შიში – ეს ერთერთი ყველაზე დიდი მტერია, რომელიც ჩვენშია დამალული. თუმცა მის გარდა კიდევ არსებობს ხუთიშინაგანი მტერი, რომელთაც ცხოვრებაში ვეჯახებით და დღეს მინდა მათზე გესაუბროთ:
პირველი მტერი, რომელიც მანამ უნდა გააანადგუროთ, სანამ თვითონ არ გაგანადგურებთ, არის გულგრილობა. რა საბედისწერო ავადმყოფობაა! „არა უშავს, დაე, ასე იყო.“ მაგრამ არის ერთი პრობლემა: მასთან ერთად, ვერ შეძლებთ მთის მწვერვალისკენ მოძრაობას.
მეორე მტერი, რომელსაც ვაწყდებით, ესაა მერყეობა. გადაუწყვეტელობა. ეს არის ქურდი, რომელიც უკეთესობისკენ მიმალ გზაზე ყველა შესაძლებლობას მოგპარავთ.
მესამე მტერი, ეს არის ეჭვიანობა. რა თქმა უნდა, უნდა დაგვრჩეს ადგილი ჯანმრთელი სკეპტიციზმისთვის. არ შეიძლება ყველაფრის გჯეროდეთ. მაგრამ ეჭვიანობასა და უნდობლობას არ უნდა მისცეთ უფლება, თქვენზე იბატონოს. ბევრი ადამიანი ეჭვიანობს აწმყოზე, წარსულზე, მომავალზე, ერთმანეთზე. ეჭვი ეპარება საკუთარ შესაძლებლობებში. ყველაზე საშინელება მართლაც ისაა, როცა ადამიანს საკუთარ თავში ეპარება ეჭვი. ეჭვიანობა და უნდობლობა გაანადგურებს თქვენს ცხოვრებასა და წარმატების შესაძლებლობებს.
მეოთხე შინაგანი მტერი მოუსვენრობაა. ყოველი ჩვენგანი ღელავს, მაგრამ არ მისცეთ ამ მტერს უფლება თქვენი ყოველდღიური ცხოვრების დაუძლეველი ნაწილი გახდეს და შეგიპყროთ.
მეხუთე შინაგანი მტერი – ეს გადამეტებული სიფრთხილეა. ეს არის ცხოვრებისადმი ზედმეტად ფრთხილი მიდგომა. სიფრთხილე ღირსება კი არაა, არამედ ავადმყოფობაა. თუ ნებას მისცემთ თქვენზე გაიმარჯვოს, იგი გაიმარჯვებს. ზედმეტად ფრთხილი ადამიანები წინ ვერ მიდიან. ისინი არ იძვრიან, არ იზრდებიან და არ ძლიერდებიან. ზედმეტ სიფრთხილეს უნდა გაურბოდეთ.
ებრძოლეთ ამ მტრებს, რადგან ისინი თქვენი მიზნებისა და ოცნებების მიღწევაში ხელს გიშლიან!