Skip to content

რატომ უნდა დაიწყოთ საკუთარი ბიზნესი?

ხუთი სარგებელი მეწარმეობისაგან:
1. უსაფრთხო სამუშაო. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ 100%–ით გარანტირებული და უსაფრთხო არაფერია ცხოვრებაში, თუმცა თანამედროვე მსოფლიოს მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ისაა რომ, თუ ადრე(წინა თაობებისათვის) დიდ კორპორაციაში ან საჯარო სამსახურში დასაქმება უსაფრთხოების გარანტია იყო, დღეისათვის ეს გზა მხოლოდ იმედების გაცრუებისა და „ვირთხების რბოლაში“ მონაწილების საშვია. ერთადერთი ჭეშმარიტი გზა შედარებით უსაფრთხო სამუშაოსაკენ არის საკუთარი ბიზნესის აშენება და განვითარება. „თუ ვმუშაობ ვიღაცისათვის, მაშინ დროს ვყიდი ფულზე, მაგრამ არანაირ ქონებას ან უსაფრთხოებას არ ვაშენებ“ –ამობობს დუნკან მაკპერსონი, დამფუძნებელი და თანა–თავმჯდომარე საკონსულტაციო ორგანიზაცია პარეტო სისტემის. „როგორც მეწარმე, საკუთარი ცხოვრების ოსტატი გავხდი.”
2. თავისუფლება. ადამიანებს უყვართ საკუთარი ბიზნესიდან მიღებული შემოსავლები და სიამოვნებას ღებულობენ იმ თავისუფლებით, რომელსაც მათ თავიანთი კეთილდღეობის შექმნის პროცესი აძლევთ. შენ შეგიძლია გადაწყვიტო როდის იმუშაო, როგორ იმუშაო, ვისთან ერთად იმუშაო. ყველაზე კარგი კი ის არის, რომ როდესაც საკუთარი ბიზნესი გაქვს არ გიწევს მიიღო მტანჯველი გადაწყვეტილება ოჯახსა და სამსახურს შორის დროის გადანაწილებაზე.
3. მოხერხებულობა. არ აქვს მნიშვნელობა დიდ ქალაქში ცხოვრობ თუ პატარაში. მეწარმეობა არის თანაბრი–შესაძლებლობების სფერო. ელ. ფოსტამ და სხვა თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების მიღწევებმა შესაძლებლობა შექმნა მართო ბიზნესი სივრცული პრობლემების გარეშე სახლიდან გაუსვლელად.
4. ფული. ბევრი ფულის შოვნისათვის საკუთარი ბიზნესის შექმნასა და განვითარებას უპირობო უპირატესობა აქვს სხვისთვის მუშაობით ფულის დაგროვებასთან შედარებით. „როდესაც გაქვს საკუთარი ბიზნესი, შენ წერ საკუთარ ისტორიას, ქმნი პირადი წარმატების შთამაგონებელ ამბავს, ქმნი საკუთარ მემკვიდრეობას და რაც ყველაზე მთავარია, შენ წერ საკუთარ ხელფასს“ – ამბობს ჯეფრი გიტომერი, ბესტსელერის „გაყიდვების პატარა წითელი წიგნის“ ავტორი.
5. გზა კრეატიულობისაკენ. დღეისათვის ბევრი კომპანია ქირაობს კრეატიულ კადრებს, რადგან აცნობიერებენ ასეთი თანამშრომლების უდიდეს მნიშვნელობას. მიუხედავად მსხვილი კორპორაციების ასეთი მიდგომისა, დაქირავებით მომუშავე ადამიანს მაინც არ აქვს სრული თავისუფლება კრეატიულობაში. მან კონკრეტულად მითითებულიჩარჩოების ფარგლებში უნდა გამოავლინოს კრეატივიზმი. როდესაც ადამიანი საკუთარ ბიზნესს ქმნის, მას შეუძლია მისცეს გონებას სრული კრეატიულობის საშუალება, რადგან ასეთ შემთხვევაში არ არსებობს წინასწარ მითითებული აზროვნების ჩარჩოები. სწორედ ასეთი სრული კრეატიულობა გახდა ისეთი გენიალური გამოგონებების წინაპირობა, როგორებიცაა თვითმფრინავი (ძმები ვრაიტების მიერ), ეიფლი (სტივ ჯობსის მიერ) მაიკროსოფტის კომპიუტერული პროგრამები (ბილ გეითსის მიერ) და ა.შ.
პატივისცემით,