მუსიკის რითმებს მაგონებს ადამიანთა ზნეობის ნორმები, რომლების ბავშვობის ასაკიდან ისახება და სრულყოფილ სახეს ზრდასრულობაში ღებულობს. სწორად აღზრდა ეს არის ის უპირველესი დავალება, რომელიც ყოველი მშობლის ვალდებულებაა. ყველას ჩვენი წილი საზრუნავი და საფიქრალი გვიბოძა ღმერთმა. თუმცა იმისათვის, რომ სწორად შევასრულოთ ეს მისია, უპირველასად მართებულად უნდა განვსაზღვროთ იგი.
იმისათვის, რომ ბავშვი კეთილ, ზრდილობიან, კაცთმოყვარე და სინდისიერ პიროვნებად ჩამოვაყალიბოთ საჭიროა თავად ვიყოთ ასეთები და მივცეთ მაგალითი საკუთარ შვილებს.
ბავშვის ფსიქიკა მეთად სათუთი და ფაქიზია, რომელსაც მხოლოდ მოფერებით და მეგობრობით თუ ვაქცევთ სრულყოფილად.იყავით საკუთარი შვილის მეგობრები, დაანგრიეთ სტერეოტიპები იმის შესახებ, რომ თქვენ ხართ უფროსი და თქვენი შვილის ბედი მხოლოდ თქვენს ხელთაა. მიეცით მოზარდს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება ისე, როგორც ის მიიჩნევს მართებულად, შემდეგ კი ოსტატურად და მოხერხებულად მიიყვანით ბავშვი იმ კონდიციამდე, სადამდეც თავად გსურთ. არავითარ შემთხვევაში არ იყოს ტონი მბრძანებლური, პირიქით მოუსმინეთ, გახდით მისი ტოლი და შემდეგ რჩევის სახით მიაწოდეთ თქვენი აზრი კონკრეტული თემის ირგვლივ. ამით თქვენ მოიპოვებთ ნდობას და იქნებით თქვენი შვილის მესაიდუმლე.
მიეცით ბავშვს თავისი ფანტაზიისამებრ თამაშის უფლება და ნუ დაძრახავთ, თუკი რამე არ მოგეწონებათ, რადგან სწორედ ამ დროს შეიძლება გამოიკვეთოს მისი გარკვეული ნიჭი და მიდრეკილებები. ამ დროს შეიძლება აღმოაჩინოთ ბავშვის მისწრაფებები და დაეხმაროთ სამომავლოდ რეალიზებაში.
პატივი ეცით ბავშვს და მოექეცით ისე, როგორც ზრდასრულ ადამიანს, ის ამით უფრო მყარად იგრძნობს თავს და გაუჩნდება საკუთარი თავის მიმართ სრულყოფილების შეგრძნება.
ამ მეთოდებით მერწმუნეთ ბევრად მეტს მოიგებთ, გახდით შვილს საკუთარ მეგობრად და ზრდასთან ერთად შეძლებთ მარტივად დაიყოლიოთ და ჩამოაყალიბოთ ჭეშმარიტ ადამიანად.
გამომგზავნი/ავტორი: ნათია კიკვაძე