ცხოვრებაში ყოველთვის ასეა, რაღაც მთავრდება და რაღაც იწყება და მაშინ როცა ცხოვრების ერთი ეტაპი კულმინაციას უახლოვდება და გზები იყოფა, შენ დგახარ გზაჯვარედინზე და არიცი რომელი გზა აირჩიო, იმდენად გიჭირს გადაწყვეტილების მიღება რომ სუნთქვა გეკვრება, თავში ყველაფერი ერთად გერევა, გრძნობ რომ შენს ირგვლივ არ არის საკმარისი ჰაერი და ვერ ხვდები რისთვის მოხვედ აქამდე, ვერ ხვდბეი რისთვის იბრძოლე, რისი მიღწევა გინდოდა და სად ხარ ახლა… მიმოიხედავ და ვერავის ხედავ, ვერც დამრიგევბელს ვერც რჩევას სთხოვ ვინმეს, ხვდები რომ ეს შენი ცხოვრებაა და გადაწყვეტილება უნდა მიიღო როელზეც მთელი შენი ცხოვრებაა დამოკიდებული და გიჭირს… ძალიან გიჭირს…
გარშემო ათასი ვარიანტია,უამრავი ხმა გესმის და თავგზას გირევს, ყველა თავის აზრს აფიქსირებს, გელაპარაკებიან.. გესაუბრებიან უსასრულოდ, არაფრის მომცემად… უყურებ თითოეულ მათგანს და ხვდები რომ ყოველი მათგანი სათავისოდ გთავაზობს არჩევანის გაკეთებას, ერთი-ორი ადამიანია შენს ირგვლივ, რომელიც მართლა ზრუნავს შენს კეთილდღეობაზე.. მშობლები.. ოჯახის წევრები.. რომლებიც შორს ვერ გიშვებენ და ისინიც კი სათავისოდ, მათთვის საუკეთესო გზას გთავაზობენ.. გეჩიჩინებიან რომ აზრი შეიცვალო და ბოლოს მუქარამდეც მიდიან.. შენ კი იმდენად გირევს ეს ფაქტი თავში ყველაფერს, რომ ლამისაა ჭკუიდან შეიშალო.. ხან სუიციდზე ფიქრობ, ხან გინდა რომ ადგე და უკან მოუხედავად გაიქცე.. რაც შეიძლება შორს, მიუხედავად იმისა თუ რა დაგხვდება იქ, მაგრამ იმის გააზრება რომ შესაძლოა უკან დასაბრუნებელი გზა აღარ დაგრჩეს გაიძულებს აკეთო ის, რაც ამ ეტაპზე ყველასთვის მისაღებია და საკუთარ ცხოვრებას ჩარჩოებში სვამ… არადა როგორ გინდა ფრთები გქონდეს, დიდი და ჯადოსნური ფრთები, დაიქნიო და იფრინო იფრინო ლაღად, საუკეთესო მიმართულებით, იფრინო სწრაფად რომ ვერავინ დაგეწიოს და თავისი აზრით გონება არ მოგიწამლოს… მერედა როგორი რთულია ეს ყველაფერი… როგორ გიჭირს დაუპირისპირდე მთელს სამყაროს… როგორ გიჭირს გავაგებინოთ ოჯახის წევრებს ის ფაქტი, რომ “გემი სანაპიროზე უფრო უსაფრთხოდაა, მაგრამ ის ამისათვის არ არის შექმნილი”..
მშიშარა ხარ შენ ადამიანო, გეშინია იმ ნაბიჯის გადადგმის რომელიც მთელს შენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის… გეშინია და მერე, ბოლოს, ყველა გზა რომ მოჭრილია შენს მდგომარეობას, შენივე უგუნურებას კი არა უბედობას აბრალებ… ასეა ყოველთვის ადამიანი რომელიც არაფერს აკეთებს თავისი კეთილდღეობისთვის თავს იმით იმშვიდებს, რომ ყველაფერი სხვას გადააბრალოს, თავის თავთან იყოს მართალი და ისე იჯერებს ამ ფაქტს რომ მთელი ცხოვრება ტყუილში ცხოვრობს… ხო, ესეთები ვართ ჩვენ ადამიანები და თვალი უნდა გავუსწოროთ რეალობას.. იქნებ ოდესმე მივაღწიოთ იმას რომ ვისწავლოთ ორად ორი სიტყვა „ჩემი ბრალია“ და ამ აღიარებამ მოგვცეს ძალა გავუმკლავდეთ საკუთარ თავს…
სალომე ცარციძე