Skip to content

მკვდარი პოეტების საზოგადოება/Dead Poets Society

“დაიჭირეთ წამი. დაკრიფე ვარდის კოკრები, სანამ შეგიძლია.”
“ჩვენ მოკვდავები ვართ, რადგან გვინდა თუ არა, ყველა ჩვენგანი ერთ დღეს სუნთქვას შეწყვეტს, გაცივდება და მოკვდება. მინდა ახლოს მოხვიდეთ და ძველი სტუდენტების სურათებს შეხედოთ. მათ წინ ბევრჯერ ჩაგივლიათ, თუმცა არასდროს დაკვირვებიხართ. თქვენგან არ განსხვავდებიან, არა? იგივე ვარცხნილობა, თქვენსავით მოჭარბებული ჰორმონები, თქვენსავით უძლეველები – ყველაფრის მიღწევა შეუძლიათ. მათ ისევე, როგორც ბევრ თქვენგანს სჯერათ, რომ დიდი მიზნებისთვის არიან შექმნილნი, მათი თვალებიც თქვენსავით იმედით არის სავსე, ნუთუ მანამ არ გამოიყენეს შესაძლებლობები, სანამ უკვე ძალიან გვიანი არ იყო, რადგან როგორც ხედავთ ბატონებო, ეს ბიჭები ახლა მკვდრები და დამარხულები არიან, მაგრამ თუ ყურს უფრო ახლოდან მიუგდებთ, გაიგონებთ როგორ გეჩურჩულებიან. მიდით, დაიხარეთ და უსმინეთ. გესმით?
– დაიჭირეთ!
– დაიჭერეთ წამი… ყოველი დღე გამოიყენეთ ბიჭებო, თქვენი ცხოვრება ექსტრაორდინალურად აქციეთ.”
ჯონ კიტინგი ჰელტონის კოლეჯის სტუდენტების შთამაგონებელი მასწავლებელია, იგი სტუდენტებს თავისუფალი და ლაღი ცხოვრების, წამებისა და შესაძლებლობების გამოყენებისკენ მოუწოდებს, ასწავლის საკუთარი მიზნებისა და საყვარელი საქმის ერთგულებას.
“ოჰ კაპიტანო, ჩემო კაპიტანო.” – ასე მიმართავენ საყვარელ მასწავლებელს ჰელტონის კოლეჯის გაბედული სტუდენტები,  ეს სიტყვები უოლტ უილტმენის ლექსიდანაა, რომელიც მან აბრაამ ლინკოლნს მიუძღვნა.
“ბიჭებო უნდა ეცადოთ იპოვნოთ საკუთარი ხმა, რადგან რაც უფრო მეტს ელოდებით, რომ დაიწყოთ, მით უფრო ნაკლები შანსი გაქვთ რომ იპოვნოთ იგი. ტეორეუმ თქვა: ადამიანთა უმეტესობა, ჩუმ სასოწარკვეთაში ცხოვრობს. ნუ დაემორჩილებით ამ მდგომარეობას – თავი დააღწიეთ!”
ფილმი შთაგონებისა და მოტივაციის წყაროა, როგორც ახალგაზრდებისთვის, ასევე მათი მშობლებისთვის. არსებობს ისეთი ფილმები, რომელთა ნახვა, ნებისმიერ ასაკში, დაგაფიქრებს. “მკვდარი პოეტების საზოგადოება” უდაოდ ერთ–ერთი მათგანია.

4motivi.com

უყურეთ (რუსული და ინგლისური ვერსიები)