1. არსებობს ერთი ძველი ტიბეტური გამოთქმა: “ტრაგედია გვაძლიერებსო”. ნუ მისტირით პრობლემების რაოდენობასა და გამოცდილების სიმწარეს, თუ იმედს კარგავთ ეს არის ყველაზე დიდი კატასტროფა.
2. აირჩიეთ იყოთ ოპტიმისტი და თავს უკეთ იგრძნობთ.
3. სხვა ადამიანების დახმარება ჩვენი ცხოვრების უმთავრესი დანიშნულებაა. თუ სხვისი დახმარება არ შეგიძლიათ, ეცადეთ ნუ ავნებთ მაინც.
4. თუ პრობლემა მოგვარებადია და სიტუაციიდან გამოსავალიც არსებობს, მაშინ წუხილი რაღა საჭიროა? და თუ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია და სიტუაციაც გამოუვალია დარდი რას გიშველით? არ არსებობს სარგებელი, რომელიც შეიძლება წუხილიდან მიიღოთ.
5. თუ გსურთ სწორი დამოკიდებულება გამოიმუშაოთ, გახსოვდეთ,რომ მტრები თქვენი საუკეთესო მასწავლებლები არიან. მათი არსებობა გვაძლევს შესაძლებლობას ვისწავლოთ ტოლერანტობა, გაგება და მოთმინება.
6. მხოლოდ სიკეთეს, თანაგრძნობასა და გაგებას შეუძლია მოგვიტანოს სიმშვიდე და ბედნიერება, რომელსაც ვეძებთ.
7. მსოფლიო მშვიდობა შინაგანი სიმშვიდიდან უნდა მოდიოდეს. მშვიდობა არ ნიშნავს, რომ ძალადობა არ არსებობს. ვფიქრობ, იგი ადამიანური თანაგრნობის გამოვლინებაა.
8. რაც უფრო მეტად ხართ სიყვარულით მოტივირებული, მით უფრო თამამი და თავისუფალი ხართ მოქმედებებში.
9. ადამიანები ბედნიერებისა და კმაყოფილების მიღწევის სხვადასხვა გზებს ირჩევენ და ფაქტი,რომ ბედნიერება თქვენს მიერ არჩეულ გზაზე არ არის სულაც არ ნიშნავს იმას,რომ გზა შეგეშალათ ან დაიკარგეთ.
10. არის ერთი რამ ,რაც ღრმად უნდა ჩაიბეჭდოთ გონებაში. არა აქვს მნიშვნელობა რას ამბობენ სხვები, თქვენ ხართ ის ვინც ხართ. მიჰყევით ამ გზას. ჰკითხეთ საკუთარ თავს როგორი ცხოვრება გსურთ. ჩვენ ყველანი ვცოცხლობთ და ვკვდებით, ესაა ერთადერთი სიმართლე, რომელსაც ყველანი ვხედავთ. არავის შეუძლია დაგვეხმაროს, ღმერთსაც კი. ასე რომ კარგად გადახედეთ , რა გიშლით იცხოვროთ იმ ცხოვრებით, რომელიც გსურთ.
11. ძველი მეგობრები მიდიან და ახლები მოდიან. ეს დღეებს წააგავს. ძველი დღე სრულდება და ახალი დგება. მთავარია გახადო იგი შენთვის მნიშვნელოვანი – მნიშვნელოვანი მეგობარი და მნიშვნელოვანი დღე…
12. ვპოულობ იმედს ყველაზე ბნელ დღეებშიც კი და არ ვნსჯი სამყაროს.
13. სიყვარული ადამიანის საჭიროებაა და არა სიმდიდრე. მის გარეშე ადამიანთა მოდგმა ვერ გადარჩება.
14. ძილი საუკეთესო მედიტაციაა.
15. მხოლოდ საკუთარი პოტენციალისა და შესაძლებლობების რწმენით შეიძლება აშენო უკეთესი სამყარო.
გამონათქვამები მოძიებული და თარგმნილია: 4motivi.com