რატომ გგონიათ რომ უსახლკარო ბავშვები მხოლოდ იმ ადამიანთა შვილები არიან, რომლებმაც ისინი გააჩინეს..ისინი საქართველოს შვილები არიან …მე არ ვიცი ისინი სად არიან.. როგორ ცხოვრობენ.. ჯაბა,თენგო,გიორგი,თამთა,ლევანი,შალვა,დათო… სამწუხაროდ ყველასთან არ მაქვს კონტაქტი.
საქართველოში უამრავმა მამამ და დედამ თქვა უარი ყოფილიყო მშობელი. გარდა ამისა უამრავმა მშობელმა ფორმალურად შეინარჩუნა ეს სტატუსი, მაგრამ ბავშვებს საშინლად მძიმე პირობებში ზრდიან. .3-4-5 წლიდან ბავშვებმა უკვე გაუგეს გემო სტრესს, დეპრესიას, ტკივილს, შიშს.
ეს ყველაფერი მოქმედებს მათ პიროვნებაზე. მათ სოციალურ სტაბილურობასა და მომავალზე. რაც უფრო მეტი ჩამოუყალიბებელი და პიროვნულად დანაწევრებული თაობა ეყოლება საქართველოს მით უფრო ბუნდოვანი გახდება ეროვნული პროგრესის შესახებ საკითხი.
ეს თითქოს ძლიერი ერი. რომელსაც უამრავი პლიუს-მინუსი გააჩნია ყოველდღიურად უშვებს რომ საქართველოს მომავალი-” ბავშვები ” დარჩნენ განუვითარებლობის ნულოვან საფეხურზე.
ჩვენ ღარიბი ერი ვართ..პოლიტიკური შიმშილი, ფულზე დახარბებული ღორები, ეს ყველაფერი ერთი შეხედვით ჩვეულებრივია, მაგრამ ნუთუ ერთხელ მაინც არავინ დაფიქრებულა საკუთარი ცხიმების ხარჯზე რამდენი შიმშილი არსებობს ირგვლივ..შიმშილი სულიერი, ეკონომიკური და პოლიტიკური.
რატომ არ ცდილობენ შესისხლხორცებულად დატვირთონ ქვეყანა სასარგებლო პროგრამებით.
განათლება, სოფლის მეურნეობა, რელიგია… მე ჩუმად ვიქნებოდი.. მხოლოდ მე რომ ვიყო ერთადერთი ვინც ამ ყველაფერს საოცრად აკრიტიკებს.
მე არ ვარ ვალდებული მომწონდეს ყოველი ქართველის მძიმე სოციალური მდგომარეობა.მე უფლება მაქვს მინდოდეს გაუმჯობესებული ყოფა. ამისთვის ყველა გზას მივმართავ..მაგრამ ყველაზე სამწუხარო რაც არის ბრძოლის ენთუზიაზმი ადამიანებში ჩააქრეს.
საქართველო თვალებში მხოლოდ კუჭი არსებობს და მისი ამოვსების ყველა გზა. ბავშვთა სახლები..მე ბავშვთა სახლში ვცხოვრობდი..ერთხელ მაინც თუ უფიქრია ვინმეს მათ მომავალზე.რა უნდათ როგორ …მხარდაჭერა.
სად არის მხარდაჭერა ხელფასები მათ თავისთავად უნდა ჰქონდეთ იმიტომ რომ მინისტრები და მათი მოადგილეები არიან მაგრამ….როდესაც 18 წლის მარიამი იძულებულია ფულის საშოვნელად მეძავი გახდეს რადგან ოჯახმა ის უარყო როგორც შვილი… ბავშვთა სახლში კარგად სწავლობდა..უყვარდა წერა..საოცრად ნიჭიერი და ენთუზიაზმით სავსე გოგო იყო, რომელიც ერთ დღეს 18 წლის გახდა და გაუშვეს..რომ არა უცხოელი ქველმოქმედი არავინ იცის სად იქნებოდა დღეს და როგორ..იქნებ სუიციდისთვის მიემართა..
ავადმყოფურად ეგოისტები რატომ ვართ??აუცილებელი არ არის ბიოლოგიური შვილი იყოს რომ იზრუნო..თქვენ როდესაც საკუთარ თავს ერის მამებს უწოდებთ,როდესაც პოლიტიკური სადავეები გაქვთ ხელთ…თქვენი ოჯახი დანაყრებულია..ეს ძალიან კარგია ე.ი კარგი მშობელი ხართ მაგრამ რატომ გგონიათ რომ უპატრონო ბავშვები მხოლოდ იმ ადამიანთა შვილები არიან რომლებმაც ისინი გააჩინეს..ისინი საქართველოს შვილები არიან..თითოეული ქართველის დები ძმები..საქართველოს მომავალი მათში დევს..
რატომ უშვებთ ამდენ უბედურებას..მე მრცხვენია, რომ ქართველი ვარ სულაც არ ვამაყობ ამით..
უფლება მაქვს ამ ყველაფერზე ჩემი აზრი მქონდეს..იქნებ ბევრმა მკითხველმა ეს ვერც გაიგოს მაგრამ მე ქართული მძიმე რეალობა პირდაპირი მნიშვნელობით თავზე დამატყდა და რატომ უნდა ვიყო ჩუმად..რატომ არ უნდა ვიბრძოლო.რატომ არ უნდა გეჩხუბოთ.დიდები ხართ,ასაკოვნები..სწორედ რომ თქვენი ყოფა აღარიბებს კიდევ უფრო ღარიბებს.იქნებ დიეტაზე იფიქროთ..ამხელა მუცლები არ გაწუხებთ მაინც??
ეს ქაოსური ფიქრები აქ არ დამთავრებულა მე ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა მოგწვდეთ..
..ათასობით მშიერი ბავშვის ბრაზი გელოდებათ წინ..
გამოგზავნი/ავტორი: ლევან ჩახაია