მხოლოდ წარსული და მეტი არაფერი … ადამიანები ხშირად ეჯაჭვებიან მას. ისინი ძველ ქერქში ცხოვრობენ და იმის სურვილიც კი არ გააჩნიათ, რომ დაანგრიონ ყოველივე ცუდი . დღეს მე ვგრძნობ ამის საჭიროებას უფრო მეტადაც კი, ვიდრე საჭიროა! უკვე მერამდენე უძილო ღამეს ვაგორებ იმისთვის , რომ ძველი ქერქიდან “მე ” მაინც ამოვძვრე . ( არა მე ტრადიციებსა და კულტურას არ ვგულისხმობ . ამ შემთხვევაში ეგ ძალზედ განცალკევებული თემაა. მე ვგულისხმობ მძიმე წარსულს რომელმაც ხალხი ქერქში გამოკეტა )
აი ასე , გამოკეტა და ყოველივე სიახლის შიშით აღავსო . თითქოს ვინმემ რაიმე ზიანი უნდა მიაყენოს მათ . მე კი ამ დროს უდიდესი პროტესტის გრძნობა მიჩნდება . ოდესმე გიფიქრიათ , რომ სამყაროს შეცვლა შეგიძლიათ ?. მე კი. შეიძლება ითქვას მეტისმეტად სხვანაირად ვაზროვნებ, მაგრამ რამდენიმე ჩემნაირი მოაზროვნე მაინც ვიპოვნე . თქვენ არ გინდათ ცუდი წარსულის დავიწყება ? არ გსურთ უკეთესი მომავალი ? არ გსურთ მეტი კულტურა ? თუ ისევ ძველი ხანა გირჩევნიათ, როცა სიტყვის თქმაც საშიში იყო, როდესაც ადამიანის სიცოცხლე 14 მანეთი ღირდა და უამრავი მსგავსი მაგალითი… ჰო ამ ღამით, უდიდესი პროტესტის გრძნობით, თქვენი არ ვიცი მაგრამ მე ვძვრები ძველი ქერქიდან, ვცდები საზღვრებს და გადავდივარ თავისუფლებაში ..!
#ამოვძვრეთძველიქერქიდან
ავტორი : ნანო ჯაიანი