Skip to content

ექსპერიმენტი ბავშვებზე – უწყინარი კვლევა შოკისმომგვრელი შედეგებით

12-18 წლის ბავშვებს შესთავაზეს, მოხალისეებად მიეღოთ მონაწილეობა ექსპერიმენტში. მათ 8 საათი უნდა გაეტარებინათ მარტოობაში ყოველგვარი საკომუნიკაციო საშუალებების გარეშე. აკრძალული ჰქონდათ კომპიუტერის, რადიოსა და ტელევიზორის ჩართვა. სამაგიეროდ ყველა კლასიკური თავშესაქცევით შეეძლოთ სარგებლობა – წერილის წერით, კითხვით, მისკალურ ინსტრუმენტზე დაკვრით, ქსოვით, ქარგვით, ხატვით, სიმღერით და ა.შ.

ექსპერიმენტის ავტორი ოჯახურ საკითხთა ფსიქოლოგი იყო, რომელსაც უნდოდა დაემტკიცებინა, რომ თანამედროვე ბავშვებს არ შეუძლიათ საკუთარი თავთან მარტო დარჩენა, რადგან საერთოდ არ იცნობენ საკუთარ “მეს”. ექსპერიმენტის მიხედვით, ბავშვებს დაწვრილებით უნდა მოეყოლათ, რას გრძნობდნენ 8-საათიანი მარტოობის დროს. შეეძლოთ წერილობით გადმოეცათ, აუტანელი დისკომფორტის შემთხვევაში კი უფლება ჰქონდათ, შეეწყვიტათ ექსპერიმენტი. თუმცა აუცილებლად უნდა აეხსნათ მიზეზიც,ფსიქოლოგი დარწმუნებული იყო, რომ ძალიან უწყინარ კვლევას აწარმოებდა, რომელიც ყოვლად უსაფრთხო იქნებოდა ბავშვებისთვის. ასეთ შოკისმომგვრელ შედეგებს ნამდვილად არავინ ელოდა. 68 მონაწილიდან ბოლომდე, ანუ 8 საათი, მხოლოდ სამმა მათგანმა გაძლო – ერთმა გოგონამ და ორმა ბიჭმა. სამს სუიციდური აზრები გაუჩნდა, ხუთს “მწვავე პანიკის შეტევა” განუვითარდა. 27 მონაწილეს ვეგეტატიური სიმპტომები – გულისრევა, თავბრუსხვევა, ცხელება, მუცლის ტკივილი დაეწყო. შიშისა და შფთვის ნიშნები კი ყველა მონაწილეს ჰქონდა.

უმეტესობამ ექსპერიმენტი 1-2 საათის შემდეგ შეწყვიტა. მხოლოდ 10-მა ადამიანმა შეწყვიტა მეოთხე საათზე.
გოგონამ, რომელმაც ექსპერიმენტს ბოლომდე გაუძლო, შეთანხმებისამებრ თავისი დღიური წარუდგინა ფსიქოლოგს, სადაც იმ ავბედითი 8 საათის განმავლობაში თავის მდგომარეობას აღწერდა. სხვათა შორის, ეთიკური ნორმების გამო ფსიქოლოგმა ამ დღიურის გამოქვეყნებაზე უარი თქვა.

რას აკეთებდნენ მოზარდები ექსპერიმენტის მსვლელობისას?
– ამზადებდნენ საჭმელს და ჭამდნენ.
– კითხულობდნენ, ან ცდილობდნენ წაეკითხათ.
– მეცადინეობდენენ (იმ დროს არდადეგები იყო, მაგრამ მოწყენილობისგან ზოგიერთი რატომღაც სახელმძღვანელოებს ეცა).
– ფანჯარაში იყურებოდნენ და ან ოთახში მიდი-მოდიოდნენ.
– გადიოდნენ მაღაზიაში ან კაფეში, კომუნიკაცია აკრძალული ჰქონდათ, მაგრამ ფიქრობდნენ, რომ გამყიდველები სათვალავში ჩასაგდებნი არ იყვნენ..
– ხსნიდნენ ტავსატეხებს ან აწყობდნენ “ლეგოს” კონსტრუქტორებს.
– ხატავდნენ ან ცდილობდნენ ეხატათ.
– ბანაობდნენ.
– ალაგებდნენ ოთახს.
– ეთამაშებოდნენ ძაღლსა და კატას.
– ვარჯიშობდნენ.
– თავიანთ აზრებს იწერდნენ.
– უკრავდნენ.
– 3 მათგანი ლექსებს წერდა.
– ერთმა ბიჭმა 5 საათის განმავლობაში იარა ხან ავტობუსით, ხან მეტროთი.
– ერთი გოგონა ქარგავდა
– ერთი ბიჭი პარკში ატრაქციონებზე წავიდა და 3 საათის განმავლობაში ქანაობდა, რისგანაც გულისრევები დაეწყო.
– ერთი ბავშვი ზოოპარკში წავიდა, ერთიც – მუზეუმში.
– ერთი გოგონა ლოცულობდა.

ექსპერიმენტის ბოლოს 14 მოზარდი მაშინვე სოციალურ ქსელში “შეძვრა”, 20-მა მეგობრებს დაურეკა მობილურით, სამმა მშობლებს დაურეკა, ხუთი მეგობრებთან შესახვედრად წავიდა. დანარჩენებმა ტელევიზორი ჩართეს ან კომპიუტერულ თამაშებს მიუსხდნენ. გარდა ამისა, თითქმის ყველა მონაწილემ თითქმის მაშინვე გაიკეთა ყურსაცვამები და მუსიკის მოსმენა დაიწყო.

რით იყვნენ დაკავებული ის ბიჭები, რომლებმაც ბოლომდე გაუძლეს ექსპერიმენტს? ერთ-ერთი მათგანი მთელი 8 საათის განმავლობაში იალქნიან გემს აწებებდა. მეორე ბიჭი კი თავისი კოლექციით ერთობოდა. არც ერთ მათგანს ნეგატიური ემოციები და უცნაური გრძნობები არ გამოუვლენია.