Skip to content

მისტერ არავინ / Mr.Nobody

2092 წელი, ბატონი ნემო მეტსახელად მისტერ არავინ 117 წლისაა. იგი თავისი დროის მსოფლიოს უხუცესი ადამიანია და ამავდროულად უკანასკნელი მოკვდავი, რომლის სიკვდილსაც მსოფლიო იხილავს. თუმცა ნემოს ეს ნაკლებად აღელვებს. კითხვები რომლებიც მას თავში უტრიალებს ასეთია: იცხოვრა თუ არა ისე, როგორც უნდა ეცხოვრა? უყვარდა თუ არა ქალი, რომელიც უნდა ჰყვარებოდა? ყავდა თუ არა შვილები იმ ადამიანისგან ვისგანაც უნდა ჰყოლოდა? ახლა მისი მიზანი ამ კითხვებზე პასუხის პოვნაა.
ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების სირთულე. ალბათ ყველას დაგვისვამს საკუთარი თავისთვის კითხვა: “რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ სხვა გადაწყვეტილებას მივიღებდით?”.
ნემოს გონებაც თავის ხანგძლივი ცხოვრების განმავლობაში მიღებულ უამრავ გადაწყვეტილებასა და გადადგმულ ნაბიჯს განიხილავს და წარმოიდგენს თითოეულ რეალობას, რომელშიც მოუწევდა ცხოვრება მიღებული გადაწყვეტილებების შემთხვევაში.

უყურეთ