Skip to content

იაპონელმა კაცმა უსინათლო ცოლისთვის ათასობით ყვავილი დარგო, რათა ქალს მისი სურნელი ეგრძნო

ქმრები ცოლების გახარებას, შემორიგებას, ყურადღების თუ სიყვარულის გამოხატვას ყვავილების თაიგულით ცდილობენ ხოლმე. თუმცა, ამ იაპონელმა კაცმა ეს რომანტიული ჟესტი ახალ საფეხურზე აიყვანა.

ტოშიოკი და იოსოკო კუროკები უკვე 60 წელია ცოლ-ქმარი არიან და მიაძაკის პროვინციაში, ფერმაში ცხოვრობენ.

30 წლიანი თანაცხოვრების შედეგ, იოსოკომ მოულოდნელად მხედველობა დაკარგა. ექიმების თქმით, ეს დიაბეტის მწვავე ფორმამ გამოიწვია, რაც დიდი ტრაგედია იყო წყვილისთვის, რომლებიც დილით ადრე დგებოდნენ, უვლიდნენ ძროხებს, ეზოს, ზრდიდნენ 3 შვილს და პენსიაზე გასვლის შემდეგ მოგზაურობასაც გეგმავდნენ.

ქალი მძიმე დეპრესიაში ჩავარდა. ის გარესამყაროსგან იზოლირდა. ქმარი კი ყველანაირად ცდილობდა ცოლის გამხნევებას და სიამოვნებას.

მან აღმოაჩინა რომ არსებობს ასეთი ყვავილი შიბაზაკურა, რომელიც განსაკუთრებულად მძაფრ, ტკბილ სურნელს აფრქვევს. ტოშიოკიმ რამდენიმე ხე მოჭრა, დაამუშავა მიწა და მთელ ფერმაში ასობით ათასი შიბაზაკურა დარგო. კაცმა ამ საქმეს 2 წელი მოანდომა.

მისის კუროკო ამ საოცარმა სურნელმა გარეთ გამოიყვანა. ის გარესამყაროს დაუბრუნდა და გაღიმებაც დაიწყო.

ხმები ამ რომატიულ წყვილზე მალევე გავრცელდა და ყვავილის ბაღად ქცეულ ფერმას მრავალი დამთვალიერებელი ესტუმრა. ახლა, ყოველ გაზაფხულზე, მაშინ როცა შიბაზაკურა აყვავებას იწყებს, ფერმას ყოველდღიურად 7000-მდე ადამიანი სტუმრობს, რათა ეს საოცარი სიყვარულის ისტორია პირადად მოისმინონ.

წყარო: Tabula.ge