მათ ერთმანეთი შემთხვევით გაიცნეს. როცა სამშობლოდან ძალიან შორს მყოფი, ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს მოწყვეტილი დარდს ვირტუალურ სამყაროში იქარვებდა. როცა პირველად გოგონას ფოტო ნახა, თვალი ვერ მოწყვიტა. ძალიან ლამაზი არსება თბილი მზერით უმზერდა,სანდომიანი ღიმილი აღბეჭვდოდა სახეზე. წითელი მოსასხამი კიდევ უფრო აცისკროვნებდა მის სილამაზეს.დიდხანს უმზერდა აღტაცებული საოცრად ახლობელ ადამიანად ეჩვენებოდა, თითქოს მისი სულის დაკარგული ნაწილი ეპოვოს და ენანებოდა მასთან განშორება. თითქოს ეშინოდა კვლავ არ დაეკარგა. ”შენ აქაურობის მშვენებათა დამამშვენებელი ხარ”- ასეთი კომენტარი გაუკეთა და წავიდა.
რამოდენიმე დღის შემდეგ ისევ მოახერხა ქსელის ჩართვა და გულს აყოლებდა სხვადასხვა ინფორმაციის კითხვას. ერთ-ერთ თემაში დაინახა ლამაზი ნაქარგების ფოტო, რომლებზედაც უფლის გამოსახულება იყო აღბეჭდილი. იქვე ავტორის სახელიც ეწერა და გული აუძგერდა , როცა იმ გოგონანას სახელი წაიკითხა. აღტაცებისგან ცრემლი მოერია თვალზე – ასეთი ლამაზი სიწმიდის შემქმნელი როგორი სიყვარულით აღვსილი უნდა ყოფილიყო, როგორი სპეტაკი სულის , უფლისგან გამორჩეული და დაჯილდოებული ადამიანი. ვაჟმა გადაწყვიტა გოგონანასთვის წერილი მიეწერა, სიტყვები თავისით მოსდიოდა გულის სიღრმიდან, აქებდა მის ნახელავს და ღმერთს მადლობდა, რომ ასეთი სპეტაკი ადამიანის ხილვის ღირსი გახადა . გულწრფელად უკვირდა , რომ ამ გოგონას მსგავსი ადამიანები ჯერაც შემორჩენილიყვნენ.
ვაჟი დარწმუნებული იყო , რომ ასეთი ადამიანი თუ შეძლებდა მის გაგებას, მის გვერდით დგომას, ერთგულებას, რომელიც არ უღალატებდა, არ გაწირავდა, ზურგს არ აქცევდა,არ მიატოვებდა გასაჭირში და მეგობრობა სთხოვა. ბედნიერი იქნებოდა , თუკი ეს ქალიშვილი მის ამ გამოწვდილ ხელს თავისას შეაგებებდა. პასუხიც მალევე მიიღო. გოგონა მის სილამაზეს და ნიჭს უფლის დიდ წყალობად აღიქვამდა, რაც მეტად დიდ “ პასუხისმგებლობას მატებდა მას, გამოწვდილ ხელს კი თავისას აგებებდა და მეგობრობას აღუქვამდა ….
ასე გაიცნეს ერთმანეთი. ვაჟი როგორც კი თავისუფალ დროს გამოძებნიდა, გული გოგონასკენ მიუწევდა და საუბრობდნენ სხვადასხვა თემაზე, ერთმანეთს უზიარებდნენ თავიანთ გულისნადებს. ვაჟს მასთან მეგობრობა დიდ სიწმიდედ მიაჩნდა და ცდილობდა ბიწიერება არ შეერია მასში. გოგონას ყოველი მისალმება იწყებოდა სიტყვებით : ”მოგესალმები მზიანი საქართველოდან”. ეს სიტყვები ვაჟს ისე გაუჯდა გულში, მის ყოველ წაკითხვაზე გული სიამით ევსებოდა, სიცოცხლე ემატებოდა თითქოს. გრძნობდა, რომ მის ცხოვრებაში განსაკუთრებული რამ ხდებოდა, ასე კარგად და თავისუფლად, ასე ლაღად არასოდეს უგრძვნია თავი. თითქოს ჰაერში დაფარფატებდა ბედნიერებით აღვსილი. მეტად უახლოეს პიროვნებად მიიჩნევდა უკვე და ტბილ სიტყვებს არ იშურებდა მისთვის. გოგონა უფრო თავდაჭერილი ჩანდა. ერთხელ ამაზე უსაყვედურა კიდეც. ვაჟი ჩვეულებრივ მეტად თბილი პიროვნება იყო , კეთილ ადამიანებთან ურთიერთობაში ძალუძდა სითბოს გამომჟღავნება, ასევე იქცეოდა ამ ქალიშვილის წინაშეც. ერთ დღესაც მან ქალიშვილს საუბრისას ჩვეულად „ჩემო კარგოთი“ მიმართა, რამაც გოგონას თითქოსდა გაბრაზება თუ გაოცება გამოიწვია : ”მე არა ვარ შენი უახლოესი ადამიანი და ამ სიტყვებით რატომ მომმართავ?”.
ამ სიტყვებმა ვაჟს გული ატკინა.
– მე ახლობლად მიგიჩნიე, იქნებ ეს ჩემი შეცდომაა, არ მეგონა თუ გეწყინებოდა, ვფიქრობდი, ამ სიტყვებით გაგრძნობინებდი ამ ყოველივეს, ვფიქრობდი რომ შენს ასე ფიქრობდი… მაპატიე… როცა ადამიანს ახლობლად მივიჩნევ, მინდა სითბო და სიყვარული ვაჩვენო… მეგონა სხვებიც ასე ფიქრობდნენ … მომიტევე, ვცდებოდი თურმე … ხანდახან რა მწარეა ცხოვრება.
– გთხოვ ნუ გეწყინება ,მე არ დავუშვებ რომ ვინმესთვის ცხოვრება მწარე იყოს და ამის მიზეზი მე ვიყო.”- უპასუხა გოგონამ.
სულ მალე ომი დაიწყო და ერთმანეთის კვალი დაკარგეს. მხოლოდ ამის მიწერა მოასწრო ვაჟმა: ” თუ ცოცხალი დავრჩი გიპოვი და შენტვის ვიბრძოლებ, ძალიან მიყვარხარ და მეყვარები…”
ომის საშინელი დღეების შემდეგ ვაჟს უცხოეთში მცხოვრებმა მეგობარმა დაურეკა და უამბო:
– როცა შენ დაიკარგე და შენს შესახებ არაფერი ვიცოდით, ყველგან გეძებდით და გკითხულობდით, მაგრამ არაფერი ისმოდა შენი. მითხრეს, რომ შენ ასევე გეძებდა ერთი გოგონა, კითხულობდა შენს ამბავს, ცოცხალია თუ მკვდარი გამაგებინეთო.მე შევეხმიანე მას. მალევე დავმეგობრდით, ერთმანეთს ვუზიარებდით დარდს და ასე გადიოდა დღეები. მოვუყევი შენი ნათქვამი, რომ ერთი გოგონა შეგიყვარდა ძალიან და სიცოცხლეს გერჩივნა. დამეთანხმა, ვიცი ვუყვარვარო და წუხდა რომ შენთან დაკონტაქტების საშუალება არ ჰქონდა. რატომ არ დავუტოვე ჩემი ნომერი როცა მთხოვაო… ახლა კი სასწრაფოდ დაუკავშირდი მას და გააგებინე შენი ამბავი,ძალიან წუხს და გჯავრობს.
ვაჟი ამ ძალიან განცვიფრდა მეგობრის ნათქვამზე:
– მე ის მდარდობს, წუხს ჩემს გამო, თურმე არ ყოფილაა გულგრილი ჩემს მიმართ!
ეს ყველაფერი კი ვაჟს საბაბას აძლევდა დაუყონებლივ გამოხმაურებოდა საყვარელ გოგონას და მისწერა წერილი: ”ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემდამი ასეთი ყურადღება გამოავლინე,მე კარგად ვარ და მინდა მალე გნახო.”
ისევ განაახლეს ურთიერთობა. ვაჟი უკვე ღიად ესაუბრებოდა საკუთარ გრძნობებზე, მაგრამ ხედავდა, რომ გოგონა დისტანციას იჭერდა მის მიმართ , ახსენებდა:
– ჩვენ მეგობრები ვართ და მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ.
ვაჟს უფრო და უფრო უყვარდებოდა გოგონა, თუმცა ხედავდა, რომ დრო იყო საჭირო სანამ უფრო მეტად დაახლოვდებოდნენ.
– მეგობრობა თავად მე შემოგთავაზე , თუმცა , ვხედავ მეგობარზე ძვირფასი ხდები, ამიტომ მინდა აქედანვე იცოდე ჩემი შენდამი გრძნობების სიწმინდესა და სინამდვილის შესახებ,მინდა ამ მეგობრობამ უფრო დაგვაახლოვოს, ერთმანეთი შეგვაყვაროს.
გოგონამ იგივე გაუმეორა:
– ჩვენ მეგობრები ვართ და მოვლენებს ნუ გავუსწრებთ წინ.
ბაჟს ძალიან სურდა გოგონასთან შეხვედრა, რაზედაც ქალიშვილი თავს იკავებდა და უმეორებდა:
– შენ კარგი მეგობარი ხარ, მაგრამ ვხედავ გიყვარდები, მე კი არ შემიძლია გითანაგრძნო, ამიტომ სჯობს დავშორდეთ და თანდათან დამივიწყებ.
გული ჩაწყდა ვაჟს, თუმცა მიზეზი მაინც არ ასვენებდა:
– ვინმე კიყვარს და ამიტომ?
– მიყვარდა, მაგრამ მასთან ყველაფერი დამთავრებულია, აღარაფერი გვაკავშირებს, თუმცა ამას ჩვენს ურთიერთობასთან არანაირი კავშირი არ აქვს და გადავწყვიტე ეს გზა ავირჩიო…
ასე დაშორდნენ ერთმანეს… ორი კვირა ვაჟი გონზე ვერ მოდიოდა,დადარდიანებული ყველას გაურბოდა და მარტოობას ეძებდა. არავის ეკონტაქტებოდა. გულგატეხილი საკუთარ თავში ჩაიკეტა და მხოლოდ დარდი გახლდათ მისი მეგზური. ერთი კვირის შემდეგ უცხოეთში მყოფმა მეგობარმა დაურეკა ისევ და უსაყვედურა:
– ისევ დაიკარგე?ის გოგონა გეძებს და შენთან შეხვედრა უნდა!
ვაჟი გაოცდა:
– რატომ მაწვალებს,ხომ დამშორდა,ხელი არ შემიშლია…
ვერ გადაეწყვიტა გულგატეხილს როგორ მოქცეულიყო:
– მისი სურვილის მიხედვით დავშორდით, ახლა კიდევ თავად სურს ჩემი ნახვა, იცის რომ მიყვარს და უარს არასდროს ვიტყვი მასზე, თუკი არც მას უნდა მითანაგრძნოს მაშ რატომღა მომძებნიდა?
ბევრი ფიქრის შემდეგ ისევ იმედით აღივსო ,გაახსენდა გოგონას სიტყვები:”არ დავუშვებ ეს ცხოვრება ვინმესთვის მწარე იყოს და ამის მიზეზი მე ვიყო.”-”არა,ის მე არ გამწირავს.”-დაასკვნა ბოლოს.
მალე ერთმანეთს შეხვდნენ. საუბარში კი ქალიშვილი ძველ და ნაცნობ თემას დაუბრუნდა:
– მე არ შემიძლია შენი დაკარგვა, ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს,მინდა აღვადგინოთ მეგობრობა, არ მინდა იმის დაკარგვა რაც კარგი გვქონდა, გთხოვ შეფუთო შენი გრძნობა, ვიცი გულით გიყვარვარ, ამას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ვერ გიპასუხებ შენს გრძნობაზე. მე შენთან ისე ახლოს ვარ, ვერაფერს განდობ, რაც არავისთვის გამინდვია.
ვაჟი ისედაც ყველაფერს ელოდებოდა, გარდა ქალიშვილის მიერ მისდამი სიყვარულის აღიარებისა , ამიტომაც ახალი არაფერი იყო გოგონას სიტყვებში მისთვის, მხოლოდ მიმართა:
– მე კიდევ იგივეს გეტყვი , რაც თავიდანვე გაგანდე, რომ შენთან მეგობრობა მინდა გულით, მაგრამ უმთავრესი ის არის რომ ამ მეგობრობით უფრო შევეჩვიოთ ერთმანეთს და დავვახლოვდეთ, მე უწინდებურად მიყვარხარ და არ ვაპირებ შენზე უარის თქმას. ვიმეგობროთ და ეს იქნება საწყისი გზა შენი სიყვარულის მოსაპოვებლად. ყველაფერს გავაკეტებ, რათა ამაში დაგარწმუნო…
მატი ურთიერტობა მალე ისევ დათბა. გოგონა უფრო და უფრო უახლოვდებოდა მას, ეჩვეოდნენ ერთმანეთს.
– შენგან სხვა არაფერი არ მინდა,ერთს გთხოვ ,ყოველთვის გულწრფელი დარჩი ჩემთან!
ეუბნებოდა გოგონა. ვაჟიც მუდამ გულახდილი ყოფილიყო. მისთვის ხომ ისედაც ყველაზე მთავარი გოგონას ბედნიერება იყო და მას არასოდეს ატკენდა გულს, ყოველგვარ ფიქრს, დარდს, სიხარულს მას უზიარებდა.
ვაჟის მეგობარი, რომელიც უცხოეთში ცხოვრობდა, . საკუთარ პრობლემებს ივიწყებდა მათ გამო და გვერდით ედგა, თუკი რაიმე გაუგებრობა მოხდებოდა მათ შორის, ცდილობდა რჩევა მიეცა ორივესათვის. ის მფარველი ანგელოზივით იყო მათთვის და საკუთარი შვილებივით უყვარდა ისინი. ვაჟი ბედნიერი იყო რომ ასეთი საყვარელი და ერთგული ადამიანები ჰყავდა გვერდით , ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა ენატრა.
გოგონა ხშირად ამბობდა, რომ ძალიან უჭირდა სერიოზული ნაბიჯის გადადგმა, ყველაფერს თავის სულიერ მოძღვართან ათანხმებდა და მოძღვრის რჩევებს ითვალისწინებდა. ძალიან უნდოდა მის გულში სიყვარულს გაეღვიძა, მაგრამ ვერ ახერხებდა, ამავე დროს გაურკვევლობა აწუხებდა და ხშირად ურთიერთსაპირისპირო ნაბიჯს დგამდა – ხან უახლოვდებოდა ვაჟს ხან კი უკან იხევდა. ქალიშვილის ასეთი საქციელი ვაჟისთვისაც დამღლელი იყო, თუმცა ცდილობდა მისთვის გული არ ეტკინა და უპრეტენზიოდ მისდევდა მოვლენების განვითარებას.
ერთ დღესაც კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს , კაფეში დასხდნენ და საუბრობდნენ. საუბრისას გოგონამ უეცრად თემა შეცვალა და ვაჟს გაანდო, რომ მას სხვა მამაკაცთან ჰქონდა ურთიერთობა და მოსწონდა კიდეც ეს მამაკაცი. ვაჟს ელდა ეცა, გულში ძლიერი ტკივილი იგრძნო, რომელიც მთელს სხეულს მოედო . გოგონა შეწუხდა , შეამჩნია რა მეგობარი ვაჟის ეს მდგომარეობა, თუმცა ნათქვამს უკან ვეღარ წაიღებდა და არც კი უცდია . ცოტა ხანში კი კაფე დატოვეს . გულდამძიმებულა ვაჟმა ქალიშვილს ტაქსი დაუქირავა და სახლში გააცილა. სანამ მანქანაში ჩაჯდებოდა, უეცრად მობრუნდა გოგონა ვაჟთან და აკოცა, მადლობა გადაუხადა და წავიდა…
ის შავბნელი ღამე ვაჟმა თეთრად გაათია. ღამის ქუჩებზე უაზროდ ხეტიალით დაღლილი, გათიშული, ვერ გამორკვეულიყო რა მოხდა… მიდიოდა , მაგრამ სად თავადაც არ იცოდა და ისედაც სულერთი იყო ეს მისთვის. დიდი ხნის ხეტიალის სახლში დაბრუნებულმა გოგონას წერილი მისწერა. წერდა, რომ არ იცოდა მომხდარის შემდეგ რას გადაწყვეტდა, ისევ დარჩებოდნენ მეგობრებად თუ არა. მეორე დღეს კი ვაჟი გულის შეტევით საავადმყოფოში მოათავსეს. უცხოეთში მყოფი მეგობარი ხშირად უკავშირდებოდა და მისი ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ ამბავს კითხულობდა. მეგობარმა მოუყვა ვაჟს, რომ გოგონა ძალიან განიცდიდა მომხდარს და შეწუხებული იყო, ვაჟის მისამათს სთხოვდა, რომ იმავე ღამით წასულიყო და მოენახულებინა ავადმყოფი. მეგობარმა კი თხოვნაზე უპასუხა:
– იცოდი მას შენ უყვარდი, ოდნავ მაინც გეფიქრა იმაზე, რომ ასე მოულოდნელად შენი ახალი სიყვარულის შესახებ მასთან საუბარი მისთვის თავზარდამცემი იქნებოდა, თუ სხვა არსებობს, ეს შენი გადასაწყვეტია რომელს აირჩევ, მაგრამ ასეთი საქციელი კი ნამდვილად ულამაზოა, როდესაც იგივე ამბავი სხვა დროს შეგეძლო გეთქვა, გქონდა ამის საშუალება ბევრჯერ… ადრე თუნდაც, ან სულაც არასოდეს, ხომ დაცილდებით ? რატომ მობრუნდი, რატომ უღრმავებდი ჭრილობას?!
საყვედურობდა მეგობარი, გოგონა კი მაინც თავის აზრზე რჩებოდა:
– მე არ მინდა მისი დაკარგვა, არც არჩევანი გამიკეთებია ჯერ, უბრალოდ მომეწონა სხვა და სულ ეს იყო.
– როგორ, სხვა გყავს და როგორ იქნები ამ ვაჟთან რომელსაც უყვარხარ? ან ის კაცი რას იტყვის ამაზე,მოეწონება შენი მეგობრობა მამაკაცთან, რომელსაც თავს ურჩევნიხარ?
– თუ არ მოეწონება კარგად იყოს, მე მაგას არ დავკარგავ, რატომ ჩემი მოძღვარი არ ნახა რომ დალაპარაკებოდა?
მეგობარმა ვერ ნახა რა ვერანაირი ლოგიკა და თუნდაც პატივისცემა გოგონას სიტყვა-პასუხში, გულნატკენი შეწყვიტა საუბარი მასთან, იმედით, რომ ოდესმე გოგონა თავად მიხვდებოდა , რომ მისი საქციელი მხოლოდ მხოლოდ ვაჟის ფსიქიური განადგურების გამომწვევი შეიძლება ყოფილიყო…
ვაჟმა ყველაფერი საკუთარ სულიერ მოძღვარს უამბო, ოდნავ უკეთესობა შეეტყო რა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. მოძღვარმაც ვერ შეძლო დაეფარა განცვიფრება:
– ამ ასაკის და ასეთი გონიერი, უაღრესად მორწმუნე გოგონა როგორ ბავშვივით მოიქცა! არ მჯერავს, რომ განზრახ, მაგრამ მაინც გრძნობაზე თამაში გამოუვიდა…
მოილაპარაკეს და გადაწყვიტეს ყველაფერი გაერკვიათ თავად გოგონასთან, მისივე მოძღვრის თანდასწრებით. ასეც მოიქცნენ. ხანგრძლივი საუბარი ჰქონდათ, ორივე მოძღვარი გოგონას ურჩევდა, რადგან ასე ჰყვარებიხარ ვაჟს, შენც მიგიძღვის წვლილი ამაში და ხელს ნუ კრავო, შენი გადასაწყვეტია , თუმცა ჩვენ ძალიან გახარებული დავრჩებით, თუ მასთან ყოფნას გადაწყვეტო.
მაგრამ გოგონა უკვე აღარ გავდა მოძღვრის მორჩილს, იმის მიუხედავად, რომ მოძღვრებთან ვაჟის მისვლა მისი სურვილი იყო და როცა ამბობდა, რომ მხოლოდ მოძღვრის რჩევით გადადგამდა ამ ნაბიჯს.
ვაჟი კვლავ იბრძოდა ქალიშვილის გულის მოსაგებად, სული და გული დაანახა, რომ მზად იყო ყოველივე შეეწირა მისთვის. მას ვერ შეელეოდა,რადგან იცოდა რომ მის გარეშე სიცოცხლის წყარო დაეწრიტებოდა,სიცოცხლეს უფრო დათმობდა ვიდრე მას. გოგონა კი კერპი იყო… ისინი ერთმანეთს საბოლოოდ დაშორდნენ…
ვაჟისთვის თითქოს ცხოვრება დასრულდა. აღარაფერი ახარებდა, ფიზიკურად და სულიერად დასუსტდა, რწმენაც დაემსხვრა, ყველასგან ზურგშექცეულად გრძნობდა თავს. უფსკრულის პირას ეკიდა და ელოდა როდის გადაიჩეხებოდა სამუდამოდ. ორი წელი მიწიერ ჯოჯოხეთში გაატარა. ორი წელი სულის საშინელი ტკივილი და სასოწარკვეთა მოსვენებას არ აძლევდა მას. ამ დიდ სიყვარულის დამსხვრევით გამოწვეულ სიცარიელეს ვერაფერი უვსებდა, მონატრების ტკივილით აღვსებული მზად იყო სიცოცხლეც დაეთმო გოგონას ერთი დანახვის საზღაურად. როცა ძალიან შეაწუხებდა ეს ტკივილი, იმ ტაძარში მიდიოდა , სადაც გოგონა დადიოდა და შორიდან ხედავდა მას, დაჯდებოდა და დარდს იქარვებდა, ცრემლებს ვერ იკავებდა გრძნობამორეული. გულს მოიოხებდა და სწრაფად ტოვებდა იქაურობას. რამდენჯერმე წერილიც მიწერა, სული და გული ჩააქსოვა შიგ, შეუძლებელი იმ წერილის წაკითხვის შემდეგ ვინმე აუღელვებელი დარჩენილიყო, მშვიდად წაეკითხა და გული ლმობიერებით არ აღვსებოდა, თუმცა გოგონა თითქოს ქვად და კლდედ ქცეულიყო, გაკერპებული დუმილს არჩევდა. არ ინტერესდებოდა იმ ადამიანის ბედით, ვინც მისადმი დიდ სიყვარულს გულით ატარებდა განუყრელად. არ პატიობდა ამ ენით გამოუთქმელ სიყვარულს.
დროის მსვლელობის შედეგად უფრო გაძლიერებულმა განსაცდელმა ვაჟი ძალიან გააბოროტა და მთლიანად შეცვალა. გული აიცრუა ყველაფერზე, ერთ დროს ყველას შემცოდე და გულშემატკივარი, ვისაც სხვების ტკივილი საკუთარ ტკივილად მიაჩნდა, ის გულიც კი გაუხევდა . დიდი ხნის სიჩუმის შემდეგ უკანასკნელად მიწერა გოგონას წერილი, კიდევ ერთხელ ამოიღო გულისნადები, რა ცეცხლიც ტრიალებდა მის სულში, კიდევ ჰქონდა უმცირესი იმედი,რომ თანაგრძნობა და ოდნავი მეგობრული სიყვარული მინც ჰქონდა შემორჩენილი მის მიმართ, კიდევ ერთხელ ეცადა გაელღვო ყინული, რომელიც ასე შემორტყმოდა გოგონას გულს, თუმცა ქალიშვილი ძველებურად უტყვი და შეუვალი იყო…
ვაჟმა საბოლოოდ ხელი აიღო საკუთარ თავზეც კი, უკვე მთელ სამყაროზე გაბრაზებული ყველას და ყველაფერს ზურგს აქცევდა, როგორც მას შეაქციეს ზურგი, გასწირეს და მის დაღუპვას არად აგდებდნენ. გადაწყვიტა აღარავინ შებრალებოდა. ბოლო მოეღო მტანჯველი ყოფისთვის, უპირველესად კი მისთვის, ვინც კრა ხელი ულმობლად და დასაღუპად გაიმეტა როგორც მეგობარი, როგორც მოყვასი, როგორც მასზე შეყვარებული ადამიანი. გულში საშინელი შურისძიების გეგმა ჩაიდო,მოეკლა გოგონა და მერე კი საკუთარი თავიც გაენადგურებინა. ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის მიზნით აიღო იარაღი და არც არავის დამშვიდობებია, ისე გავიდა შინიდან, მხოლოდ ერთხელ მოხედა საყვარელ სახლს, სადაც გაიზარდა და სადაც მისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი გაატარა , სწრაფად შებრუნდა და წავიდა…
შორიდან დაინახა ის მისკენ მომავალი, იარაღი მოსინჯა და მტკიცე ნაბიჯით გაემართა შესახვედრად. მიუახლოვდა და შეჩერდა, გოგონამ დაინახა რა, თითქოს რაღაც იგრძნოო, შედგა… ასე უმზერდნენ ერთმანეთს კარგა ხანს, ვაჟმა თვალებში ჩახედა კიდევ ერთხელ და შეკრთა, გონებაში წამიერად ამოუტივტივდა გოგონას ფოტოსურათი, რომელზედაც პირველად იხილა ეს სილამაზე , გაახსენდა პირველი შთაბეჭდილება . მის თვალებში ახლაც იმავე სითბოს ხედავდა თითქოს…- ”მოგესალმები მზიანი საქართველოდან”- ეს სიტყვები განუწყვეტლივ მეორდებოდნენ მის მეხსიერებაში… რა ბედნიერი იყო მაშინ…ვერა…ამას ვერასდროს დაივიწყებს, ვერასოდეს ამოშლის გულიდან, ეს სიტყვები და მისი სახე ასულდგმულებდა დღემდე, მიხვდა რომ იმ შეფარული სიძულვილის მიგმა გულში ისევ სიყვარული ყვაოდა… იმასაც მიხვდა რომ მისი სიყვარულის მოკვლას ვერასოდეს შეძლებდა.-”მე შენ ბოლო წუთამდე მიყვარდი!”- ვაჟის საბოლოო სიტყვები ეს იყო და ტყვია იხალა შუბლში…
გამომგზავნი/ავტორი: ბესო კვანტიძე