უფროსმა ანგელოზმა, მკაცრად შეხედა დაქვემდებარებაში მყოფ ანგელოზს.
– ორი-სამ წინადადებაში ჩამაბარე ანგარიში. .
– ცოცხალია. სამსახურში დადის. რაღაცის იმედი აქვს.
– რისი?
– ძნელი სათქმელია. ორჯერ დავასიზმრე ბედნიერი მომავალი – ვერ ხედავს. ამბობს, რომ სამსახურში ძალიან იღლება და არაფრის თავი არ აქვს.
– სამსახურში რა ხდება?
– როგორც ყოველთვის. უფროსი. ფორიაქი. სიგარეტი. ჭორები.
– უფროსი მკაცრია?
– ჩვეულებრივი, ისეთი როგორც ყველგან. თუმცა, რატომღაც ეშინია მისი…
– შიშები გაუფანტე?
– რასაკვირველია. ჯერ კიდევ სამსახურამდე მისვლისას, გზაში. მის თავს ზემოდან, ფრთებს გამეტებით ვაქნევდი, რომ ღრუბლები გამეფანტა. მგონი, ზედმეტი მომივიდა, რადგან ამ დროს ცხვირში მოხვდა, რომ მაღლა აეხედა და მზე ენახა.
– სიმპატიურ უცნობს გულისხმობ? მაღალ ქუსლებზე, სასიამოვნო სუნამოს სურნელით?
– დიახ, დიახ… ერთმანეთს დაეჯახნენ „შემთხვევით“.
– მერე?
– არც არაფერი. “უკაცრავად”-ო და ისევ თავის ფიქრებში ჩაიძირა.
– სამსახურის მერე?
– მაღაზია. ტელევიზორი. ინტერნეტი. გვიან ძილი.
– ტელევიზორი არ გააფუჭე?
– როგორ არა. ადგა და ახალი იყიდა, რატომღაც…
– ინტერნეტი გაუთიშე?
– ხუთი დღე, ზედიზედ. ადგა და უფრო მეტი ხანი დაყოვნდა სამსახურში, თითქმის გვიან საღამომდე. მათთან ეს შესაძლებელია.
– ეს ყველაფერი გასაგებია. დასვენების დღეებში?
– ძილი შუადღემდე. საღამოს – მეგობრები, სისულელეებზე ლაპარაკი, ღვინო ან ლუდი ან არაყი. სახლში შუაღამეს ბრუნდება. დილით თავი ტკივა და ან ტელევიზორი ან კომპიუტერი.
– გოგონა, აი ის?
– სულ ახლოს არის. სამი სახლი აშორებს. ერთსა და იმავე მაღაზიაში ყიდულობენ პროდუქტს.
– შეხვედრა მოუწყვე?
– ყველაფერი გავაკეთე წესისამებრ – გაჩერებაზე, დღესასწაულებზე, საერთო ახლობლებთან…
– ბედის ხაზები შეადარე?
– კი, ესადაგებიან! საქმეც ამაშია… ეს ისეთი ქალაქია… ასეთი ცხოვრების წესი… იცი, უნდა გითხრა, მეტი აღარ შემიძლია! შეუსრულებელი ამოცანაა! სხვა რამე დამავალე.
– შეწყვიტე ზედმეტი ლაპარაკი! სად არის შენი ძლიერმოქმედი საშუალებები?
– აქ არის, უფროსო. გრიპი და სიცხე, ბოდვით. ამოვარდნა, გაბზარვა, მოტეხილობა. საავტომიბილო შემთხვევა. ხანძარი. უწესრიგობა ქუჩებში. ფინანსური კრიზისი. სამოქალაქო ომი…
– ხო, კარგი, კარგი, საკმარისია. სიყვარულის სახელით უკიდურეს, ჩათვალე ძლიერ მოქმედ საშუალებებზე ნებართვა გაქვს. ოღონდ ამოარჩიე რომელიმე ერთი. შეასრულე! გასაგებია?
– გასაგებია!
მორალი: შეამჩნიეთ და გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა, რომელსაც გჩუქნით შემოქმედი და თქვენს ანგელოზს არ მოუწევს გადავიდეს უკიდურეს მეთოდების განხორციელებაზე!