- განსაცდელი ბრძენთა მასწავლებელია.
- მე თუ შენ გამო სამყაროს დავკარგავდი, სამყაროს სანაცვლოდ შენ არ დაგკარგავდი.
- ერთი ცრემლის გაშრობა ბევრად რთულია, ვიდრე ზღვა სისხლის დაღვრა.
- ვისაც საკუთარი სამშობლო არ უყვარს, ვერ შეიყვარებს ვერაფერს.
- არ არსებობს ქვეყნად სიხარული, რომელიც წართმეულ სიყვარულს შეცვლის.
- ვინც ჩუმად ტირის, ის ჭეშმარიტად გლოვობს.
- ღამე ბრწყინვალებას ჰმატებს ვარსკვლავებსა და ქალებს.
- განვლილი ბედნიერების მოგონება ბედნიერება აღარ არის. გადატანილი ტკივილის მოგონება — ეს ჯერ კიდევ ტკივილია.
- მიეცით მას სასუსნავი და სარკე და ის აბსოლუტურად კმაყოფილი იქნება.
- ყველა ბილიკთან შედარებით, რომელიც ქალის გულთან მიდის, სიბრალული ყველაზე მოკლეა.
- ჩვენ ვცხოვრობთ იმიტომ, რომ იმედი მიმართავს მეხსიერებას და ორივე ერთად გვატყუებს.
- სიყვარულის ჭრილობა თუ არ კლავს, ის არასოდეს არ შეხორცდება.
- და თუ დავიკარგე, ეს იყოს მხოლოდ გულის სურვილის გამო.
- ქალის ცრემლები შემაძრწუნებელია, მამაკაცის კი გამდნარი ტყვიაა, რადგან ქალი ტირის რათა გულზე მოეშვას, მამაკაცის ცრემლი კი სასტიკი წამებაა.
- მარტოობაში ადამიანი ნაკლებად გრძნობს მარტოსულობას.