Skip to content

10 რამ, რაც 25 წლამდე უნდა გააცნობიეროთ

1.აღმოაჩინეთ თავიდან ვინ ხართ – თუ ჯერ კიდევ არ იცით რომ ხართ უნიკალური, თქვენ ხართ ერთადერთი ამ სამყაროში, რომლის ზუსტი ანალოგი არ არსებობს, თუ არ იცით რომ თქვენ უკვე ხართ ბედნიერი და ამ ბედნიერების გასაღები მხოლოდ თქვენ ხელშია, თუ თქვენ კიდევ არ გჯერათ რომ თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ რასაც წარმოიდგენთ, თუ არ გჯერათ რომ თქვენ უკვე გაქვთ ყველა რესურსი აისრულოთ ყველა ოცნება…. მაშინ ამი გაცნობიერების დრო დადგა! დროა საკუთარი უნიკალურობა და სიდიადე შეიგრძნოთ. აღმოაჩინოთ აქამდე დაფარული ტალანტები და შეიყვაროთ საკუთარი თავი მთელი თავისი დიდებულებით.

2.შეხედეთ ცხოვრებას ჯანსაღად – დროა გააცნობიეროთ, რომ ცხოვრება არის ისეთი როგორიც არის. თქვენივე ბედნიერება ან უბედურება არის თქვენივე არჩევანი და სამაყარო სულაც არაა თქვენს მიმართ განსაკუთრებით ბოროტი ან ზედმეტად კეთილი. მხოლოდ ამის გაანალიზებითაც კი შეიცვლება თქვენი აზროვნება და ჩამოყალიბდებით ჯანსაღად მოაზროვნედ. ხოლო ჯანსაღად მოაზროვენე პიროვნება ააშენებს ჯანსაღ ურთიერთობებს, ჯანსაღ ოჯახს და ქმნის ჯანსაღ მომავალს. ამ ცხოვრებაში ყველაფერი თქვენს ხელშია!!!

3.დაიტოვეთ მხოლოდ ნამდვილი მეგობრები – ამობებენ მეგობრობის უნარი ნიჭზე მეტია და ცხოვრების ერთ-ერთი დიდი საჩუქარია. იპოვეთ ნამდვილი მეგობარი, ხელი ჩასჭიდეთ მაგრად და ერთად გაემგზავრეთ ცხოვრების აღმოსაჩენად. იარეთ ერთად წინ და უკან მოიტოვეთ ყველა, ვინც მეგობრობის სიწმინდე ვერ დააფასა.

4.გამოიმუშავეთ ჯანსაღი ცხოვრების და ვარჯიშის ჩვევა – თუ აქამდე თქვენი ბუნებრივად მოცემული სილამაზით და ჯანმთელობით ამაყობდით, გილოცავთ! დააფასეთ ეს ბედნიერება და პატივი ეცით საკუთარ თავს იმდენად, რომ ღრმა სიბერემდე შეძლოთ თქვენი თავით სიამაყე. გახსოვდეთ გაბრიელ ბიონერ შანელის გენიალურ ფრაზა: ‘’20 წლის ასაკში თქვენ გაქვთ სახე, რომელიც ბუნებამ გიბოძათ, 30 წლის ასაკში გაქვთ სახე, რომელიც ცხოვრებამ ჩამოგიყალიბათ. 50 წლის ასაკში კი, გაქვთ სახე, როგორიც დაიმსახურეთ.’’

5.ისწავლეთ კიდევ ერთი უცხო ენა – არასოდეს შეგეშინდეთ ახალი გამოწვევების და რაიმე ახლის მცდელობის. თუ დღეიდან დაიწყებთ თქვენი საყვარელი ქვეყნის სახელმწიფო ენის შესწავლას, თუნდაც სამოყვარულო დონეზე, რა იცით წლების შემდეგ ეს გადაწყვეტილება როგორ გამოგადგეთ? ცხოვრება ხომ საოცარი სიურპრიზებითაა სავსე.

6.დააბანდეთ საკუთარ თავში – არასოდეს შეწყვიტოთ სწავლა. თუნდაც რამოდენიმე უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ. ცხოვრება მუდმივი ცვლილებებია და თუ არ ვითარდებით ავტომატურად მიდიხართ უკან და ‘’კვდებით.’’

7.აიღეთთ 100%-იანი პასუხისგებლობა საკუთარ თავზე და გათავისუფლდით – თქვენ ხართ თქვენი ცხოვრების ბატონ-პატრონი! და თუ თქვენ აქამდე სხვებს აკისრებდით საკუთარი ცხოვრების პასუხისმგებლობას, თქვენ ნამდვილი ცხოვრებით არასოდეს გიცხოვრიათ. ნუ შეგეშინდებათ შეცდომების დაშვების, გახსოვდეთ ამით თქვენ ფასდაუდებელ გამოცდილებას შეიძენთ და დამოუკიდებლად ცხოვრებასაც მიეჩვევით. თამამად თქვით ‘’არა!’’ და ‘’დიახ!’’ ეს თქვენი ცხოვრებაა, ეს თქვენი უფლებაა, თქვენ ხართ საკუთარი თავის უფალი!

8.ჩამოყალიბდით ერთი ნებისმიერი საქმის პროფესიონალად– 25 წლამდე მინიმუმ ერთი საქმე მაინც უნდა გქონდეთ აღმოჩენილი, რისი კეთებაც გიყვართ, გსიამოვნებთ და ითვლებით ამ საქმის პროფესიონალად. უნდა შეგეძლოთ მისით რეალიზება და გარკვეული ანაზღაურების გამომუშავებაც. თუ აქამდე ასეთი ვერაფერი აღმოაჩინეთ, გამოკვეთეთ თქვენი ძლიერი მხარეები და დაფიქრდით, რა მიმართულებით გეკითხებიან ადამიანები რჩევებს?

9.იოცნებეთ, დაისახეთ გამომწვევი მიზნები და გარისკეთ – 19-25 წელი არის ასაკი, როდესაც თქვენ შეგიძლიათ ააშენოთ ან დააგრიოთ საკუთარი მომავალი. ყველაფერი თქვენს შრომაზეა დამოკიდებული, თუმცა სანამ კიბეზე ასვლას დაიწყებთ, დარწმუნდით რომ სწორ ადგილზეა იგი მიდგმული. მოუმატეთ ოცნებას, დაისახეთ გრადნდიოზული მიზნები და გარისკეთ. შეცდომები და სირთულეები გექნებათ მაგრამ ამად ყოველთვის ღირს!

10.იაზროვნეთ პოზიტიურად – დაისახეთ მიზანი, რომ წლიდან წლამდე იქნებით მეტად პოზიტიური. დაინახეთ ყოველ ჯერზე მეტი ფერები, სინათლე და სიხარული ცხოვრებაში. იბრწყინეთ შინაგანად და გახდით შინაგანად პოზიტიური. გამოიმუშავეთ პოზიტიურად აზროვნების ჩვევა და ნახავთ, რომ სამყარო გახდება თქვენი შინაგანი სამყაროს ანარეკლი.

და ბოლოს, ნუ დაივიწყებთ რომ  რაც დრო გადის, მით უფრო ძვირფასი და სანატრელი ხდება შორეული წარსული. ასე რომ შეირგეთ ეს წლები, დააფასეთ დღევანდელი დილის მადლი და დროულად გამოიყენეთ  შანსები, რომელსაც ცხოვრება დღეს გთავაზობთ, რადგან ზოგი რამ ცხოვრებაში აღარასოდეს განმეორდება.