Skip to content

ოსკარ უაილდის ცხოვრებისეული გამონათქვამები

1.იყავით ის ვინც ხართ. სხვა როლები უკვე განაწილებულია.

2.არასოდეს შეიყვარო ის, ვინც ჩვეულებრივი ადამიანივით გექცევა.

3.ყოველთვის მიუტევე შენს მტრებს. მათ ამაზე მეტად არაფერი აღიზიანებთ.

4.ცხოვრობდე ძალიან იშვიათია ამქვეყნად. ადამიანთა უმეტესობა უბრალოდ არსებობს.

5.ჩვენ ყველანი ჯურღმულებში ვზივართ. მხოლოდ ზოგიერთი ჩვენგანი ხედავს ვარსკვლავებს.

6. თავისუფლება, წიგნები, ყვავილები და მთვარე. განა შეიძლება ამ ყველაფერთან ერთად არ იყო ბედნიერი?

7.ქალის კი არ უნდა გესმოდეთ, უნდა გიყვარდეთ იგი.

8.ყველა წმინდანს აქვს საკუთარი წარსული და ყველა ცოდვილს მომავალი.

9.გამოცდილება სახელია, რომელიც ადამიანმა საკუთარ შეცდომებს დაარქვა.

10.ადამიანი ყველაზე გულწრფელი მაშინაა, როცა საკუთარ თავს ესაუბრება. მიეცით მას ნიღაბი და იგი სიმართლეს გეტყვით.

11.ცინიკოსი არის ადამიანი, რომელმაც ყველაფრის ფასი იცის, მაგრამ არაფერს არ აფასებს.

12.ზოგს ბედნიერება მიაქვს სადაც წავა, ზოგს კი მაშინ მოაქვს ბედნიერება,როცა მიდის.

გამონათქვამები მოძიებული და თარგმნილია: 4motivi.com