Skip to content

გასაოცარი პიროვნება

შეწყვიტე ფიქრი იმაზე, რაც უბედურებას განიჭებს… ნუ ცდილობ, რომ სხვას რომ ჰგავდე ან ყველას მოსწონდე. ნუ გსურს, მიიქციო იმის ყურადღება, ვინც მხოლოდ გულს გტკენს. შეწყვიტე შენი სხეულის სიძულვილი, შენი სახის, შენი პიროვნების… მათ გარეშე გარეშე შენ  ხომ “შენ” აღარ იქნები?! და რატომ  გსურს იყო ვინმე სხვა?

იყავი ის, ვინც ხარ და გაიღიმე, ამით ადამიანებს მოიზიდავ. თუ ვინმეს იმიტომ სძულხარ, რომ ბედნიერი ხარ იმით ვინც ხარ, თავი მაღლა ასწიე და ხმამაღლა ყველას გასაგონად თქვი:

ამიერიდან ჩემი ბედნიერება სხვაზე დამოკიდებული აღარასდროს იქნება. მე მიყვარს ჩემი თავი, მე მიყვარს ჩემი სხეულის ყოველი ნაკლი და არასრულფასოვნება. ისინი აყალიბებენ ჩემს პიროვნებას, ჩემს “მე”–ს და ეს “მე” გასაოცარი პიროვნებაა!