ნინჩო ჯიბლაძე – მწერალი, გალფის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის უფროსი
იყო წარმატებული ადამიანი ნიშნავს – ამ გზაზე მუდმივ სიარულს, ბრძოლას, დაუღალავ შრომას, ახლისკენ სწრაფვას, თანამედროვე და უფრო წინ წასულ მასშტაბურ აზროვნებას, განათლებასთან და განვითარებასთან მეგობრობას, ნიჭის არ გაფანტვას, სხვებზე ზრუნვას, სხვისგან სწავლას, დროის სწორ განაწილებას – და კიდევ უამრავ დეტალს… მთავარია შექმა ღირებული, ის რითიც სხვების ცხოვრება გახდება წარმატებული.
ჩემი ნამუშევრით ან რაიმე შექმნილით კმაყოფილი არასოდეს ვყოფილვარ, პირიქით სულ მაქვს დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება, რომელიც მოსვენებას არასოდეს მაძლევს. სულ მგონია, რომ რაღაცას ვაკლებ, რაღაც უკეთ შეიძლებოდა – ერთი რაც ძალიან მომწონს და ჩემს პირად წარმატებად მიმაჩნია არის ის, რომ ოდესღაც სწორ გზაზე დავდექი, დედაჩემის მაგალითს გავყევი, ის 18 წლიდან ასწავლიდა ინგლისურ ენას, მან ეს მოახერხა 50იანი წლებიდან დაწყებული – საბჭოთა რეალობაში იყო ინგლისური ენის ერთ-ერთი საუკეთესო მასწავლებელი, ქალი, რომელმაც თავისი შრომით უამრავ წარმატებას მიაღწია – აღზარდა საუკეთესო კადრები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სამსახურში არიან დღემდე, უამრავ სტუდენტს ჩაუნერგა დასავლური ფასეულობები, რაც მეტად მნიშვნელოვნად მიმაჩნია.
მეც ავირჩიე მშრომელი ქალის გზა, რომელმაც ჩემი საკუთარი შრომით აქამდე მომიყვანა.