1. დრო არასოდეს არ მოდის, იგი მიდის და ვინც მას არ გაჰყვება, დაიღუპება.
2. გზის გაკვლევა და გამარჯვება შეიძლება მხოლოდ შრომით და პატიოსნებით. ზარმაცობა ცუღლუტობაა, სიცრუე და სიყალბე ადამიანს ადრე თუ გვიან უეჭველად დაღუპავენ.
3. ბოლოს და ბოლოს ყოველივე სჯობია სამი რამ: პირველი შრომა, მეორე შრომა და მესამე შრომა.
4. ადამიანი ერთსა და იმავე ალაგას მეორეჯერ აღარ წაიქცევა, მაგრამ სამაგიეროდ, ყოველი ნაბიჯი წასაქცევი ალაგია და ამიტომ ნურავინაც ნუ დაიფიცებს ამას იქით აღარ წავიქცევიო.
5. ადამიანის დასამარებისათვის ორი ხერხი არსებობს. პირველი-დუმილი, მეორე-გამომჟღავნება. მე გამოვთქვი აზრი, რომ შეიძლება დუმილი სჯობდეს.
6. შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი მეგობარი შენი პირადი მეგობარი.
7. მაინც მუდმივ შენი თავის იმედი იქონიე, ისე იცხოვრე ვითომ ამ ქვეყნად არც მოვალე გყოლია და არც მშველელი.
8. დალიეთ, მაგრამ ნუ გაილეშებით! გაიცინეთ, მაგრამ ცხენივით ნუ აჭიხვინდებით! იმღერეთ, ოღონდ ნუ აბღავლდებით! შეიყვარეთ, მაგრამ ნუ გახელდებით და ქვეყნის ბედს თქვენს ხოშზე ნუ ჩამოჰკიდებთ!
9. ადამიანის სიცოცხლეში რამდენიმე დღე ან საათია დიდი სიხარულისთვის გადადებული: ქორწილის ღამე, მემკვიდრის დაბადება და საპატიმროდან გამოსვლა. ყოველივე დანარჩენი უბრალო ღიმილია, დინჯი კმაყოფილება.
10. საკუთარი თავის დამცირება ამპარტავნობაზე უარესია.