ალბათ ნებისმიერი მასწავლებლის გულს მოიგებდა მოსწავლის მიერ ნაჩუქარი პატარა საჩუქარიც კი.
ამიტომ გთავაზობთ 5 საუკეთესო და მარტივ საჩუქარს,რომელიც თქვენს მასწავლებელს აუცილებლად გაახარებს.
როდესაც მასწავლებელს საჩუქარს ჩუქნი,ამაში არამხოლოდ მადლიერება,არამედ დამოკიდებულება და სიყვარულიც უნდა ჩანდეს. ეცადეთ გამოირჩეოდეთ უმრავლესობისგან და შეარჩიეთ საჩუქარი თქვენი მასწავლებლის მისწრაფებებიდან გამომდინარე.
რა თქმა უნდა,მასწავლებელს თქვენი ნებისმიერი საჩუქარი ძალიან გაახარებს,მაგრამ ჩვენ ვიცით რა დაადნობს თქვენი მასწავლებლის გულს ყველაზე მეტად და რომელი საჩუქარი აღმოჩნდება მის მერხზე წლობით.
1: დაუწერე წერილი მასწავლებელს
დაუწერე წერილი შენს მასწავლებელს და უთხარი რას ნიშნავს ის შენთვის. გაიხსენე რაიმე მოგონება,რაც შენს კლასს უკავშირდება და როგორ დაგეხმარა ის,რომ გამხდარიყავი უკეთესი ადამიანი. იმისათვის,რომ თქვენი წერილი უფრო შთამბეჭდავი გამოვიდეს გაუკეთეთ მას ჩარჩო.
2.აჩუქე მოგონებების წიგნი
შენ შეგიძლია ამ პროცესში მთელი კლასი ჩართო. შეგიძლია ჩაატარო გამოკითხვა კლასში და სთხოვო კლასელებს,რომ დააფიქსირონ აზრი მასწავლებელთან დაკავშირებით,ეს კი აკინძო,რათა შექმნა მოგონებების წიგნი. ან თუნდაც შექმნა წიგნი,სადაც იქნება ყველაზე შენი ნახატი თუ ფოტო თავმოყრილი,რომელიც შენს მასწავლებელს უკავშირდება.
3. აჩუქე ყვავილი სპეციალურად გაფორმებულ ქოთანში
შეგიძლიათ შეიძინოთ ნებისმიერი ტიპის ყვავილი და ჩარგო ქოთანში. ქოთანის მორთვაში კი გამოიყენე შენი კრეატივი. მაგ: შეგიძლია მიაწერო: „მადლობა,იმისათვის,რომ მეხმარები გაზრდაში „
4. შექმენით ვიდეო
დღესდღეობით თითქმის ყველა ბავშვს მიუწვდება ხელი ინტერნეტსა და „სმარტფონებზე“,ამიტომაც კრეატიული იქნება თუ გადაიღებთ ვიდეოს,სადაც იმღერებთ ან თუნდაც სიტყვიერად მიულოცავთ. ასევე შეგიძლია შექმნა ფოტო–კოლაჟი,სადაც გამოიყენებ კლასში გადაღებულ ფოტოებს.
5.შექმენი საინტერესო კომპოზიცია
მასწავლებლები ხშირად ფიქრობენ თუ როგორ გაალამაზონ კლასი უფრო მეტად. რატომ არ დაეხმარებით მათ? მოუწყეთ მათ საჩუქარი და დაახვედრეთ კლასი მორთული თქვენს მიერ გაკეთებული ორნამენტებითა თუ სხვადასხვა საგნებით.
და ბოლოს,გახსოვდეთ,რომ თქვენი მასწავლებლისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი თქვენი მონდომებაა, ამიტომ ეცადეთ ისწავლოთ კარგად,რადგან მომავალში ისინი უფრო მეტად გაახაროთ !
სალომე აფციაური
სასკოლო კვლევების ცენტრი