Skip to content

რატომ უნდა ვისწავლოთ მენეჯმენტი – ჩვენი წარმატების გასაღები

მენეჯმენტი გასწავლით ადამიანის ქცევას ორგანიზაციაში, ძალაუფლების ზემოქმედებისა და ხელმძღვანელობის ხასიათს.

მნიშვნელობა არ აქვს რომელია თქვენი მიზანი:  თვითდასაქმებული მეწარმეობა, საკუთარი კომპანიის ხელმძღვანელობა თუ მუშაობა კერძო ან საჯარო სექტორში, ყველა შემთხვევაში მენეჯმენტი გაძლევთ წარმატების გასაღებს.

არსებობს მენეჯმენტის სწავლის უამრავი მიზეზი, მათ შორის აუცილებელია ყურადღება გავამახვილოთ შემდეგზე:

  1. მენეჯმენტის სწავლა საშუალებას გაძლევთ გაუმკლავდეთ ორგანიზაციულ მუშაობას

თქვენი კარიერა აუცილებლად იქნება ჩართული ორგანიზაციულ საქმიანობაში, იმის მიუხედავად, რომელი პროფესია აირჩიეთ. იქნებით ეკონომისტი, მარკეტერი თუ სხვა ნებისმიერ სამუშაოზე თქვენი ეფექტურობა დამოკიდებულია იმაზე, როგორ გესმით  ორგანიზაციის მუშაობის და ამის გაცნობიერების მეშვეობით, როგორ ასრულებთ საქმეს.

  1. შეიტყობთ არა მხოლოდ ორგანიზაციების, არამედ ინდივიდების როლის შესახებ მენეჯმენტში

თქვენ  დაგჭირდებათ იმის ცოდნაც, როგორ იქცევიან ინდივიდები ორგანიზაციებში, როგორია მათი ძალაუფლებისა და გავლენის ხარისხი. მენეჯმენტის კურსზე თქვენ დაეუფლებით:

ორგანიზაციულ ქცევას;

ორგანიზაციის შესახებ თეორიებს;

კომუნიკაციას;

შრომით ურთიერთობებს;

  1. კავშირი სამყაროსთან

მენეჯმენტმა შეიძლება გაპოვნინოთ საკუთარი ადგილი სამყაროს ნებისმიერ წერტილში.

  1. ისწავლეთ მენეჯმენტი, რათა უფრო კარგად გესმოდეთ ორგანიზაციის მუშაობის შესახებ.

თუ ოდესმე გაგჩენიათ ქვემოთ ჩამოთვლილი კითხვები, მაშინ მენეჯმენტის კურსის გავლა თქვენთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

რატომ არსებობს ორგანიზაცია ?

როგორია ორგანიზაციის სტრუქტურა ?

რატომ არის ყველა ორგანიზაცია განსხვავებული, მაშინაც კი,  თუ ისინი ერთსა და იმავე ინდუსტრიაში ერთმანეთის კონკურენტებად ითვლებიან?

  1. თქვენ შეიტყობთ, როგორ უნდა ჩამოყალიბდეთ კარგ მენეჯერებად და გამოიმუშავებთ საკუთარი ბიზნესის მართვის უნარს

თუ თქვენ მენეჯერობა გადაწყვიტეთ, მაშინ უნდა გახსოვდეთ, რომ მოგიწევთ თანამშრომლებს მისცეთ მიმართულებები, უხელმძღვანელოთ, მიუთითოთ, წაახალისოთ, და დაარწმუნოთ ისინი. ამასთანავე, თქვენ უნდა დაგეგმოთ და მოახდინოთ ორგანიზება ყველა აქტივობის.

შეიძლება,  გირჩევნიათ თავად იყოთ მმართველი, თვითდასაქმებული ან მეწარმე და უხელმძღვანელოთ  კომპანიას. ყველა შემთხვევაში თქვენ აუცილებლად უნდა გაგაჩნდეთ ცოდნა შემდეგი დარგების:

ადამიანური რესურსების მენეჯმენტი;

ოპერაციული მენეჯმენტი;

სტრატეგიული მენეჯმენტი;

ფინანსური მენეჯმენტი;

მენეჯმენტის კურსის გავლა უდაოდ წარმატების წინაპირობაა !