Skip to content
თქვენი ბიზნესის მიზნები მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ეფექტური, როცა გექნებათ ნათელი ხედვა იმისა, თუ რისი მიღწევა გსურთ და როგორ. ალბათ ყველა ჭკვიანი მმართველი აანალიზებს ბიზნეს-მიზნების მნიშვნელობას.
რა არის თქვენი ბიზნესის მიზანი?
ბიზნესის მიზანს არ უნდა წარმოადგენდეს მოგების მიღება. ბიზნესის ნამდვილი მიზანია, რომ შექმნას და შეინარჩუნოს მომხმარებელი. მოგება შედეგია იმ ეფექტური პროცესისა, რომელსაც კმაყოფილ კლიენტთა ჯგუფის შექმნა ჰქვია. წარმატებული ადამიანები მუდამ იმის ცდაში არიან, რომ მათი ბიზნესი და იდეა აკვიატებულ აზრად იქცეს მომხმარებელთათთვის.
რა განსაზღვრავს თქვენი ბიზნესის წარმატებას?
ბიზნესში წარმატება “მომხმარებლთა კმაყოფილებით” განისაზღვრება.
და როგორ განისაზღვრება მომხმარებლთა კმაყოფილება?
მომხმარებლის კმაყოფილების უტყუარ განმსაზღვრელად “განმეორება და რეკომენდაცია” მიმაჩნია. განმეორებაში ვგულისხმობ, თუნდაც ხელმეორედ წაკითხულ სტატიას, იგივე მაღაზიაში მეორედ ნაყიდ ნივთს, მომსახურებისადმი მიჩვევას, შექმნილ დამოკიდებულებასა და აკვიატებულად ქცეულ აზრს.
რეკომენდაციაში კი ვგულისხმობ, თქვენი ბიზნესის ერთგულ მომხმარებელთა მიერ სხვისთვის გაწეულ გულწრფელ რეკომენდაციას, ახსნა-განმარტებასა და რჩევას.
გახსოვდეთ წარმატებულ ბიზნესმენთა უტყუარი პრინციპები:
მომხმარებელი კომპანიის ყველაზე დიდი აქტივია;
უკმაყოფილო მომხმარებელი საუკეთესო მასწავლებელია ბიზნესისთვის;
4motivi.com