ადამიანის გონებაში უამრავი ფიქრი ტრიალებს,რომლებიც ჩვენს გონებას განსაკუთრებით მოიცავს,თუ ფინჯან ყავს მოვიმზადებთ და საკუთარ თავს ჩავუღრმავდებით. მართალია, ფიქრი ხშირად სასარგებლოა,რადგან ფიქრის შედეგად ჩნდება ახალი მიზნები და იდეები.შესაბამისად ჩვენ ვისახავთ გეგმას, რომლებიც ჩვენი იდეების განსახორციელებლად გვჭირდება.თუმცა დამეთანხმებით,ხშირად ბევრი ფიქრი არაფექტურია და ხელს გვიშლის წარმატების მიღწევაში. გადამეტებული ფიქრის შედეგად ხშირად ეჭვი შეგვაქვს საკუთარ ძალებში და მიზნის მისაღწევად, თუკი მხოლოდ ვფიქრობთ და არ ვმოქმედებთ,ფიქრი მაშინათვე არაფექტური ხდება.
ამჯერადაც გთავაზობთ არაეფექტური ფიქრებისგან გასათავისუფლებად, რამდენიმე მარტივ მეთოდს.
- იმოქმედე
პოზიტიური ფიქრი, ბუნებაში, მთაში ,მდინარის პირას ,როგორც ვთქვით ძალიან კარგი და სასარგებლოა,მაგრამ როგორც კი ხვდები,რომ ფიქრი სიცარიელისკენ მიგაქანებს,მაშინათვე შეწყვიტე ფიქრი და დაიწყე საქმის კეთება.საქმეები ჩვენს გარშემო ყოველთვის ულევია,ამიტომ თუ კარგად მიმოიხედავ გარშემო აუცილებლად აღმოაჩენ საქმეს,რომელიც თქვენი გასაკეთებელია.
2.“მიირთვი გომბეშო“
როდესაც რაიმე უსიამოვნო, აუცილებელი და გადაუდებელი საქმეა გასაკეთებელი, ჩვენ ვცდილობთ, თავი ავარიდოთ ამ საქმეს და ამ დროს უბრალოდ დროს ვკარგავთ და უსასრულოდ ბევრს ვფიქრობთ ამ საქმის შესახებ. ვფიქრობთ, თუ როგორ არ გვინდა ამ საქმის შესრულება და ამაზე ფიქრში ვკარგავთ მთელ დროსა და ენერგიას. პირველ რიგში მოიშორე გადაუდებელი საქმეები,რომელსაც მენეჯმენტის მასწავლებელი ბრაიან თრეისი გომბეშოს უწოდებს.არ გადადო ასეთი საქმეები,დროულად „მიირთვი გომბეშო“ და გათავისუფლდი იმ საქმეებზე ფიქრისგან,რომლის შესრულებაც არ გსურთ,მაგრამ აუცილებელია.ისეთი უმნიშვნელო გადაწყვეტილების მიღებისათვის, როგორიცაა ჭურჭლის გარეცხვა, ელექტრონულ ფოსტაზე პასუხის გაცემა, ან ვარჯიში, 25 წამზე მეტი არასდროს დახარჯო.
3.იკითხე წიგნები.
დიახ,ვიცი რომ ფიქრი კითხვის დროსაც კი შესაძლებელია,განსაკუთრებით რაიმე პრობლემა როდესაც გვაწუხებს და ფიქრებიც დაუსრულებლად ამ პრობლემის გარშემო ტრიალებს, ამიტომ იკითხე გულისყურით,ზოგჯერ ხმამაღლაც კი.იფიქრე, მხოლოდ წაკითხულის შინაარსზე და გაიაზრე ავტორის სიტყვები.
4. მოაგვარე პრობლემები
ზოგჯერ იმაზეც კი უნდა იფიქრო,რომ არ იფიქრო.თუ ასეთი მტანჯველი გახდა თქვენთვის ფიქრი,ეცადე ის პრობლემა მოაგვარო,რომლის გამოც გიწევს ამდენი ფიქრი.ამ გზით თქვენი გონება გათავისუფლდება ნეგატიური აზრებისგან და მეტი თავისუფალი ადგილი გაჩნდება პოზიტიური ფიქრებისთვის.
5. დაივიწყე წარსულში დაშვებული შეცდომები.
ჩვენ ხშირად განვიცდით წარსულში დაშვებულ შეცდომებს და გამუდმებით ვფიქრობთ იმაზე, თუ რა მოხდება დაშვებული შეცდომების გამოსწორება, რომ შეგვეძლოს. ასეთი ფიქრები ადამიანს სულიერად თრგუნავს.დაშვებული შეცდომების გამოსწორება კი შეუძლებელია. გახსოვდეს ადამიანი შეცდომებზე სწავლობს,იზრდება და ვითარდება.ერთხელ და სამუდამოდ დაემშვიდობე ფიქრებს,რომლებიც გაიძულებს თავი უსუსურად იგრძნო.გჯეროდეს,საუკეთესო მომავალი გელოდება,ბედნიერებისა და წარმატებისკენ კი ნაბიჯები დღესვე გადადგი.
6. მიეცი საკუთარ თავს განტვირთვის საშუალება.
როდესაც იგრძნობ, არაეფექტურმა ფიქრებმა ჩაგითრია გაიხურე სახლის კარი და სცადე მეგობრებთან ერთად გაატარო დრო სასიამოვნოდ.მიირთვით ფინჯანი ჩაი შოკოლადის თბილ კრუასანთან ერთად,გაუზიარე მეგობარს შენი ამბავი,იყავი გულწრფელი და აუცილებლად იგრძნობ თავს უკეთესად.
7.ჩვენ უფლება გვაქვს ვიყოთ წარმატებულები !
არსებობს გამონათქვამი,თუ გონებას გაივარჯიშებ და ყოველთვის დადებითად იფიქრებ,დროთა განვალობაში მიეჩვევი პოზიტიურად ფიქრს.თუ მშვენიერი ამინდია, შემოდგომის ფოთოლი მშვიდად ეშვება ძირს.საყვარელი ადამიანები კარგად არიან,რატომ უნდა იყო ისეთი ფიქრებით სავსე,რომელიც ხელს გიშლის, იგრძნო თავი ბედნიერად. გაიაზრე შენი ცხოვრების თითოეული დეტალი,ყოველი მოვლენა და თუნდაც რთული პერიოდები გქონდეს გამოვლილი,მაინც უნდა შესძლო ეფექტური ფიქრი,რადგან ჩვენ ადამიანები ვართ და უფლება არ გვაქვს უკმაყოფილოდ ვიცხოვროთ მშვენიერ სამყაროში.თითოეული ჩვენთაგანი ვალდებულია მივაღწიოთ დასახულ მიზანს და ვიყოთ წარმატებულები. ჩვენი ცხოვრების შექმნა ჩვენს ხელშია – ეს კი ნამდვილად დიდი შანსია.
8.იფიქრე პოზიტიურად !
-ამიტომ თუ ვერ აკონტროლებთ ფიქრების ნაკადს და მათ თანმიმდევრობას,მიიღეთ გადაწყვეტილება და ეს მაინც გააკეთეთ – იფიქრეთ პოზიტიურად.დამიჯერეთ,ეს მართლაც,რომ არ აღემატება ჩვენს შესაძლებლობებს. ჩვენ, ჟურნალ „მოტივაციის“ გუნდის წევრები,ყოველთვის პოზიტიურად ვფიქრობთ,რადგან ჩვენი მიზანია საკუთარი თავის რწმენა შევმატოთ და პოზიტივით ავავსოთ ადამიანები.ამიტომ ჩვენთვის პოზიტიურად ფიქრი სასიამოვნო და ბუნებრივი პროცესია.სცადე შენც, იფიქრე პოზიტიურად და იგრძენი უკეთესად თავი !
გისურვებთ წარმატებებს !