- ყველა თანაუგრძნობს მეგობრებს წარუმატებლობას და მხოლოდ რამოდენიმეს ახარებს მათი წარმატება.
- არ უსურვოთ მეგობრებს დიდი წარმატება, თუ არ გსურთ მათი დაკარგვა.
- ვერავინ გახდება იმაზე სასტიკი მტერი, როგორც შენი ყოფილი მეგობარი.
- მხოლოდ მას შეუძლია ყავდეს ნამდვილი მეგობარი, ვინც პირველ რიგში თავისი თავის მეგობარია.
- ნამდვილ მეგობარს გასაჭირში შეიცნობ.
- ნამდვილი მეგობრის გარეშე ცხოვრება აზრს კარგავს.
- მეგობარს დიდხანს ეძებენ, რთულად პოულობენ და უფრო რთულად ინარჩუნებენ.
- არაფერი არ არის ისეთი მწარე, როგორც ადამიანის დაკარგვა, რომელსაც ნამდვილ მეგობრად თვლიდი.
- ჩემთვის მეგობარი ის არის, ვისაც შემიძლია ყველაფერი მოვუყვე.
- ჩვენ მეგობრები გვიყვარს სწორედ მათი ნაკლოვანებების გამო.
- როგორც აფასებ შენს თავს, ისე დაგაფასებენ მეგობრები.
- ვისაც ყავს მეგობრები, არ ყავს მეგობარი.
- ყველას მეგობარი არავის მეგობარი არ არის.
- მეგობრობა – ეს არის ერთი სული ორ სხეულში.
- თუ იძენ ახალ მეგობრებს, არ დაივიწყო ძველების არბსებობა.
- მეგობრობა აორმაგებს სიხარულს და ანახევრებს მწუხარებას.
- „მეგობარი”- ბევრია, მეგობრობაა ცოტა.
- შეუცვლელი არაფერია, უბრალოდ არსებობენ ისეთი ადამიანები ვისი შეცვლაც არ გინდა.
- ის ვინც უნაკლო მეგობარს ეძებს, უმეგობროდ დარჩენის საფრთხე ემუქრება.
- ადამიანები მტრებს პოულობენ ბევრად სწრაფად, ვიდრე მეგობრებს.
- ასეთი მეგობრების გარემოცვაში, მტრის ყოლაც აღარ არის საჭირო.
- სიყვარულშიც და მეგობრობაშიც დგება ანგარიშების გასწორების მომენტი.
- უჭკუოა ის ვინც სიმდიდრეში მეგობარს დაივიწყებს.
- მეგობრობა შენდება წლების განმავლობაში, ინგრევა – წამებში.
- მტრების არსებობაზე საშინელი, მეგობრების არ არსებობაა.
თაკო მელიქიშვილი