Skip to content

ზიგ ზიგლარი: აქციეთ ყოველი დღე დამახსოვრების ღირსად

დღეს, 86 წლის ასაკში, გარდაიცვალა ზიგ ზიგლარი – ცნობილი მოტივაციური მრჩეველი და ორატორი. თავისი სიცოცხლის მანძილზე ზიგ ზიგლარმა მილიონობით ადამიანს ჩაუტარა იმედისმომცემი და პროდუქტიული ლექცია და დაწერა რამოდენიმე ბესთსელერი წიგნი წარმატების შესახებ.
გთავაზობთ მისი ლექციებიდან და წიგნებიდან ამოკრეფილ სამოტივაციო გამონათქვამებს .
1. დროის კი არა და კონცენტრაციის ნაკლებობაა პრობლემა. ყველა ჩვენგანს 24 საათი აქვს დღეში.
2. ბევრი ქორწინება იქნებოდა უფრო ბედნიერი, თუ ცოლი და ქმარი ნათლად გაანალიზებდნენ, რომ ერთი მიზნისთვის იბრძვიან.
3. თქვენ არ გჭირდებათ იყოთ დიადი,რომ დაიწყოთ. პირიქით უნდა დაიწყოთ იმისათვის,რომ გახდეთ დიადი.
4. თუ გარეთ მეგობრების მოსაძებნად გახვალთ, ძალიან გაგიჭირდებათ – ისინი ძალიან იშვიათნი არიან. მაგრამ თუ გახვალთ იმისთვის,რომ გახდეთ სხვისი მეგობარი, მათ ყველგან იპოვნით.
5. აქციეთ ყოველი დღე დამახსოვრების ღირსად.
6. ზოგი ადამიანი ისე ეძებს პრობლემას თითქოს ჯილდო იყოს დაწესებული მისთვის.
7. რაც უფრო მადლიერი ხართ იმის, რაც გაქვთ, მით უფრო მეტი გექნებათ სამადლობელი მომავალში.
8. ყველაზე დიდი შეცდომაა არ გააკეთო არაფერი, რადგან ფიქრობ რომ ცოტა რამის გაკეთება შეგიძლია.
9. წარმატება შრომაა და არა შედეგის მიღება. ის ცდაშია და არა ტრიუმფში. წარმატება პიროვნული სტანდარტია, ის ჩვენი პოტენციალის მაქსიმალური რეალიზაციაა. თუ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია წარმატებულები ვართ.
10. ელოდეთ საუკეთესოს და მოემზადეთ უარესისთვის.
11. თქვენ გამარჯვებისთვის დაიბადეთ, მაგრამ იმისათვის რომ გახდეთ გამარჯვებული, უნდა ემზადებოდეთ გამარჯვებისთვის – უნდა ელოდეთ გამარჯვებას.
12. ადამიანთა ერთი ნაწილი სხვისი შეცდომებისგან სწავლობს, მეორე ნაწილი კი უშვებს მათ.
13.მოტივაცია საწვავია, რომელიც მართავს “ადამიანის ძრავს”.
14.ადამიანთა უმრავლესობა “მეოცნებეთა” კატეგორიას მიეკუთვნება, ნაცვლად იმისა, რომ ოცნებასთან ერთად პრაქტიკული რეალიზაციით იყოს დაკავებული. ფაქტია,რომ მიზანში ვერ გაარტყამთ, თუ სამიზნე არ ჩანს. უნდა აუცილებლად დაისახოთ მიზნები.
15.ყველა ამბობ, რომ თავისუფლება სურს. კარგია მაგრამ მოდით, აიღეთ მატარებელი და გადმოდგით რელსებიდან. ის “თავისუფალია”, მაგრამ ვეღარსად წავა.
გამონათქვამები მოძიებული და თარგმნილია: 4motivi.com; ეძღვნება ზიგ ზიგლარის ხსოვნას