1868 წლის სექტემბერში, ჩარლზ დიკენსის უმცროსი ვაჟი (ედვარდ ბიულვერ ლიტონი, მეტსახელად პლორნი) სასწავლებლად ავსტრალიაში გაემგზავრა. გამგზავრების შემდეგ ჩარლ დიკენსმა მას წერილი მისწერა:
ჩემო უძვირფასესო პლორნ,
ამ წერილს დღეს გწერ, რადგან ჩემგან ძალიან შორს ხარ და მსურს ჩემგან რამოდენიმე გამოსამშვიდობებელი სიტყვა მიიღო, რომელზეც დაფიქრდები ახლა და შემდგომშიც როცა გეცლება. არ მჭირდება იმის შეხსენება, რომ ძლიერ მიყვარხარ და ძალიან ვწუხვარ შენთან განშორებას, თუმცაღა ცხოვრებაში განშორება არცთუ ისე იშვიათი რამეა და ეს ტკივილები უნდა დავძლიოთ. გულს მიმშვიდებს ჩემი გულწრფელი რწმენა, რომ შენ იმ ცხოვრების წესით იცხოვრებ,რაც შენთვის ყველაზე ახლოა. ვფიქრობ თავისუფლება და ველური სული ბევრად უფრო შეგეფერება, ვიდრე რომელიმე სასწავლო ექსპერიმენტი ან ოფისი, თუმცა სწავლის გარეშე, შენ შეიძლება შენი ადგილი ვერასდროს გეპოვნა.
რაც აქამდე გაკლდა განსაზღვრული, მყარი და მუდმივი მიზნები იყო. გამომდინარე აქედან, მოგიწოდებ სრული მონდომებით და მაქსიმალურად კარგად აკეთო შენი საქმე. მე არ ვყოფილვარ შენსავით ზდასრული, როდესაც პირველად მომიწია ლუკმაპურის საშოვნელად მებრძოლა.
ბოროტად არავინ გამოიყენო საქმეში და არასოდეს მოექცე ცუდად მას, ვინც შენს ხელშია. ეცადე კარგი გაუკეთო ადამიანებს, ეს მათაც მისცემს სტიმულს, რომ კეთილად მოგექცნენ და იმედი ნუ გაგიცრუვდება, თუ რომელიმე მათგანი ცუდად მოიქცევა. შენთვისაც ბევრად უკეთესია მათ დააღვიონ მცნებები, რომელიც ჩვენმა მსხნელმა დააწესა, ვიდრე შენ მოიქცე ასე.
შენს წიგნებს შორის ახალი აღთქმა ჩავდე. იმავე მიზეზით და იმედით, რომელმაც მაიძულა მისი პატარა, ადვილად გასაგები ახსნა-განმარტება დამეწერა შენთვის, როდესაც პატარა იყავი. რადგან ეს საუკეთესო წიგნია, რაც კი ამქვეყნად დაწერილა და დაიწერება, რადგან ის საუკეთესო გაკვეთილებს გვჩუქნის, რომლითაც ნებისმიერი ადამიანი, შეიძლება გაუძღვეს საკუთარ მოვალეობას. როდესაც შენი ძმები წავიდნენ, მაშინ მე მათაც მივწერე მსგავსი სიტყვები,რომელთაც ახლა შენ გწერ და შევევედრე რომ ამ წიგნით ეხელმძღვანელათ და გვერდზე გადაედოთ ადამიანთა აღმოჩენები და ახსნა-განმარტებები.
ალბათ გემახსოვრება, რომ არასოდეს გადამიღლიხართ რელიგიური დაკვირვებებით და ფორმალობებით. ყოველთვის მაღელვებდა ასეთი საკითხები ჩემს ბავშვებთან დამოკიდებულებაში და ვცდილობდი არასოდეს მესაუბრა ღრმად, ვიდრე ისინი საკმარისად ზდასრულნი არ იქნებოდნენ,რათა ჩამოეყალიბებინათ საკუთარი შეხედულება რელიგიასთან მიმართებაში. შენ ალბათ ოდესმე უკეთ გაიაზრებ, ქრისტიანული რელიგიის სიმართლეს და მშვენიერებას – აზრს რომელსაც ახლა გიზიარებ და რომელიც თვით ქრისტესგან მოდის. შეუძლებელია შეცდომა დაუშვა, თუ თავდაბლურად და გულით სცემ მას პატივს.
მხოლოდ ერთი რამ არ დაგავიწყდეს.არასოდეს შეწყვიტო ლოცვის კითხვა, დილა-საღამოს. მე არასოდეს მიმინებია თავი და ვიცი როგორი კომფორტულია.
ვიმედოვნებ, გექნება შესაძლებლობა სიცოცხლის შემდეგ თქვა, რომ კეთილი მამა გყავდა. შენ ვერ შეძლებ აჩვენო მას შენი სიყვარული ისე კარგად, ან გახადო ისე ბედნიერი, როგორც ამას შენი მოვალეობის პირნათლად შესრულებით გააკეთებ.
შენი მოყვარული მამა,
ჩარლზ დიკენსი
თარგმანი: თემო ბერიშვილი