ერთხელ ჰემინგუეიმ სანაძლეო დადო, რომ მხოლოდ ოთხი სიტყვისგან შემდგარ მოთხრობას შრქმნიდა. მან სანაძლეო მოიგო ,,იყიდება ჩაუცმელი ბავშვის წაღები”.
ფრედერიკ ბრაუნმა შექმნა უმოკლესი საშინელებათა ჟანრის მოთხრობა ,,დედამიწაზე დარჩენილი უკანასკნელი ადამიანი ოთახში იჯდა, უცებ კარებზე ვიღაცამ დააკაკუნა”.
ო, ჰენრიმ გაიმარჯვა ყველაზე მოკლე ნაწარმოების კონკურსში, რომელსაც გააჩნია,ტრადიციული მოთხრობისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი. ,,მძღოლმა გააბოლა და გადაიხარა, რომ ენახა თუ რამდენი საწვავი ქონდა ავზში დარჩენილი, გარდაცვლილი 23 წლის იყო.”
ინგლისელებმაც მოაწყვეს ყველაზე მოკლე მოთხრობების კონკურსი. პირობა ასეთი იყო: გამოყენებული უნდა ყოფილიყო შემდეგი სიტყვები: დედოფალი, სექსი, ღმერთი, საიდუმლო. გაიმარჯვა შემდეგი თხზულების ავტორმა ,,ოჰ, ღმერთო ჩემო! ორსულად ვარ და არ ვიცი ვისგან”!?
ყველაზე მოკლე ავტობიოგრაფიის კონკურსში გაიმარჯვა ხანდაზმულმა პარიზელმა ქალმა, რომელმაც დაწერა: ,,ადრე დაჭიმული სახე და დაჭმუჭნული ქვედაბოლო მქონდა, ეხლა პირიქითაა”.
მთელი სხეულის საშინელმა ტკივილმა გამომაღვიძა, თვალები გავახილე ჩემ სასთუმალთან მდგომი მედდა დავინახე.
_ ბატონო ფუჯიმა _ თქვენ გაგიმართლათ, ხიროსიმას დაბომბვას გადაურჩით, ეხლა ჰოსპიტალში ხართ და არანაირი საფრთხე არ გემუქრებათ.
_მიბნედილობისგან ოდნავ გამოფხიზლებულმა ვკითხე;
_სად ვარ?
_ნაგასაკში_მიპასუხა მან.
ალენ მაიერი ,,უიღბლობა”
მას შემდეგ რაც რიტა სასტიკად მოკლეს, კარტერი ფანჯარასთან ზის, არავითარი ტელევიზორი, კითხვა, მიწერ-მოწერა, მისი ცხოვრებ მხოლოდ ისღაა, რაც ფარდაში ჩანს.მისთვის სულ ერთია ვის მოაქვს საჭმელი, ვინ იხდის გადასახადებს? ოთახიდან არ გამოდის. მისი ცხოვრება-მორბენალი გიმნასტი, წელიწადის დროების მონაცვლეობა, ავტომობლების მოძრაობა, რიტას მოჩვენება. კარტერს არ ესმის, რომ პალატებში, სადაც კედლები თექითაა დაფარული, ფანჯრები საერთოდ არ არსებობს.
ჯეინ ორვისი ,,ფანჯარა”
ვარსკვლებით მოჭედილი ღამე. ყველაზე შესაფერისი დროა. ვახშამი სანთლების შუქზე. მყუდრო იტალიური რესტორანი, პატარა შავი კაბა, ბრწყინვალე თვალები, ვერცხლისფერი ღიმილი, ორი წელი ერთად, საოცარი დრო, ნამდვილი სიყვარული, საუკეთესო მეგობრები, არავინ მესამე, შამპანური! გთავაზობ გულს და ხელს! ცალ მუხლზე დაყრდნობილი, ხალხი გვიყურებს? გვიყურონ! მშვენიერი ბრილიანტის ბეჭედი. ფერუმარილი ღაწვებზე. მომაჯადოებელი ღიმილი. როგორ თუ არა?!
ლარისა კარკლენდი ,,ხელის თხოვნა”
სპარტანელების ლაკონურობის კლასიკური მაგალითი, როცა მაკედონიის მეფემ ფილიპ მეორემ სპარტამელებს გამოუგზავნა წერილი, შემდეგი შინაარსით ,,გირჩევთ დაუყონებლივ დაგვნებდეთ, იმიტომ, რომ თუ კი ჩემი არმია თქვენ მიწაზე შემოვა, მე გავანადგურებ თქვენ ბაღებს, დავხოცავ ადამიანებს, გადავწვავ ქალაქებს, ამაზე სპარტანელმა ეფორებმა მხოლოდ ერტი სიტყვით უპასუხეს _ ,, თუ კი”
როგორც კი ეს მოხდა, მე სახლისკენ გავეშურე, რათა მეუღლისთვის სამწუხარო ამბავი შემეტყობინებინა , მაგრამ ის როგორც ჩანს, არ მისმენდა, მეტიც საერთოდ ვერც მამჩნევდა. მან თვალეში ჩამხედა და სასმელი დაისხა. ტელევიზორი ჩართო. ამ მომენტში ტელეფონმაც დარეკა. ის მივიდა და ყურმილი აიღო. მე დავინახე, როგორ დაეჭმუჭნა მას სახე მწუხარებისგან და მწარედ ატირდა.
ჩარლზ ენრაიტი ,,მოჩვენება”
საბოლოოდ, მისი ძიება ამ მიყრუებულ, განმარტოებულ სოფელში დასრულდა. დაშლილ ქოხში კერიასთან სიმართლე იჯდა. უფრო მოხუცი და მახინჯი ქალი მას ადრე არსოდეს ენახა.
_ თქვენ ხართ სიმართლე?
_ დაჭმუჭნულმა მოხუცმა თავი ცერემონიულად დახარა.
_მითხარით რა უნდა გადავცე მსოფლიოს?
მოხუცმა ცეცხლში ჩააფურთხა და თქვა:
_უთხარი მათ, რომ მე ახალგაზრდა და ლამაზი ვარ.
რობერტ ტოპკინსი ,,სიმართლის ძიებაში”