გალობდა სადღაც შაშვი პატარა,
და მგალობელი ის იყო მთათა,
მე შენზე ფიქრმა სად არ მატარა,
არავინ იცის რა დამემართა.
ვარდების სურნელს,იასამნებში,
ახლავს სხვა კილო და სულ სხვა მტვერო,
ქალაქს გახვეულს სძინავს საბნებში,
მე შენ მიყვარხარ და საქართველო.
თვალცრემლიანი და დარდიანი
წარმომიდგება გალაქტიონი,
დილა გათენდა რა მადლიანი,
მოჰქუხს არაგვი,თერგი,რიონი
და ამ ქუხილებს გალობა ერწყმის,
ნაზი გალობა პატარა შაშვის,
მერე შენი ხმა,ტიტინი მესმის,
(ნეტავ შენა ხარ,თუ ხმაა ბავშვის?).
მე შენზე ფიქრმა სად არ მატარა,
ჩემი ქალაქის ქუჩავ და მტვერო,
ვაჰ,სიყვარულსაც უნდა ატანა,
მე შენ მიყვარხარ და საქართველო.
გამომგზავნი/ავტორი: ლაშა ჩხაიძე