Skip to content

სპარსი პოეტის10 ცხოვრებისეული რჩევა

პოეტი, მისტიკოსი, თეოლოგი ჯალალ ედ-დინ რუმი სპარსეთში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მე-13 საუკუნეში. წამოგიდგეთ მის ათ რჩევას, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ.

შენ შესაძლებლობებით დაიბადე. შენ დაიბადე რწმენით. შენ ოცნებებითა და იდეალებით მოხვედი ამ ქვეყანაზე. შენ დაიბადე და ფრთები მოგყვა. შენ არ ხარ ძირს ფორთხვისთვის გაჩენილი! ისწავლე ფრთების გამოყენება და იფრინე!

იცხვორე საკუთარი თავისთვის, ისე როგორც შენთვის არის მნიშნელოვანი, განახორციელე უზარმაზარ, გიჟურ იდეა, როგორც ნოემ. სულერთია რას იფიქრებს შენზე ხალხი.არ იკმარო სხვისი ისტორიებით, ნუ გაითვალისწინებ სხვის გამოცდილებას, მოეშვი გათელილი ბილიკებით სიარულს. შექმენი შენი საკუთარი მითი!

მწუხარება სიხარულის მოსამზადებელი ეტაპია. მწუხარება შენი გულის ფოთლებს ქარივით არხევს, ძირს ყრის და ქარს ატანას ყვითელ ფოთლებს, რომ მათ ნაცვლად მწვანე, ცოცხალი ფოთლები ამოვიდეს. ის დამპალ ფესვებს თხრის რომ მათ მიღმა დამალულ ჯანსაღ ფესვებს აყვავების საშუალება მისცეს. მწუხარება გულს გიწმენდს, რათა იქ არსებული სიბინძურის ადგილა უკეთესმა დაიკავოს.

რა გხიბლავს ამ სამყაროში ასე ძალიან, როცა ოქროს საბადოები გაქვს სულში? შენში შადრევანი ჩქეფს და შენ კი ცარიელი სურით დადიხარ. ცხენზე შემჯდარი სოფელ-სოფელ დაეხეტები და ყველას ეკითხები: ჩემი ცხენი ხომ არ დაგინახავთ? ოთახიდან ოთახში გადიხარ და ბრილიანტის ყელსაბამს ეძებ, რომელიც ყელზე გიკეთია.შენ რომ შეგეძლოს იცნობდე საკუთარ თავს, თუნდაც სულ წამით, რომ შეგეძლოს შენი უმშვენიერესი სახისთვის თვალის შევლება, ეგებ ასე ღრმად არც ჩაგეთვლიმა მაგ თიხის ჭურჭელში.

შენ გგონია ცოცხალი ხარ, რადგან ჰაერის ჩასუნთქვა შეგიძლია? გრცხვენოდეს, რომ ასე შეზღუდული აზროვნებ. ნუ იცხოვრებ უსიყვარულოდ და არც მკვდრად იგრძნობ თავს. მოკვდი სიყვარულში და იცოცხლე მარადიულად.“

ნგრევას ყოველთვის ახლავს საგანძურის პოვნის შანსი. შენი ტკივილიც შენი ყველაზე დიდი მოკავშირე გახდება სიყვარულის და სიბრძნის ძიების გზაზე, რადგან იქამდე უნდა იტეხო გული სანამ ბოლომდე არ გახსნი მას.

შენი ამოცანა სიყვარულის ძიება კი არ უნდა იყოს, სიყვარული დასაბამიდან არის შენში, მთავარია ის ბარიერები იპოვნო რომელიც მის წინ ააშენე. შენ გგონია ცოცხალი ხარ, რადგან ჰაერის ჩასუნთქვა შეგიძლია? გრცხვენოდეს, რომ ასე შეზღუდული აზროვნებ. ნუ იცხოვრებ უსიყვარულოდ და არც მკვდრად იგრძნობ თავს. მოკვდი სიყვარულში და იცოცხლე მარადიულად.“

ყველა რელიგია, ერთი, ერთი საფუძველი და არსი აქვს. განსხვავება მხოლოდ ილუზიაა. მზის სხივი ყველა კედელზე სხვადასხვაგვარია, მაგრამ მზე ერთია.

აირჩიე ის, ვინც არ ითვლის და არ გახსენებს რამდენი შეგეშალა და რამდენი გააკეთა შენი გულისთვის, ის, ვისი ცხოვრების უმთავრესი მიზანი გამდიდრება არ არის, ის, ვისაც არ ეშინია დანაკარგების, რადგან ასეთი ადამიანი თავისუფალია და ის შენც გაგათავისუფლებს.

ჭეშმარიტი სიყვარული ფიზიკურ საზღვრებს ცდება და თუნდაც სხეულები დაშორდნენ ერთამენთს, სულები სამუდამოდ დაკავშირებული რჩებიან. განშორებასაც მხოლოდ ისინი ახერხებენ, ვინც თვალებით გხედავს, რადგან მათთვის, ვინც გულით გრძნობს და სულით უყვარს განშორებები არ არსებობს.