პაციენტი – საქართველოდაავადება – სიღარიბე
დაავადების ფორმა – ქრონიკულად მწვავე:
- 305 100 უმუშევარი.
- 525 100 უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახი.
- სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება მოსახლეობის 9.7% . წყარო: www.geostat.ge.
სიმპტომები:
- მაღალი სოციალური დაძაბულობა.
- ცხოვრების დაბალი დონე.
- სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დაბადებისას 74.7 .
დაავადების გამომწვევი მიზეზები – კომპლექსური:
- ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ნაკლებობა(რაც არ მოგვწონს დავაბრალოთ მთავრობას და რისი მიღებაც გვსურს, აგრეთვე, მოვთხოვოთ მთავრობას).
- მომხმარებელი და არა მწარმოებელი საზოგადოების მენტალობა(საბჭოთა კავშირიდან მემკვიდრეობით მიღებული ნეგატიური დამოკიდებულება მეწარმეობისა და სიმდიდრის შექმნისადმი).
- ელიტური კორუფცია და კლანური მმართველობისაკენ მიდრეკილება.
დასკვნა – საჭროებს გადაუდებელ ჰოსპიტალიზირებას
რეაბილიტაციიც გეგმა:
- თითოეული ოჯახი ცალ-ცალკე და ყველა ერთიანად ვიღებთ პასუხისმგებლობას საკუთარ სიღარიბეზე.
- თუ სწორ რეფორმებს არ განვახორციელებთ, ცუდ რეფორმებს მაინც ნუ გავატარებთ, ანუ შევინარჩუნოთ სტატუს-კვო სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების კუთხით.
- შევიყვაროთ მეწარმეობა და დოვლათის შექმნა. არ არის აუცილებელი, რომ ყველანი მეწარმეები გავხდეთ, უბრალოდ მორალურად დავუჭიროთ მხარი მეწარმეებს და არ დავწამოთ „სიხარბეში“ ბრალი, როდესაც სიმდიდრის შექმნისაკენ ფოკუსირებულ ადამიანებს დავინახავთ.
დასასრულს მოვახდენ ჯიმ რონის ციტირებას: „ბავშვს უნდა ჰქონდეს ორი ველოსიპედი. ერთით თავად უნდა ისეირნოს და მეორე უნდა გააქირაოს.“
ავტორი: გივი კუპატაძე – ეკონომისტი