თურმე “ადამიანები იმიტომაც ბერდებიან,რომ სხვა ყველაფერთან ერთად, თანდათანობით აკლდებათ სითბო: მშობლების სითბო, შვილების სითბო, შეყვარებულის სითბო,მეგობრებისა და ახლობელი ადამიანების სითბო და რაც მთავარია, იმედის სითბო. ადამიანს დაბადებიდან სულ თან დაჰყვება იმედის სითბო, ფიქრობს,რომ ერთხელაც იქნება… მაგრამ რაკი ის რაღაც ამ ქვეყანაზე თურმე არ ხდება, ნელ–ნელა,რაც წლები გადის, თანდათანობით ქრება იმედის სითბო და მართალია სიკვდილამდე მაინც ღვივის მისი ნაპეწკლები ადამიანის სულში, მაინც საზარელია სიმარტოვის ჟამს საიდანღაც მონა ქროლის ამაოების ქარი”
“როცა გზაზე ადამიანები ხშირად აღარ დადიან, გზამაც მოწყენა იცის. თანდათან ბელტდება და ვიწროვდება, მერე კი, სულაც ნაგზევი ხდება და ემატება ამ სიტყვებს: ნასოფლარი, ნასაყდრალი, ნასახლარი, ნაფუძარი, ნაცოლარი და ვინ იცის, კიდევ რამდენი სიტყვა შეიძლება შეემატოს ამ სიტყვებს, ვინ გაიგებს, როგორ ქარს წამოუბერავს ზენაარი დედამიწაზე, თუ ადამიანები საერთოდ დაივიწყებენ ისეთ სიტყვას,როგორიცაა – სიყვარული”
“სიყვარულთან ერთად, თუ სიყვარულის გარდა ამ ქვეყანაზე არსებობს ბედისწერა, რომელიც ყველაფერს განაგებს ადამიანის ამქვეყნიურ შარაგზაზე, ზოგისთვის,რომ მართლაც შარაგზა არის და ზოგისთვის კი, მიხვეულ–მოხვეული ეკლიანი ბილიკი. სიყვარული კი ისეთი ღვთიური გრძნობაა, გინდა შარაგზაზე იდგე და გინდა მიხვეულ–მოხვეულ ეკლიან ბილიკზე, ამ გრძნობას უიღბლოს ვერ უწოდებ, იმიტომ,რომ ის სიყვარულია”.
უილიამ შექსპირის “ოტელოს” გოდერძი ჩოხელისეული ვერსია, ანუ მისი ერთი ლამაზი და სევდიანი მოთხრობის არაჩვეულებრივი ეკრანიზაცია.უყურეთ