სექსუალობასთან სიყვარულის არც გაიგივება და არც დაპირისპირება არ იქნებოდა სწორი. სხვადასხა კონფესიის ეკლესიები დიდი ხნის მანძილზე, შთაგვაგონებდნენ,რომ ხორციელი ლტოლვა,სექსუალობა თუ სხეულთან დაკავშირებული ნებისმიერი გამოვლინება ცოდვად ითვლება და განკიცხვას იმსახურებს. საკითხისადმი ასეთმა მიდგომამ სიყვარულისა და სექსიალობის გახლეჩვამდე მიგვიყვანა. ამრიგად შეიქმნა წარმოდგენა ე.წ წმინდა სიყვარულზე. როგორც სიყვარულის უმაღლეს სახეობაზე, რომელიც მთლიანად უარყოფდა ხორციელ გრძნობას. საზოგადოება დიდი ხნის მანძილზე ცდილობდა აღემართა ზღუდე ადამიანის მოწიფებასა და სექსუალობის თავისუფალ გამოვლინებას შორის.
სექსუალური ინსტიქტების წინააღმდეგ ბრძოლას რათქმა უნდა არანაირი შედეგი არ მოჰყოლია, რადგან მათი დათრგუნვა ბუნებრივია შეუძლებელი იყო. ადამიანი ტაბუებთან ბრძოლაში გამარჯვებული გამოდიოდა, თუმცა საფასურს ნერვოზითა და ფსიქიური აშლილობით იხდიდა. მთლიანად გასაიდუმლოებული იყო ინსტიქტების სფერო რაც აფერხებდა ვიტალური ინსტიქტების ჯანსაღ განვითარებას და მათ გაუკუღმართებას იწვევდა. ტაბუ ქონდა დადებული შიშველ სხეულს,მგრძნობელობით სიამოვნებას და ვნებიან ლტოლვას. 1960-იანი წლების სექსუალური რევოლუციის შემგდეგ, რომელიც მიმართული იყო ყალბი ზნეობრივი მოთხოვნების წინააღმდეგ, დღეს-დღეობით ნაკლები ტაბუ არსებობს სექსობრიობის ცნებასთან დაკავშირებით.
ადამიანებთან ურთიერთობის ნაკლებობა ან გრძნობებზე ტაბუს დადება ამცრობს და აღარიბებს სიყვარულის უნარს. თავდაპირველად იგი ადამინის სხეულის მხოლოდ იმ ნაწილებს მოიცავს, რომელიც ამ მიდრეკილებას ავლენს, ბოლოს კი მისგან მთლიანად გამოცალკევდება და საგნებზე გადადის . ეს ის საგნებია , რომლებთანაც ამ პიროვნებას შეხება უხდება. ასეთი დამცრობილი და უმწეო გრძნობების გამოვლენას ფეტიშიზმი ეწოდება. ფეტისისტები საგნებს პარტნიორებად აღიქვამენ. ფეტისიზმის ნიშნები ნორმალურ სასიყვარულო ურთიერთობაშიც იჩენს თავს. მაგალითად როცა განშორებისას წყვილი ერთმანეთს პატარ-პატარა სახსოვარ საჩუქრებს უძღვნის, რომლებმაც შორს მყოფი პარტნიორი უნდა ჩაანაცვლოს, ამ დროს ადამიანი ცდილობს, საკუთარი სხეულის ნაწილებით ან საგნებით ჩაანაცვლოს ვნებათაღელვისა და და სექსუალური ლტოლვის ადრესატი, რომელსაც იგი სასურველ, მაგრამ იმავდროულად სახიფათო და საშიშ პერსონად მიიჩნევს.
სიყვარულის გარეშე სიამოვნების გამოწვევა, ყოველთვის მხოლოდ წუთიერი ინსტიქტების დაკმაყოფილების მიზნით ხდება. ამ დროს სექსუალობა ხშირად ანონიმური ხასიათისაა. ძველი სიბრძნის თანახმად;ადამიანი მუდმივად დაეძებს იმას რამაც მას თუნდაც ერთხელ ღრმა კმაყოფილება და ბედნიერება განაცდევინა. თუ შინაგანი სულიერი მზაობა, ემოციურობა და მგრძნობელობითი ლტოლვა, ადამიანის განცდებში გარკვეულწილად ემთხვევა , ამან შეიძლება ადამიანს ის ბედნიერება მოჰგვაროს, რომლის ძიებაც შეადგენს ჩვენს მიზანს.სიყვარულისა და სექსუალობის მორალური გამიჯვნის შემდეგ ნებისმიერი ლტოლვა გამონაკლისის გარეშე,სექსუალურ ლტოლვასთან გააიგივეს ,რის გამოც გაჩნდა აზრი, რომ ყველანაირი ლტოლვა სექსუალურ ხასიათს ატარებს. ,ამის საფუძველზე შეიქმნა თეორიები სიყვარულსა და სექსუალობაზე ,რასაც ფსიქოანალიზი ხშირად იყენებდა პრაქტიკაში მაგრამ,სექსუალური ლტოლვა ვენ მიერ განცდადი ერთადერთი ლტოლვა არ არის ,ამიტომაც ყველანაირი ლტოლვის სექსუალურით ახსნა მხოლოდ იმ კონცეფციის შეზღუდულობაზე მეტყველებს,რომელსაც აღიარების შემთხვევაში,სამომავლოდ მსხვერპლად სეეწირება ადამიანის მდიდარი და სისხლსავსე ცხოვრების მთელი ხიბლი.
სტატია მომზადებულია ფრიც რიმანის წიგნის ,,სიყვარულის უნარი”-ს მიხედვით