Skip to content

სიცრუის ფსიქოლოგია – როგორ დავმალოთ და აღმოვაჩინოთ ტყუილი?

„ითვლება, რომ მორბენალი თვალები ადამიანის არაკეთილსინდისიერების მანიშნებელია, თუმცა როგორც ცნობილია ყველაზე თავზეხელაღებულ ავაზაკებს შეუძლიათ მშვიდად გიყურონ სახეში“. /აგატა კრისტი/

მთელ ჩვენს ცხოვრებას თან სდევს ტყუილი, გვინდა ეს თუ არა. გვატყუებენ, ვატყუებთ. მაგრამ ძალიან ცოტა რამ ვიცით ტყუილის შესახებ. როგორ აღმოვაჩნოთ ტყუილი და არ დავრჩეთ მოტყუებულები; როგორ მოვატყუოთ სხვები, ისე რომ არ გამოგვიჭირონ. ამის გაგებაში დაგვეხმარება ტყუილის ფსიქოლოგიის საიდუმლო მეთოდების ცოდნა.

ამერიკელი ფსიქოლოგი პოლ ეკმანი სწვლობდა სიცრუის სოციალურ ასპექტებს. ის ყველაზე გამორჩეული ექსპერტია სიცრუის ფსიქოლოგიის სფეროში. ეკმანი მრავალი წიგნის ავტორია, მათ შორის ძალიან ცნობილი სერიალი „მომატყუე“, მისი წიგნის მიხედვით არის გადაღებული. მან ამ სფეროს შესწავლა 1963 წელს დაიწყო, და მივიდა დასკვნამდე რომ ტყუილი – ეს ქმედებაა, რომლის მეშვეობითაც ერთ ადამიანს მეორე ადამიანი შეცდომაში შეჰყავს, ამას აკეთებს შეგნებულად, გაფრთხილების გარეშე. მსხვერპლი კი სიმართლის გარკვევას არ ითხოვს.

პოლ ეკმანი ტყუილის ორ ფორმას გამოყოფს – ფაქტების დამახინჯება და “უმოქმედობა”. “უმოქმედობით” ადამიანი მალავს ჭეშმარიტ ინფორმაციას, და არ გასცემს ტყუილს. ფაქტების დამახინჯება კი იმით განსხვავდება, რომ მატყუარა დამატებით ქმედებებს მიმართავს, რათა დაფაროს სიმართლე, ტყუილი ინფორმაციით. მაგრამ გაასაღოს ტყუილი, როგორც სიმართლე.

“უმოქმედობას” ყველა ტყუილად არ მიიჩნევს. “უმოქმედობა”, რა თქმა უნდა, უკეთ გამოსდის მატყუარას, რადგან დამატებითი ქმედებები არ სჭირდება, უბრალოდ ჩუმად უნდა იყოს და დამალოს სიმართლე. დამახინჯების დროს კი, საჭიროა ტყული „სიმართლის“ გამოგონება, რათა არ გამოიჭირონ მატყუარა.

ამბობენ, რომ თანამედროვე ადამიანი 10 წუთიანი მონოლოგის განმავლობაში საშუალოდ სამჯერ იტყუება.

როგორც წესი მატყუარები ყურადღებით მალავენ და აკონტროლებენ თავის საქციელს. მაგრამ ყველაფრის დამალვა შეუძლებელია. ამიტომ პირველ რიგში იმალება ის ასპექტები, რომლებიც მატყუარის აზრით ყველაზე მეტად იქცევს ყურადღებას. მატყუარა ადამიანი განსაკუთრებით ყურადღებით არჩევს სიტყვებს. მისი დახმარებით უფრო ადვილია ტყუილი ინფორმაციის გადაცემა, ვიდრე ჟესტებით ან მიმიკით. სიტყვების მეშვეობით მოტყუება ყველაზე მარტივია, რადგან ტექსტის მომზადება და დამახსოვრება წინასწარ არის შესაძლებელი.

მატყუარებს ყველაზე ხშირად სიტყვები გასცემენ: გაუაზრებელი გამონათქვამები, როდესაც ვერ ახერხებენ საჭირო სიტყვების მოძებნას; ნათქვამის ხშირი ცვლა ან მისი მალევე გადაკეთების მცდელობა.

ასევე , მატყუარას ხშირად თავისივე ქცევები ამხელს, რადგან ძალიან რთულია მოულოდნელი ემოციების გაკონტროლება. ბევრად უფრო რთულია ბრაზის დამალვა. თუმცა ძლიერი ემოციების გამოხატვა ერთმნიშვნელოვნად არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი დამნაშავეა. რადგან სრულიად უდანაშაულო ადამიანიც შეიძლება პანიკაში ჩავარდეს და ვერ მოთოკოს ემოციები.

ემოციები, რომლებიც ამხელენ ტყუილს:

  • სახე

დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ სახეს, რადგან ჩვენდაუნებურად სახეზე უამრავი ემოციის ამოკითხვა შეიძლება, მისი კონტროლი ძალიან რთულია. ადამიანი შეიძლება ერთს ამბობდეს მაგრამ სრულიად სხვას გამოხატავდეს მისი სახე. ტყუილი თვითკონტროლსა და დაძაბულობას მოითხოვს. დაძაბულობა შეიძლება იყოს აშკარა ან დაფარული, მაგრამ ამ დაძაბულობას ადვილად აღმოაჩენთ თუ ადამიანის სხეულის მარცხენა ნაწილს დააკვირდებით. მარცხენა ნაწილი უფრო ცუდად კონტროლირდება ვიდრე მარჯვენა. ეს აიხსნება იმით, რომ მათ ტვინის სხვადასხვა ნახევარსფეროები აკონტროლებს. მარცხენა ნახევარსფერო პასუხსუხისმგებელია მეტყველებასა და გონებრივ მუშაობაზე, მარჯვენა კი ემოციებსა და წარმოსახვაზე. გამომდინარე იქედან, რომ კავშირები გადაჯვარედინდება მარცხენა ნახევარსფეროს მუშაობა აისახება სხეულის მარჯვენა ნაწილში, ხოლო მაჯვენა ნახევარსფეროს მუშაობა მარცხენა ნაწილში.

ემოციების დასაფარად საუკეთესო გზაა – „ნიღაბი“-ს გაკეთება. საუკეთესო ნიღაბი კი – ყალბი ემოციებია. ხშირად ყველაზე კარგი ნიღაბი ემოციების დასაფარად ღიმილია, რომელიც საპირისპიროა უარყოფითი ემოციების. ასევე ღიმილი  მომგებიანია იმით, რომ სახის გამომეტყველებას ბუნებრივი ელფერი აქვს და ასე მოტყუება შედარებით ადვილია. თუმცა, არაბუნებრივი ხანგრძლივი ღიმილი  სიყალბეს მალევე გამოააშკარავებს.

სიცრუის მომასწავებელია გამომეტყველება, რომელიც 10 წამზე მეტ ხანს გრძელდება, უმეტესად, თუ საქმე არ გვაქვს ძალიან ძლიერ ემოციებთან. ადამიანის მიმიკა რამოდენიმე წამის განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს. თუ ის ჩვეულებრივზე მეტ ხანს გრძელდება, სავარაუდოდ ემოცია ყალბია. ასევე, თუ ადამიანი ჯერ სიტყვებით გამოხატავს ემოციას და მხოლოდ რამოდენიმე წამის შემდეგ იღებს სახეზე შესაბამის მიმიკას, ყალბ ემოციებთან გვაქვს საქმე.

  • ხმა

ხშირ შემთვევაში, არავინ აქცევს ყურადღებას ხმას. ხმა, როგორც ადამიანის სახე დაკავშირებულია ტვინთან, რომელიც აკონტროლებს ჩვენ ემოციებს. ხშირად ადამიანებს მხოლოდ ნაწილობრივ ესმით თავისი ხმა და ცოტა გადაკეთებულად აღიქვავენ მას.

ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ საუბრის დროს პაუზებს. სიცრუის დროს ისინი შეიძლება იყოს ზედმეტად გახანგრძლივებული, ან ზედმეტად ხშირი. სიტყვების შეცდომით წარმოთქმა, არასაჭირო სიტყვების გამოყენება, ერთი და იგივე სიტყვის ხშირად გამეორება შესაძლოა ტყუილის მანიშნებელი იყოს. მეცნიერებს ჯერ არ დაუდგენიათ ხმის ტონის, სიძლიერის მატება – კლება შეიძლება თუ არა ტყუილს მივაწეროთ, რადგან ეს უკვე ადამიანის პიროვნებაზე და მის თავისებურებებზეა დამოკიდებული.

მოძრაობები, რომლებიც არ შეესაბამება არც სახის გამომეტყველებას, არც ხმის ტემბრს და არც საუბრის შინაარს. მოძრაობების კონტროლი არც ისე რთულია, უბრალოდ ბევრ ადამიანს ავიწყდება მისი კონტროლი ტყუილის დროს. რადგან ყველაფერზე ერთდროულად ფიქრი საკმაოდ რთულია.

საკუთარი თავის შესამოწმებლად შეგიძლიათ სახის გამომეტყველების ამოსაცნობი ტესტი სცადოთ: