კარდინალ რიშელიეს ბოლო სიტყვა:”გააჩერეთ საათი! მე იგი წუთებს მითვლის”.
საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქი ამბროსი ხელაია: “სული ჩემი ღმერთს ეკუთვნის! გული – სამშობლოს! მძორი ჯალათებო, თქვენია და რაც გინდათ ის უყავით მას”.
ისააკ ნიუტონის ეპიტაფია: “ეს მარმარილოს ლოდი აღიარებს ისააკ ნიუტონს მოკვდავად, მაშინ როცა დრო, ბუნება და ზეცა მის უკვდავებას ადასტურებს”
მიხეილ ჯავახიშვილის ეპიტაფია წერაქვში სიმბოლურ ქვაზე: “აქ არ განისვენებს მიხეილ ჯავახიშვილი, აქ მისი სული ტრიალებს”.
ბეკეტის ერთ-ერთი გმირის ეპიტაფია: “აქ განისვენებს ის, ვინც იმდენჯერ გაექცა სიკვდილს, რომ საბოლოოდ მხოლოდ ახლა გათავისუფლდა”.
ალ კაპონე: “გვედრებ შეწყალებას იესო.”
პიკასო: “მხატვრობა ჯერ კიდევ გამოსაგონებელია.”
ბავარიელი ყაჩაღის მათიას კნაისლის სიტყვები, თავისი სიკვდილის განაჩენის მოსმენის შემდეგ: ”D’Woch fangt scho guad o” ( “ეს კვირაც რა კარგად იწყება!”)
Eazy E-ს საფლავის ქვაზე წერია ესეთი რამ: We loved him, but God has Loved him more; (ჩვენ ის გვიყვარდა მაგრამ ღმერთს უფრო ყვარებიაო).
ემიგრაციაში გარდაცვლილი კოკი დადიანის საფლავს აწერია: ”მითხარ შენდობა და ჩემს მხარესა, როცა უამბობ ამბებს მწარესა, სთქვი, რომ იხილე წარწერა ლოდზე:”ძვლებიც კი ჰფიქრობს საქართველოზე”.
ნ. დუმბაძე: “ არაფერი არ თქვათ ბიჭებო!”
ედგარ პო: “ღმერთო უშველე ჩემს საწყალ სულს”
კალიგულა: “მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ! “
ელვის პრესლი: “ძვირფასო, მე ახლა სააბაზანოში შევალ და წავიკითხავ.”
ჩეხოვი: “რა ხანია შამპანური არ დამილევია.”
ვან გოგი: “La tristesse durera toujours” (გლოვა მუდმივად იქნება)
მოცარტი: ” სიკვდილის გემო ჩემს ენაზეა, ვგრძნობ რაღაც არაამქვეყნიურს!”
ვ ო ლ ტ ე რ მ ა სიკვდილის წინ თავის პირად მდივანს გადასცა შემდეგი აღსარება: “მე ვკვდები ისე, რომ თაყვანს ვცემ ღმერთს, მიყვარს ჩემი მეგობრები და არ მძულს მტრები, მაგრამ მეზიზღება ძალმომრეობა.”
ბეთჰოვენი: “ტაში დაუკარით, მეგობრებო, კომედია დამთავრდა…“
ბაირონი: “ახლა მე დაძინება მჭირდება.“
ნაპოლეონის მკურნალი ექიმი წერს: „იმპერატორი ყველასგან მიტოვებული გარდაიცვალა. მისი სიკვდილისწინა წუთები საშინელი იყო“.
იაგოდა – საბჭოთა საიდუმლო სამსახურის უფროსი: „როგორც ჩანს, ღმერთი არსებობს . იგი მსჯის მე ჩადენილი ცოდვებისათვის“.
უინსტონ ჩერჩილი – ინგლისის ყოფილი პრემიერ-მინისტრი: „ვაი მე, რა უგუნური ვყოფილვარ!“
ლეონარდო და ვინჩი: ”მე შევარცხვინე ღმერთი და ხალხი, რადგან ჩემმა გამოგონებებმა ვერ მიაღწიეს დონეს,საითკენაც მე ვისწრაფოდი”
ჯორჯ ვაშინგტონი: ”ექიმო მე არასოდეს არ მოვკვდები, მაგრად არა იმიტომ რომ მეშინია”
ლუდოვიკო მეთოთხმეტე (მეფე-მზე): “რა გატირებთ, ნუთუ ფიქრობდით რომ მე უკვდავი ვიყავი?!”
ეპიტაფია ენდრიუ კარნეგის საფლავზე: “აქ განისვენებს ადამიანი, რომელსაც შეეძლო ირგვლივ თავისზე ჭკვიანი ადამიანები შემოეკრიბა“.
ნერონი: ”როგორი დიდებული მსახიობი ვკვდები.”
ჰენრი ჰაინე: “ღმერთი მე მაპატიებს, რადგან ეს მისი სამუშაოა.”
სომერსეტ მოემი: ”სიკვდილი მოსაწყენი საქმეა,მე გირჩევთ რომ არასოდეს არ მოკვდეთ.”
ვიქტორ ჰიუგო: ”შავ სინათლეს ვხედავ.”
ოგიუსტ ლიუმერი: ”ჩემი ლენტა მთავრდება.”
ჯეკ დანიელი: ”უკანასკნელად დამალევინეთ,გთხოვთ.”
ბობ მარლი: ”ფულით ცხოვრებას ვერ იყიდი.”
ალექსანდრე დიუმა: ”მე არ ვიცი თუ როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი.”
ო’ჰენრი: “აანთეთ სინათლეები, არ მსურს სიბნელეში სახლში წასვლა.”