ეკა ვეფხვაძე – ჟურნალისტი
წარმატების ფორმულა არ არსებობს, ის ყველასთან სხვადასხვაგვარად მოდის. მთავარია, კმაყოფილი იყო იმით, რასაც აკეთებ.
რატომღაც, წარმატება პროფესიასთან, კარიერასთან ასოცირდება. ეს, მნიშნელოვანია, თუმცა წარმატებას მაშინ აღწევ, როცა შენს შიგნით არსებულ წინააღმდეგობებს, შიშებს, კომპლექსებს ამარცხებ. თუ ამ ბარიერებს საკუთარ თავში გადალახავ, მაშინ ყველა ფლანგზე იმარჯვებ.
10-12 წლის ასაკში გაცნობიერებული მქონდა რა მსურდა. წარმატებაც მაშინ მოვიდა, როცა პროფესია ავირჩიე. წლების შემდეგ მივხვდი- არჩევანში არ შევმცდარვარ და ამ გზიდან დღემდე, არ გადამიხვევია.
შესაძლოა ვინმე ფიქრობს რომ წარმატებული ვარ, მე სხვა აზრი მაქვს… მგონია, წინ კიდევ დიდი შრომა და ბევრი საინტერესო საქმეები მელოდება. ამდენი წლის შემდეგ, ისევ გადავწყვიტე სწავლის გაგრძელება და შეჩერებას არ ვაპირებ. წარმოუდგენელია დაჯერდე მიღწეულს და კიდევ რაიმე ახლის კეთების სურვილი არ გაგიჩნდეს..
ყველა პროფესიას აქვს თავისი ხიბლი. მთავარია მიხვდე, რა გსურს. რაც წლები გადის ვხვდები, ჩემს პროფესიაზე იმდენად ვარ დამოკიდებული ემოციურად, თავად რომ გადამიყვაროს, ვერ შეველევი. განქორწინების უფლებას არ მივცემ ….