Skip to content

არ მინდა სიყვარულზე ლექსი დავწერო


არ მინდა სიყვარულზე ლექსი ვწერო,

ალბათ ბანალური გამოვა

როგორ დაღამდება მთვარე ცაზე,

ან წვიმა როგორ წამოვა.

არ მინდა სიყვარულზე ლექსის წერა

კალმით დახატული თვალები,

მოწმედ დავიყენო ბედისწერა,

გითხრა რომ მახეში გავები.

არ მინდა სიყვარულზე ლექსი ვწერო,

გითხრა, რომ მზე ხარ და მნათობი.

როგორ სანთელივით ჩავიფერფლე,

შენ კი სიყვარულად მათოვდი

არ მინდა ჩემს გრძნობებზე ლექსი ვწერო,

სივრცე ვერ დამიდგეს საზღვრებად.

ღამით ოცნებებში დამესიზმრე,

ლამაზ ფიქრებად და აზრებად

არ მინდა სიყვარულზე ლექსი ვწერო,

რადგან მოვა ის, ან არ მოვა.

რადგან სიყვარულზე ლაპარაკი

მაინც ბანალური გამოვა
             გამომგზავნი/ავტორი:მარიამ მელიქიშვილი