და თქვენც აუცილებლად უნდა იცოდეთ მათ შესახებ, თუ მტკიცედ გადაგიწყვეტიათ, რომ წარმატებას მიაღწიოთ ცხოვრებაში ! ! !
ჩარლზ შვაბი
ჩარლზ შვაბი მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მენეჯერი იყო.
ამ ადამიანზე ძალიან ბევრს წერენ ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან : ნაპოლეონ ჰილი, დეილ კარნეგი და ჯიმ რონი. და მისი მაგალითის გათვალისწინებას გვირჩევენ !
ჩარლზ შვაბი ამერიკელი ფოლადის მაგნატი, უბადლო მენეჯერი და უაღრესად წარმატებული პიროვნება გახლდათ.
ამ ადამიანმა უბრალო მექანიკოსად დაიწყო მუშაობა ენდრიუ კარნეგის ქარხანა ,, კარნეგი სტილში“ და სულ რაღაც 4 წელიწადში, 35 წლის ასაკში იგი ამ ქარხნის პრეზიდენტი გახდა . . .
,,მხოლოდ ორი დაქირავებული ვიცი, რომელთაც წლიური ხელფასი მილიონი დოლარი ჰქონდათ : ესენი იყვნენ მენეჯერები – უოლტერ კრაისლერი და ჩარლზ შვაბი“ – წერს დეილ კარნეგი.
მართლაცდა წელიწადში მილიონი დოლარი, დღეში დაახლოებით 3 000 დოლარზე მეტი, 1901 წლისათვის ხუმრობა თანხა ნამდვილად არაა . . .
მისი მიზანი
შვაბი არ იყო პატივმოყვარე ადამიანი, უყვარდა ყველა გარშემო მყოფი ადამიანი და უბრალო მუშასაც კი უდიდეს პატივს სცემდა. იქიდან გამომდინარე, რომ იგი არცთუ ისე შეძლებული ოჯახიდან იყო, ვფიქრობ, რომ მისი ძირითადი მიზანი ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვება უნდა ყოფილიყო.
ჩარლზ შვაბი მსოფლიოს 3 ყველაზე მხვილი ფოლადგდამამუშავებელი ქარხნის დირექტორი იყო. ,,კარნეგი სთილის“ შემდეგ მან ჯ. მორგანის ,,US სთილ კომპანი“ ჩაიბარა და ამის შემდეგ კი ,,ბეთლემ სთილ კომპანის“ ხელმძღვანელიც გახდა. სამივე მათგანი ფოლადის წარმოების მსოფლიო ბაზარზე წამყვანი კომპანიები იყვნენ.
ალბათ ყველას შეექმნა წარმოდგენა, რომ ჩარლზ შვაბი ფოლადის წარმოების უდიდესი სპეციალისტი იყო, თუმცა მინდა იმედი გაგიცრუოთ და გითხრათ, რომ ეს ასე არაა. შვაბი თვითონვე აღიარებდა, რომ ქარხანაში უბრალო სპეციალისტმაც კი უფრო მეტი იცოდა ვიდრე მან 🙂
მისი წარმატების საიდუმლო
ჩარლზი ადამიანებს აფასებდა და პატივს სცემდა მათ. უყვარდა თავისი დაქირავებულების ქება და წახალისება. არასოდეს ამბობდა ცუდს არავისზე და ყველა მუშას მუდამ მეგობარივით ექცეოდა.
ერთხელ დეილ კარნეგმა მას ინტერვიუში ჰკითხა, თუ რა იყო მისი ესოდენ დიდი წარმატების საიდუმლო. ჩარლზ შვაბმა უპასუხა:
,,ჩემს ყველაზე დიდ ღირსებად მიმაჩნია, რომ შემიძლია ადამიანებში შრომის ენთუზიაზმი აღვძრა. მიმაჩნია, რომ ერთადერთი ხერხი, რომ ადამიანში კარგი თვისებები განავითარო არის ის, რომ საჯაროდ აღიარო მისი დადებითი თვისებები და წაახალისო იგი. ადამიანს, რომ შრომის ინტერესი გავუჩინო მასში ვეძებ ისეთ თვისებებს, რომლებიც ნამდვილად ქების ღირსია და გურწფელად გამოვხატავ მის მიმართ ჩემს აღტაცებას. მძულს სხვისი შეცდომების ჩხრეკა და გამოდევნება. და სწორედ ამ ყველაფერში იმალება ჩემი წარმატების საიდუმლობა“.