ფილმი “სხვების ცხოვრება” ჯაშუშის თვალით დანახული სხვა ადამიანების ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. სცენარი, 1984 წლის, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ვითარდება, სადაც სახელმწიფოებრივი წყობა დაუნდობელ და მკაცრს კონტროლს ითხოვს ადამიანებზე.
როგორ იქცევიან კარგი ადამიანები შეუბრალებელ პირობებში?
როგორც წესი, არსებობენ ე.წ მედროვეები – ადამიანები რომლებიც მუდამ ცდილობენ საკუთარი საკუთარი სინდისი და მორალი სახელმწიფოებრივ წყობასა და მიმდინარე წესებს დაუქვემდებარონ და არიან ადამიანები, რომლებიც პირიქით საკუთარ მაღალ მორალს უქვემდებარებენ ცხოვრებისეულ პირობებს.
ფილმი “სხვების ცხოვრება” წარმოგვიდგენს “სონატას კარგ ადამიანზე” (ფილმის საუნდტრეკის სახელია) და შეგვახსენებს, ადამიანობის, ჰუმანურობის, ლოიალურობის როლის შესახებ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ფილმი ერთგვარი მესიჯია, რომელიც შეგვახსენებს რომ დროება ყოველთვის იცვლება, წესები ქრება, თანამდებებობი იკარგებიან და მხოლოდ ჩადენილი სიკეთე არ იკარგება უკვალოდ.
უყურეთ ფილმს