ყოველი დღე ახალი სიცოცხლეა, ახალი დილა ცხოვრების ახალი ფურცელია, უნდა ვეცადოთ, რომ თითოეული დღე საინტერესო და აზრით დატვირთული იყოს. სინათლითა და მზით გამთბარი, რეალური ცხოვრებით, სიყვარულით და ემოციით სავსე. არც ბევრი ფილოსოფოსობაა საჭირო რაღაც რომ შექმნა, უბრალოდ დრო არ უნდა დავკარგოთ და თითოეული წუთის დაფასება ვისწავლოთ. ხვალ შეიძლება აღარც შეგვეძლოს, აღარც გვინდოდეს, აღარც გვეცალოს. უბრალოდ აღარც იყოს…….. დრო ძალიან ფაქიზი და მოსაფრთხილებელია. დრო და ჯანმრთელობა… მარტოობისას არ უნდა დავუშვათ გული და გონება მოდუნდეს. არამედ დავფიქრდეთ რა გვიხარია,რისი კეთება შექმნა გვსურს,რა მოგვწონს და გვიყვარს. რატომ ვართ აქამდე ისევ აქ და საით უნდა წავიდეთ. რას დავტოვებთ როცა წავალთ.. ვინ არის ჩვენი ნამდვილი და ჭეშმარიტი მეგობარი, ვის ვენდოთ და ვის არა… რადგან მ ე გ ო ბ ა რ ი ეს უდიდესი ჯილდო და საუნჯეა. მარადიული, როგორც სიყვარული. ნამდვილი მეგობრობა კი ნდობა და ცხოვრებაა… სულისა და ხორცის გამაერთიანებელი, გამაძლიერებელი. სინათლისა და სიმართლის კედელი… ძალა მამოძრავებელი.. არ უნდა დავღონდეთ მაშინაც კი როცა გზა არ სჩანს, რადგან რწმენით სავსე გული ყველანაირი გასაჭირიდან დააღწევს თავს… დრო.. სივრცე.. ადამიანები.. ურთიერთობები ეს არის ცხოვრების შემადგენელი ნაწილი. ფიქრი, ანალიზი, მოქმედება აუცილებელია…ზოგჯერ უნდა შეისვენო, გონებას მოუხმო მოდუნდე და ახალი ნაბიჯის გადასადგმელად მოემზადო, განსაჯო განსჭვრიტო და შემდეგ იმოქმედო. გულის ფიქრს მოუსმინო, ღრმად ჩაიხედო იქ სადღაც წარსულში და მომავლისაკენ წახვიდე…. ადვილი არ არის მაგრამ აუცილებელია….რადგან სიცოცხლე სხვაგვარად შეუძლებელია.. ასე შევძლებთ ვიყოთ თავისუფალნი სწორად მოაზროვნე ადამიანები… ახალ დღეს ახალი გამოწვევები მოჰყვება, არ უნდა შეგვეშინდეს სიახლის…. რადგან სწორედ ეს არის ცხოვრება რეალური და ნამდვილი…..
ხათუნა მელქაძე