Skip to content

გამონათქვამები: ჯორჯ ბერნარდ შოუ

1. ყოველთვის აირჩიე სიჩუმე, რადგან ამ დროს შენ ხედავ სხვა ადამიანის ნაკლოვანებებს და ფარავ საკუთარს .

2. ჩვენ გამოცდილებიდან ვსწავლობთ იმას, რომ ადამიანი არასდროს სწავლობს საკუთარი გამოცდილებიდან ..
3. იზრუნე მიიღო ის ,რაც შენ მოგწონს ,თორემ შენ იძულებული იქნები მოგეწონოს ის, რასაც მიიღებ.
4. შეუძლებელია პროგრესი ცვლილების გარეშე ..
5. სანამ სურვილი მაქვს, მიზეზიც მაქვს სიცოცხლისთვის. კმაყოფილება სიკვდილის ტოლფასია.
6. ხალხი მუდამ გარემოებებს ადანაშაულებს. მე არ მჯერა გარემოებების. მე მჯერა ხალხის, რომელთაც სიფხიზლე შეინარჩუნეს და მოძებნეს მათთვის ხელსაყრელი გარემოებანი, და თუ ვერ იპოვნეს ასეთი – თავად შექმნეს.
7. სიგარეტი – ეს არის ძაფი, რომლის ერთ ბოლოზე ცეცხლია, მეორეზე კი სულელი.
8. თუ მე და შენ გვაქვს ვაშლები და ამ ვაშლებს გავცვლით, მაშინ მე და შენ ისევ თითო ვაშლი გვექნება. მაგრამ თუ მე მაქვს იდეა და შენც გაქვს იდეა და ჩვენ ამ იდეებს გავცვლით, ორთავეს ორ-ორი იდეა გვექნება.
9. პატრიოტიზმი-ეს იმის რწმენაა, რომ შენი ქვეყანა ყველა სხვას სჯობია, რადგანაც შენ დაიბადე იქ.
10. ვერავინ აიტანდა მთელი ცხოვრება განუწყვეტლად ბედნიერებას – ეს იქნებოდა ჯოჯოხეთი დედამიწაზე.
11. პესიმისტი ისეთი კაცია, რომელსაც სიცილი ავიწყდება; ოპტიმისტი კი იცინის,რათა ზოგი რამ დაივიწყოს.
12. ცხოვრება საკუთარი თავის პოვნა არაა – ეს საკუთარი თავის შექმნაა.
13. შეიძლება შეცდომებში გატარებული ცხოვრება ღირსეული არაა, მაგრამ მეტად ღირებულია, ვიდრე უსაქმოდ გაცდენილი.
14. რომელ ნახატს გადავარჩენდი ნაციონალურ გალერეაში, თუკი იქ ხანძარი გაჩნდებოდა? რაღა თქმა უნდა იმას, რომელიც კართან ყველაზე ახლოს ეკიდებოდა.
15. ცხოველები ჩემი მეგობრები არიან და მე არ ვჭამ მათ.
16. დაკარგული რეპუტაცია დამსხვრეულ ბროლის ჭურჭელს ემსგავსება: ნამუსრევის დაწებება შეიძლება, მაგრამ დაზიანებული ადგილები გამოჩნდება.
17. ჭკვიანები სამყაროს ეგუებიან, სულელები კი ცდილობენ შეიგუონ იგი. სწორედ ამიტომაცაა, რომ სულელები ქმნიან პროგრესს.
18. ვისაც საკუთარი აზრის შეცვლა არ შეუძლია, ვერაფერსაც ვერ შეცვლის.
19. ადამიანები რომლებიც ფიქრობენ რომ რაღაც შეუძლებელია, არ უნდა აბრკოლებდნენ ადამიანებს, რომლებიც აკეთებენ მას.
20. არასოდეს გაერიო ღორებში. შენც მათსავით დაისვრები, ღორს კი წუმპე უყვარს.
21. წარმატება უშეცდომობას არ მოითხოვს, მაგრამ ითხოვს არ დაუშვათ ერთი და იგივე შეცდომა ორჯერ.
22. გეშინოდეს იმის, ვინც შენს დარტყმას არ უპასუხა.
23. მხოლოდ მოქმედებაა სწორი. საბოლოოდ მცდარ გზასაც კი სადღაც მივყავართ.
24. ლოდინმა დაგღალათ?! წარმოიდგინეთ როგორი აუტანელი იქნებოდა, არაფერს რომ არ ელოდეთ.

გამონათქვამები მოძიებული და თარგმნილია: 4motivi.com