Skip to content

წერილი კაცს, რომელმაც ადამიანთა მიმართ რწმენა დაკარგა

1973 წელს, ამერიკელ მწერალ ელვინ ბრუკს ვაითს ერთმა ნაცნობმა წერილი მისწერა. კაცს ძლიერი დეპრესიის ნიშნები ჰქონდა და ჩანდა ადამიანთა მიმართ რწმენა საბოლოოდ დაეკარგა. მწერალი, ამ დროისთვის, 74 წლის გახლდათ. მან მალევე მისწერა კაცს საპასუხო წერილი.

ძვირფასო მეგობარო,

ვიდრე ამქვეყნად თუნდაც ერთი სამართლიანი კაცი არსებობს, ვიდრე ქვეყნად კიდევ არის ერთი თანაგრძნობით სავსე ქალი, მათი გავლენა ყოველთვის ვრცელდება და საბოლოოდ, საერთო სურათი განადგურებული არასდროს არაა. იმედი ერთადერთი რამეა, რომელიც ყველაზე რთულ სიტუაციაშიც არ გვტოვებს მარტო. მე ისევ შეიძლება გავიღვიძო კვირა დილას და მოვმართო საათი უბრალოდ წესისა და მოვალეობის გამო.

მეზღვაურებს საკუთარი გამოთქმა აქვთ ამინდის შესახებ: ისინი ამბობენ, რომ ამინდი “მატყუარაა”. ვფიქრობ იგივე შეიძლება ითქვას ადამიანთა საზოგადოებაზეც. საგნები ხშირად მუქ ფერებში ჩანს, შემდეგ ნათელიც ჩნდება ღრუბლებში და ყველაფერი იცვლება – ხშირად მოულოდნელად. სავსებით ნათელია, რომ ადამიანთა მოდგმამ უცნაური არეულობა შექმნა ამ პლანეტაზე, მაგრამ ჩვენ, როგორც ადამიანები, ალბათ უამრავ სიკეთესაც ვაღვივებთ, რომელიც დიდი ხნის მანძილზე ელოდა აღმოცენებას.

ცნობისმოყვარეობა, შეუპოვრობა, გამომგონებლობის ნიჭი და გამჭრიახობა ადამიანს ხშირად განსაცდელშიც აგდებდა, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ სწორედ ეს თვისებები აპოვნინებს მას გამოსავალს.

მოემზადე მომავლისთვის, ნუ დაკარგავ იმედს და მომართე საათი, რადგან ხვალ კიდევ ერთი ახალი დღეა.

გულწრფელად,

ელვინ ბრუკს ვაითი

თარგმანი: თემო ბერიშვილი