Skip to content

7 კანონი, რომელიც მოქმედებს სამყაროში

1. კანონი სიცარიელის შესახებ
როცა თავიდან იშორებ ძველს (ნეგატივი), ცხოვრებაში მაშინ შემოდის სიახლე.

2. კანონი ცირკულაციის შესახებ
იყავი მზად – დათმო ის, რასაც ფლობ, რომ მიიღო ის – რაც გსურს.

3. კანონი წარმოსახვის შესახებ
სურვილის შესრულებისათვის გამოიყენე ვიზუალიზაციის მეთოდი: დაწერე, ან დახატე შენი ოცნება ფურცელზე და დროდადრო დახედე.

4. კანონი შემოქმედების შესახებ
შენი წარმოსახვის შესაძლებლობა უსაზღვროა, შესაბამისად ამ ქვეყნად შეუძლებელი არაფერია.

5. კანონი გაცემა – მიღების შესახებ
გაცემისას, ათჯერ მეტს მიიღებ, ოღონდ არ გეცოდინება რა ფორმით… შეიძლება ის ჯანმრთელობის გაუმჯობესების სახით, ან სხვა გზით დაგიბრუნდეს. სამყარო არასოდეს რჩება ვალში… რასაც დასთეს , იმაზე მეტს მოიმკი (ეხება პოზიტივსაც და ნეგატივსაც).

6. კანონი ათანალის (მეათედი) შესახებ
ნუ იქნები ხარბი და რასაც ფლობ იმის მეათედი ყოველთვის გაეცი. სამყარო თავისას მიიღებს… მეათედი „ღმერთის წილია“, რომელიც გაძლევს და გართმევს კიდეც.

7. კანონი მიტევების შესახებ
სულში, სადაც სიძულვილია, იქ სიკეთე ვერ გაიხარებს. მოიშორე ნეგატივი, რომელიც ახშობს შენს სულს და გულწრფელად შეუერთდი ნათელ გრძნობას.

თამარ არაგველი