Skip to content

ფრაზები,რომელთაც კარგი მენეჯერი არასდროს იყენებს დაქირავებულებთან ურთიერთობაში

არსებობს ფრაზები, რომელთაც კარგი მენეჯერები არასოდეს იყენებენ დაქირავებულებთან ურთიერთობაში:

1. „მე ხელფასს გიხდი და რასაც გეტყვი, ის უნდა გააკეთო”.

ფრაზა ბრძანებითი ტონით არის ნათქვამი. დაშინება და ძალის დემონსტრირება ეფექტური მენეჯერების სტილი ნამდვილად არაა. დიდი მენეჯერები მაგალითები არიან თავიანთი დაქირავებულებისთვის, ისინი ასწავლიან მათ, შთააგონებენ, ამხნევებენ, ახალისებენ და ემსახურებიან კიდეც.  კარგ მენეჯერს არ სჭირდება ვინმეს დაშინება.

2. „გაგიმართლა, რომ ბონუსი მიიღე.“

ჭკვიანმა მენეჯერმა იცის,რომ სწორედ დაქირავებულებს მოაქვთ საწარმოსთვის მოგება, ამიტომაც იგი არასოდეს აკნინებს მათ ღვაწლს. კარგი მენეჯერი უნდა მუდამ ბედნიერი იყოს იმით, რომ გვერდით ჰყავს დაქირავებულები, რომლებსაც წინ მიჰყავთ ორგანიზაცია და ამის გამო მათი დაჯილდოება ხშირად უხდება.

3. „მე გუშინ გვიან ღამემდე ვიმუშავე. შენ სად იყავი?“

მომუშავის ფარული დავალდებულება,რომ სამსახურში 24/7–ზე გრაფიკით იმუშაოს, არც ისე გონივრული გადაწყვეტილებაა და დაქირავებულთა შორის უკმაყოფილებამდე მივყავართ, საბოლოოდ კი სამუშაოს შესრულების ხარისხი მცირდება. ის ფაქტი,რომ მენეჯერი კვირაში 7 დღეს სამსახურში ატარებს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დაქირავებულებიც ასე უნდა მოიქცნენ.

4. „ხარჯები უნდა შევამციროთ“ 

როდესაც კომპანია გასაჭირშია დაქირავებულები პატივს სცემენ უფროსებს, რომლებიც ემპათიურნი არიან იმ გამოწვევების მიმართ, რომელთა დაძლევაც უწევთ მომუშავეებს. ისინი ბრაზობენ ყველა ლიდერზე, რომელიც განსხვავებულად ცხოვრებას ცდილობს. ასეთ დროს მენეჯერები მაგალითს უნდა წარმოადგენდნენ დაქირავებულთათვის.

5. „არ მსურს ვისმინო თქვენი წუწუნი“.

კარგი მენეჯერი ყოველთვის უსმენს დაქირავებულთა აზრს. ცდილობს გაიგოს რა არის კარგი და რა არა. იგი არც უარყოფით კომენტარებს უფრთხის. კარგია თუ მენეჯერი ყოველთვის გახსნილი გონებით განიხილავს დაქირავებულს აზრს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პრობლემა გადაუჭრელია, დაქირავებულთათვის აზრის გამოხატვის თავისუფლების მიცემა, ორგანიზაციაში ლოიალობისა და მაღალი მორალის ჩამოყალიბებს უწყობს ხელს.

6. „საშინლად მუშაობ“, „სხვა გჯობია“;

ამგვარი სიტყვები დამცირებაა ნებისმიერი დაქირავებულისთვის და მუშაობის მოტივაციას უკარგავს მათ, რაც არცერთი კარგი მენეჯერისთვის არ უნდა იყოს მიზანშეწონილი;

7. „ჩვენ სულ ასე ვიქცეოდით და ასეც უნდა განვაგრძოთ“.

ეს განცხადება სიახლეებს ახშობს ორგანიზაციაში. უმჯობესია იკითხოთ „რა შეიძლება გამარტივდეს? როგორ აჯობებს?“. დაქირავებულებს ყველაზე კარგად ესმით ამ კითხვებზე პასუხი.

ფორბსი; თარგმანი: 4motivi.com