1. სიყვარულია – ცაზე მზე, გულში – ვარსკვლავები, წიგნში – ისარგაყრილი გული და თმებში გვირილები, მაგრამ უფრო ზუსტად სიყვარულია ,როდესაც წვიმიან ამინდში, ერთად მიდიხართ ქუჩაში და მიუხედავად იმისა შენზე ნაწყენია, შენი ხელი- ხელში უჭირავს და რომ არ დასველდე, შეუმჩნევლად შენსკენ ხრის და გაფარებს თავზე ქოგას.
2. ერთხელ შემთხვევით დავინახე ჩემი შეყვარებული როგორ ლოცულობდა. არა, სიტყვები არ მომისმენია. უბრალოდ მუხლმოდრეკილი მარტო იდგა ქაშვეთში და ისეთი სასოწარკვეთილი სახე ჰქონდა, მივხვდი, ღმერთს ემუდარებოდა გადაერჩინა ჩვენი გრძნობები. შემეძლო უკან გამოვბრუნებულიყავი, მაგრამ პირიქით მოვიქეცი. მინდოდა მასაც სცოდნოდა, ღმერთი დაუყონებლივ უსრულებს ყველა სურვილს შეყვარებულ ადამიანს.
3. სიყვარული ყოველთვის გვახვევს თავბრუს, მაგრამ ეს უფრო ადვილად გამოსდის გაზაფხულზე.კვირტები აფეთქდება შენს ეზოში,ყვავილები შეეფინებიან მდელოს,მზეც უფრო თბილია და გრძნობები უფრო ძლიერი. საყვარელი ადამიანი თუ აყვავებულ ხეებს ჩაუდგება მწკრივში და შენთან შესახვედრად მოვა, გული ისე დაიწყებს ცემას, თითქოს საგულედან ამოვარდნას ლამობდეს, ამიტომ ყოველთვის უფრო ლამაზია გაზაფხულზე სიყვარული.
4. ადამიანს ყველაზე მეტად გაზაფხულზე ენატრება სიყვარული. როდესაც ბუნება იღვიძებს, ადამიანსაც სურს დაებეროს კვირტები,გამოიბას ფოთლები და გაზაფხულთან ერთად თავიდან დაიწყოს ცხოვრება.
5. ფილმში – “ანგელოზების ქალაქი“ მთავარი გმირი – სემი უარს ამბობს იყოს ანგლოზი,კარგავს ფრთებს,მაგრამ პოულობს უდიდეს თავშესაფარს – სიყვარულს. შემდეგ საყვარელ ადამიანსაც კარგავს,ახლა მას არც ფრთები აქვს,არც სიყვარული,მხოლოდ მოგონებები უთბობს გულს.მაგრამ ფიქრობს,რაში ჭირდებოდა ფრთები თუ ვერასდროს შესძლებდა შეხებოდა საყვარელ ადამიანს.
6. მე არ ვიცი არსებობს თუ არა სამოთხე,მაგრამ საყვარელი ადამიანი – ეს ყველა სამოთხეზე უფრო მნიშვნელოვანია.
7. ცხოვრებაში ბევრი იმედგაცურებაა,ზოგჯერ ყველაფერი ისე არ მიდის როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ თუ შენს უბრალო ქოხში გიზგიზებს ბუხარი,მაგიდაზე დგას ორი ფინჯანი და საყვარელი ადამიანი გელოდება შენს ყოფით პრობლემებთან ერთად მოუთმენლად, მაშინ ვალდებული ხარ, გაუძლო ყველაფერს.
8. სიღარიბის გამო თუ საყვარელ ქალს,მხოლოდ ერთი კაბა აქვს,შენ კი ხვდები მისი ოცნებები ჯერ ისევ ბავშური და სუფთაა,ამიტომ ხშირად დადიხარ მთაში,რომ ყვავილები დაკრიფო მისთვის,ასე გააგრძელე. ზოგი იტყვის,სჯობს პური შეიტანო სახლში, მაგრამ პურთან ერთად სულიერებაც ჭირდება ადამიანს.სულიერება და ფაქიზი გრძნობები.
9. შეცდომა თუ ჩამიდენია? რა თქმა უნდა კი. სიყვარულის წყალობით მგონი ჭკუიდან შევიშალე. გამუდმებით მეჩვენებოდა,რომ ლურჯი პეპლები დაფრინავდნენ ჩემს მუცელში. არ ვიცოდი რა უნდა მომეხერხებინა მათთვის, ამიტომ ვცდილობდი დავბრუნებოდი ჩვეულებრივ ცხოვრებას და გავმხდარვიყავი ნორმალური. ალბათ ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა.
10. რამდენჯერ გითქვამს ჩემთვის – ” შენ ჩემი სიცოცხლე ხარო”, ჩაგიკრავს გულში ჩემი სევდიანი სული და გაგითბია ჩემი სამყარო.მაგრამ არასდროს გითქვამს,რომ ჩემი სული იყო მძიმე.
11. თუ საყვარელმა ადამიანმა შენი სიყვარულის გამო ბრძოლაში ფრთები დაკარგა,ვალდებული ხარ შენც მოიხსნა ფრთები და მასთან ერთად მიწაზე გააგრძელო სიარული, მაგრამ შეგიძლია სხვაგვარად მოიქცე. მიეცი მას შენი მარჯვენა ფრთა და ცის ტატნობზე გვერდი-გვერდ დაუდექით ერთმანეთს, ჩახედეთ ერთმანეთს თვალებში, მიეცით ერთმანეთს ძალა. სამყარო თქვენს ფრთებს დაინახავს, როგორც სხეულის მარჯვენა და მარცხენა ფრთას, ერთი სხეულის ორ ძალას და თქვენ ისწავლით თავიდან ფრენას.