ჯეისონ მაკელვინი დაიბადა 1987 წელს, აშშ-ის ქალაქ როჩესტერში. მას 2 წლის ასაკში აუტიზმი დაუდგინეს, როს გამოც ის სპეციალიზირებულს სკოლაში შეიყვანეს, თუმცა მან განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინა კალათბურთის მიმართ და დაიწყო სკოლის კალათბურთის გუნდში სიარული. მას ხშირად არ უწევდა თამაში, თუმცა 2006 წლის 15 თებერვალს, როდესაც ჯეისონის გუნდი სეზონის ბოლო საშინაო თამაშს ატარებდა და საკმაოდ დიდი – 20 ქულიანი სხვაობით ამარცხებდა მოწინააღმდეგეს, გუნდის მწვრთნელმა ჯიმ ჯონსონმა გადაწყვიტა უბრალოდ დაეფასებინა ჯეისონის მონდომება და ის მოედანზე შეეშვა. თამაშის დასრულებამდე 4 წუთზე ნაკლები იყო დარჩენილი როდესაც ჯეისონმა პირველად მიიღო ბურთი და უშედეგოდ სცადა 3 ქულიანის ჩაგდება. მაგრამ დაიწყო მორიგი შეტევა ჯეისონმა კვლავ ისროლა, კვლავ 3 ქულიანი, ამჯერად მან ჩააგდო! გულშემატკივარი მხურვალე ოვაციით შეხვდა მის მიერ მოპოვებულ 3 ქულას, თუმცა როგორც აღმოჩნდა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, ჯეისონი კარგად არჩევდა პოზიციას და მისი თითოეული ნასროლი გუნდის მიერ დამატებით 3 ქულის მოპოვებით მთავრდებოდა. მისი შეჩერება უბრალოდ შეუძლებელი, იყო. გულშემატკივარი სიხარულს და გაოცებას ვერ მალავდა. 4 წუთში ჯეისონმა მოახერხა ექვსი სამქულიანისა და 1 ორქულიანის ჩაგდება და გუნდისთვის 20 ქულის მოპოვება ,რაც ამ სპორტისთვის საოცარი შედეგია. მატჩის დამთავრებისთანავე გულშემატკივარი ჯესონს მივარდა და ხელში აიტაცა. ამ დღეს ჯეისონმა დაამტკიცა, რომ მონდომებასა და მოტივაციას წარმოუდგენელი წინააღმდეგობის გადალახვა შეუძლია. სკოლის დამთავრებამდე მან კალათბურთის გუნდში მოღვაწეობა გუნდის ერთ-ერთი მწვრთნელის სტატუსით გააგრძელა. დღეს ჯეისონმა სკოლა დაამთავრა და გეგმავს სწავლის უნივერსიტეტში გაგრძელებას, პარალელურად ის მოგზაურობს ამერიკის გარშემო და ცდილობს ხელი შეუწყოს აუტიზმთან ბრძოლის ფონდისათვის თანხების მოზიდვას.