Skip to content

რეალობა,როგორც გადამწყვეტი ფაქტორი ცხოვრებაში

არასოდეს უნდა მოატყუო საკუთარი თავი,რომ კარგად ხარ…იცი რატომ?? იმიტომ, რომ ამით საკუთარ ნამდვილ სახეს კარგავ, შენც სხვებისნაირი ხდები….იწყებ თამაშს..თამაშს, რომელსაც დასასრული არ აქვს …ასე გრძელდება…. გრძელდება მანამ სანამ ვერ მიხვდები როგორია რეალობა შენს გარშემო…ეს ალბათ ყველაზე ცუდი მომენტია ადამიანის ცხოვრებაში, როცა არ გინდა დაინახო სიმართლე..ცდილობ დაივიწყო ყველაფერი და იცხოვრო ტყუილში..სწორედ იმ ტყუილში, რომელიც ვითომდა გაბედნიერებს…არადა ასეთ შემთხვევაში ყველამ გულის სირმეში იცის სიმართლე, უბრალოდ არ სურთ აღიარება..არ უნდა გამოუტყდნენ საკუთარ თავს, რომ დამარცხდნენ..რაცაში შეცდნენ..“წაგება რთულია,მაგრამ იმაზე უფრო რთულია, როდესაც საკუთარ თავთან აგებ“,მარცხდები და ხვდები, რომ აქ მთავრდება რაღაცის ზღვარი აღარ შეიძლება ყველაფრის ასე გაგრძლება..დაგღალა ყველამ და ყველაფერმა….შემდეგ ცდილობ დაიბრუნა ის რაღაც ან ვინმე რასაც ამდენი ხანი ვერ ამჩნევდი, მაგრამ სამწუხაროდ აღარ შეგიძლია. რატომ??

იმიტომ რომ ეს ცხოვრებაა..ცხოვრება კი მოითხოვს სწრაფ გადაწყვეტილებებს…და ამავდროულად ზუსტს..შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს იმის გამო, რომ მალე მიღებული გადაწყვეტილება ვერ იქნება სწორე,მაგრამ უნდა ვეცადოთ ..ვიბრძოლოთ და მოვიპოვოთ ის რაც გვინდა..თუ არადა დიდი ხნის ფიქრის შემდეგ აღმოაჩენთ, რომ შანსი ხელიდან გავუშვით..ამით ორ იკიდურესობაში ვვარდებით..ვიმოქმედოთ სწრაფად და მივიღოთ შედეგი, ან ვიფიქროთ და რაღაც დონეზე დავკარგოთ…როგორც კოელიო იტყოდა, სჯობს იბრძოლო და დამარცხდე ,ვიდრე უბრძოლველად დამარცხდე და ვერ მიხვდე შეგეძლო თუ არა გამარჯვებაო..მართლაც ასეა…უნდა იბრძოლო,იბრძოლო იმისთვის რაც გსურს..უბრალოდ უნდა გქონდეს მიზანი..თუ მოინდომებ შეუძლებელი ხომ არაფერია..მთავარია მონდომება,სურვილი და მიზნისკენ სწრაფვა ისე, რომ არავინ დააზარალო..

ბევრს არ შეუძლია დაინახოს რეალობა და მიიღოს მისი გამოწვევები..აქედან იწყება საკუთარი თავის დაკარგვა.. გაუცხოება..იცით რას გეტყვით??გინდათ რაიმე??მაშინ წინ იყურეთ..იფიქრეთ მომავალზე…..მიიღეთ ცხოვრების გამოწვევები..ეს საკმაოდ რთული, მაგრამ ამავდროულად საინტერესოა , ცხოვრებისთვის ისეთივე საჭირო როგორც ჩვენთვის წყალი…იბრძოლეთ, მაგრამ არასოდეს დადგეთ ზურგით რეალობისკენ..არ შეიქმნათ თქვენთვის საჭირო გარემო ტყუილების ფონზე…შეძელით თვალის გასწორება რეალობისთვის ,რაოდენ მძიმეც არ უნდა იყოს იგი..თუ ერთ დაბრკოლებას გაექცევით მას მეორე,მესამე მოჰყვება საბოლოოდ კი თქვენ აააშენებთ კედელს თქვენს გარშემო ,რომელიც დაგაშორებთ სამყაროს და გაგხდით უცხოს მის მიმართ..ამიტომ მიიღეთ პრობლემები,მიდით დასკვნამდე თუ რატომ მოვიდნენ ისინი ჩვენს ცხოვრებაში..ეძიეთ მასში კარგიც.. და ყველაფერი კარგად იქნება…

როდესაც იწყებ სამყაროს ყურებას მცირე იმედითაც კი ყველაფერი გამოვა….მთავარია გვჯეროდეს ჩვენი თავის,დავინახოთ რეალობა და შევებრძლოთ მას..შეიძლება დავმარცხდეთ, მაგრამ იმას მაინც არ ვიტყვით, რომ მებრძოლა…ამ ფრაზას თუ წარმოვთქვამთ ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე ვატყუებთ თავს და ვშორდებით გარშემომყოფებს..ამიტომ იცხოვრეთ პირდაპირი გაგებით და თქვენ შეძლებთ დაინახოთ ყოველივე ის რასაც აქამდე ვერ ამჩნევდით…იბრძლოდეთ მისთვის, რომ მერე სინანული არ დაგეუფლოთ..

გამომგზავნი/ავტორი: ნინო რუსიშვილი