ ფრენა შეიძლება. ცხადია, მიწაზე დანარცხება სასიამოვნო არ არის, მაგრამ არა არის უცილებელი ფრენა დიდი სიმაღლიდან დაიწყო – პეპი გრძელი წინდა

იდეა თავდაპირველად ახლობლებზე მოისინჯა. არც თუ ისე პოზიტიური რეაქცია მოყვა ნიკო ფიროსმანის მეეზოვის წინდაზე გადატანას, მიუხედავად ამისა, ტურისტებში ეროვნულმა თემატიკამ (ხინკალი, ხაჭაპური, ჩოხა და ა.შ.) დიდი მოწონება დაიმსახურა. დღეს უკვე უცხოელების მხრიდან ინტერნეტით ქართული თემატიკის წინდების გამოწერაზე აქტიური მოთხოვნაა. მოგვიანებით ქართული ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე ასორტიმენტს Business Casual სტილის პროდუქციაც დაემატა.

როდესაც იატაკს ვწმენდ, ასე მგონია, რომ ჩემპიონი ვარ ფიგურულ სრიალში- პეპი გრძელი წინდა.

რეზისა და ნინას მიღწევები საქმისადმი უდიდესი სიყვარულის შედეგია; სიყვარულის, რომელსაც ბიზნესის დაწყების ოცნება და შესაფერისი, მათ ეგოსთან ჰარმონიაში მყოფი სფეროს შერჩევა ედო საფუძვლად. დანარჩენი შრომის დანაწილებამ გააკეთა. რეზი შემოქმედებით ნაწილს კურირებს, ნინა კი მენეჯერულ საკითხებს აგვარებს. Altersocks თიბისი ბანკის „ბიზნესდაჯილდოება 2017-ის“ ფინალისტია, ნომინაციაში „წლის მცირე ბიზნესი“.