Skip to content

სიყვარული უმიზეზოდ, ანუ როგორ შეიძლება შეგიყვარდეს

***
სიყვარული ემოციონალური მდგომარეობაა. ემოცია კი ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი მდგომარეობაა, რომელიც განსხვავებულ ელფერს იღებს, იმისდა მიხედვით, თუ რა იარლიყს მივაწერთ ჩვენ მას.

ფსიქოლოგი ზიკ რუბინი სიყვარულს განიხილავს, როგორც სამი ელემენტის ერთობლიობას: მიჯაჭვულობა, ზრუნვა, ინტიმურობა…
თითქმის ყველანაირი აზრი ვიცი სიყვარულის შესახებ , ფსიქოლოგებიდან დაწყებული სხვადასხვა ფილოსოფოსების, ჩემგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანების აზრი , მეზობლის 8 წლის ბავშვის აზრიც კი,რომელსაც კლასელი თავგამეტებით შეყვარებია და მასზე ფიქრს ვერ ბედავს მაშინ, როცა მარტო არაა, მარტივი მიზეზით ჰგონია მისი ფიქრების ყველას ესმის. როგორ უნდა შეგიყვარდეს ადამიანი უმიზეზოდ?… ვგულისხმობ სიყვარულს, არა გატაცებს, ლტოლვას… ვგულისხმობ როცა ადამიანთან გინდა მთელი დარჩენილი ცხოვრება…

ყველაფერი მარტივად დაიწყო, არა კი არ დაიწყო, გაგრძელდა.. ეს იმის გაგრძელებას ვგულისხმობ, როცა ხვდები რომ …. შეიძლება….

***
მანქანაში ვსხედვართ.

ჩემგან მარჯვნივ ვგრძნობ მწველ მზერას, მაგრამ არ ვიმჩნევ, ფანჯარაში ვიყურები და ვათვალიერებ წამის მეასედში გავლილ ხეებს, რომლებსაც ჯერ კიდევ შერჩენიათ ფოთლები… მთლიანი სხეულით ვკანკალებ, მაგრამ არ ვიცი რატომ, აქამდე მსგავსი რამ ჩემს ყოფილ შეყვარებულთან შეხვედრების დროს მქონდა ( არა, ვიტყუები მანამდეც, სანამ ვნახავდი,ნუ რა მნიშვნელობა აქვს) ახლა კი არ ვიცი როგორ დავფარო ჩემი ნერვიულობა აკანკალებული ხმის უკან… არ ვიცი რა ვუთხრა, არ ვიცი რა მინდა მისგან… არა, ვიცი, მაგრამ პირდაპირ ვერ ვეუბნები, ჩვენ ხომ ხან ვართ ერთად , ხან არა.

მანქანას აჩერებს, თუმცა ზუსტად ორ წამში ძრავს რთავს და ადგილს ვიცვლით, ვერ ვხვდები რატომ არ მოეწონა 10 მეტრის იქეთ ადგილი, ყველგან მაინც ხეებია და ბნელა… გაოგნებული ვუყურებ პასუხის მოლოდინში.

-დებილო! იქიდან მთვარე არ ჩანდა…

-ააააააა . ვეუბნები და მთვარეს ვუყურებ. – ლამაზია ძალიან.

-აი იქიდან კი ვერც დაინახავდი, ხეები მოეფარებოდა.

-ძალიან რომანტიკული ხარ . არაფერს მეუბნება, უბრალოდ იცინის.. მაქანის კარს აღებს , გადადის, უკვე ვიცი რაც უნდა გააკეთოს და ღიმილით ველოდები, ჩემს კარს ხსნის და ჩვეული ტონით მეუბნება.

– მიიწიე .

ისე ახლოს ვგრძნობ მის სხეულს რომ დაკომპლექსებული ვზივარ და არ ვიცი რა გავაკეთო ან რა ვუთხრა, არ მინდა მომენტი გავაფუჭო… ლაპარაკს იწყებს და ვხვდები რომ რამე უნდა მოვიფიქრო რომ გაჩუმდეს, მაგრამ … ვერ ვახერხებ.

– რა გინდა?

-არ ვიცი … ხმის კანკალით ვეუბნები და თავს მთვარისკენ ვაბრუნებ, თითქოს მან იცოდეს ამ კითხვაზე პასუხი.

-როგორ, ჩამოუყალიბებელი ადამიანი ხარ? ახლა მე რომ შენთან ვიყო, ურთიერთობა გვქონდეს და მერე უცბათ, ერთ დღეს მომიხიო, შენთან აღარ მინდაო, მე რომ მიყვარდე, მაშინ რა უნდა ვქნა?!

სხეულში სითბო მეღვრება, ვგრძნობ როგორ მიხურს მუცელი, ეს იმის მსგავსია თითქოს პეპლები გყავდეს , დაფარფატებდნენ… მისი სიტყვები, ისეთი გულწრფელია, ისეთი თბილი… მინდა ჩავეხუტო და არასდროს მოვშორდე..

– მე ხომ ეგ არ მითქვამს რომ გადავიფიქრებ, შენთან მინდა და ამისთვის ვაკეთებ ყველაფერს.

-გიყვარვარ?

-ნუ მაცინებ, პასუხი შენც იცი, არ მიყვარხარ!

-არც მე მიყვარხარ, აი უკვე ორივემ ვიცით, თუმცა არცერთისთვის არ ყოფილა ეს სიახლე! მეწყინა, თუმცა მასე მეც ხომ არ მიყვარს?! როგორი ეგოისტი ვარ, მინდა ვუყვარდე იმ ადამიანს , ვინც მე არ მიყვარს… მინდა ჩემს გამო ყველაფერი გააკეთოს, მხოლოდ მან, მე კი უბრალოდ ვიჯდე და ვუყურო… სასაცილოა.

– იმისთვის რომ მიყვარდე, საჭიროა რომ თავი შემაყვარო! ვეუბნები და თან ვცდილობ გაბრაზება დავმალო.

-არა, ცუდად ფიქრობ… მე არაფერი უნდა გავაკეთო იმისთვის რომ შეგიყვარდე, შენით შეგიყვარდები თუ სიყვარულია…

ვერაფრით ვხვდები ამას რატომ მეუბნება , იმას მით უმეტეს ვერ ვხვდები როგორ შეიძლება ადამიანი შემიყვარდეს ისე რომ მან ეს არ ეცადოს? შეიძლება მსგავსი რამ? არა, არ მქონია პრაქტიკაში. ერთხელ მიყვარდა და ის ეცადა, ბევრი თუ არა, რაღაც გააკეთა… ეს კი პირდაპირ მეუბნება რომ არაფერს გააკეთებს იმისთვის რომ სიგიჟემდე შემიყვარდეს… ვირი!!აბა რა უნდა? რანაირი ურთიერთობა უნდა? მინდა რომ მიყვარდეს,მაგრამ თუ არ ეცდება, როგორ? ჩემით როგორ?

-არაფერს მეტყვი? გინდა მანანო საერთოდ რომ გნახე?

-უკვე ნანობ.

ვეუბნები და არ ვიცი რატომ ვბრაზდები იმ ადამიანზე, ვინც ჩემთვის ამ ნახვამდე არაფერს ნიშნავდა, ვინც უბრალოდ მეხმარებოდა დრო გამეყვანა, მეხმარებოდა დამევიწყებინა ძველი სიყვარული….

სახლიდან 100 მეტრის მოშორებით ვაჩერებინებ…

-იფიქრე კარგი?

– ვიფიქრებ… თუმცა პასუხი შენც იცი, მინდა შენთან.. მემილიონედ ვეუბნები ამ სიტყვებს, თუმცა ამისთვის არაფერს ვაკეთებ… ზუსტად ვიცი რომ წინა სიყვარულის გადასარჩენად უფრო მეტი გავაკეთე…. კარს ვაღებ, გადასვლას ვაპირებ , ძალიან მინდა ვაკოცო და ისე გადავიდე , თითქოს ჩემს ფიქრებში დაბოდიალობსო ხელს მიჭერს და მეუბნება:

-არ დამემშვიდობები?

-რა თქმა უნდა… ვკოცნი და არ მინდა გადასვლა, უფრო დიდხანს მინდა მასთან ვიჯდე… მის სიახლოვეს ვგრძნობდე. – აი ახლა ნამდვილად გადავალ . ოღონდ მანამდე მაკოცე კარგი? მიცინის, მკოცნის.. გადავდივარ … – ჭკვიანად რა.

-შენც , იფიქრე…

მთელი გზა მივფრინავ, თითქოს ბედნიერების მწვერვალზე ვარ… თინეიჯერი გოგოსავით მიხარია, თითქოს პირველი კოცნა იყოს ჩემთვის ან პირველი სიყვარული… მომწონს მასთან ურთიერთობა, მისი აზროვნება, მისი ქალისადმი პატივისცემა, მისი პირდაპირობა, რომელზეც ვგიჟდები…

სახლში ერთდროულად გაღიმებული და გაბადრული სახით შევდივარ, აი ისეთი, ბედნიერება სახეზე რომ აწერიათ და რომ ცდილობენ არ შეიმჩნიონ, ვცდილობ ჩვეულ ფორმაში ვიყო და სახეს ვჯმუხავ, ვიხსენებ ბოლოს რაზე გავბრაზდი რომ არ დამეტყოს ზედმეტი ბედნიერება, მაგრამ იმდენად გახარებული ვარ ვერ ვახერხებ… თვალები მიციმციმებს ვგრძნობ და ამიტომ ჩემებთან ძალიან ცოტახანს ვჩერდები ,ჩემს ოთახში უჩუმრად ავდივარ, არ მინდა ზედმეტი კითხვები , მაშინ როცა პასუხები არ ვიცი… რამოდენიმე წამით ვწვები და თავიდან ვაანალიზებ ყველაფერს, მერე კიდევ თავიდან, მერე კიდევ და არ ვიცი როდის მეძინება….
________________________________________________________________________________
რამდენიმე კვირა გავიდა , ვიცი პასუხები, შენს ყველა კითხვაზე, ყველა ჩემი “მინდა” ვიცი, და ჰო, თურმე შესაძლებელია გიყვარდეს ადამიანი, ვინც არაფერს გააკეთებს ამისთვის, ვინც თავს არ მოგაჩვენებს იმაზე უკეთესად ვიდრე ის არის, ვინც შეგიყვარდება ისე რომ ის ამაში დამნაშავეც კი არ იქნება(სიყვარული ზოგჯერ დანაშაულია, უმეტეს შემთხვევაში მაშინ, როცა ის გიყვარს ვინც არ უნდა გიყვარდეს), არაფერს ეცდება…

პარადოქსია (ჩემთვის მაინც) , მაგრამ თურმე შეიძლება გიყვარდეს ადამიანი უმიზეზოდ, ყველანაირი მომავლის გარეშე, გიყვარდეს უბრალოდ, გიყვარდეს მისი არსებობა , ყველაფერი!!

როგორ უნდა მიხვდე როცა ადამიანი გიყვარს? ძალიან მარტივად… მისი მოულოდნელი დანახვისას სხეულში წამოსული იმპულსებით, თვალებზე მომდგარი ცრემლით, რომელსაც ისე აკავებ თითქოს იცოდე დანაშაულს ჩაიდენ ცრემლებს გუგაზე ახლოს მიკარების უფლებაც რომ მისცე…

ამიტომ, უნდა გიყვარდეთ, უბრალოდ და ძალიან მარტივად უნდა გიყვარდეთ…

ჰო, მართლა არაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ გიყვარდე. შენ იცი !

ავტორი: ბარბარე ტერტერაშვილი